გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" ბადალონაში "ხუვენტუდთან" 59:74 წააგო
ესპანეთის ჩემპიონატში მარცხი განიცადა ორივე "ქართულმა" გუნდმა: გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" ბადალონაში "ხუვენტუდთან" 59:74 წააგო, ხოლო თორნიკე შენგელიას "ბასკონია" შინ "ბარსელონასთან" 84:92 დამარცხდა.

შენგელიას ტრავმა აწუხებს და უკვე 2 კვირაა არ თამაშობს. რაც შეეხება "ანდორას" ქართველებს, გიორგი შერმადინი საკუთრ გუნდში საუკეთესო იყო. გიორგიმ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 22:35 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ბურჯანაძემ მოედანზე 18:50 წუთი გაატარა და 4 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ბექამ სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა 3 ორქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

"ანდორას" 10 მოგება და 8 მარცხი აქვს და მე-7 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 5 თებერვალს, შინ, თორნიკე შენგელიას "ბასკონიასთან" ჩაატარებს, რომელიც 12 მოგებითა და 6 მარცხით მე-5 ადგილზეა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" "მონცასთან" ფრეს მიაღწია და ისევ ლიდერია
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" მნიშვნელოვანი მატჩი წააგო
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან