რინგზე კრივის წესებით გასვლას აპირებს
შერეული სტილის (MMA) ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ მისი ბრძოლა ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ მოგებას მოიტანს.

"ვაპირებ მივიღო საკრივო ლიცენზია ლას ვეგასში. ამის შემდეგ ვნახოთ, რას იზამს მეივეზერი. მხოლოდ მასზე ვარ კონცენტრირებული", - განაცხადა მაკგრეგორმა. ირლანდიელმა დაამატა, რომ ბრძოლა შეიძლება გაიმართოს 2017 წლის დასასრულს ან 2018 წლის დასაწყისში.

"მჯერა, რომ შემდეგ ჯერზე რინგზე უკვე კრივის წესებით გავალ. ვფიქრობ, ფლოიდთან შეხვედრა პირველი მილიარდიანი ბრძოლა იქნება", - ხაზი გაუსვა მაკგრეგორმა.

მეივეზერსა და მაკგრეგორს შორის შესაძლო ბრძოლის შესახებ ჭორები 2016 წლის მაისში გავრცელდა. ნოემბერში ირლანდიელმა განაცხადა, რომ 100 მილიონი დოლარის მიღება სურს ამერიკელთან ბრძოლის სანაცვლოდ.

28 წლის მაკგრეგორმა MMA-ის წესებით 24 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 21 (18 - ნოკაუტით) და წააგო სამი. ბოლო ბრძოლა მან გასული წლის 20 აგვისტოს ნეიტ დიასთან ჩაატარა და UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) ისტორიაში სარეკორდო ჰონორარი მიიღო - 3 მილიონი დოლარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ლეონარდუ სანტუში თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
[VIDEO] 4-დან 4 სამქულიანი და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის 26 წუთი "გოლდენ სტეიტთან"
"ეს დაწყევლილი ფეხბურთი!" - გაბრაზებულმა ენრიკემ "სპორტინგთან" მარცხის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "აიაქსთან"?
[VIDEO] მიქაუტაძის 18 წუთი ყოფილ გუნდთან - "ვილიარეალი" "აიაქსთან" დამარცხდა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
[VIDEO] "ბოდო გლიმტმა" "მანჩესტერ სიტისთან" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
წიტაიშვილს და აბუაშვილს "მეცში" ახალი მწვრთნელი ჰყავთ
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
იური ტაბატაძის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
მაკგრეგორი: ლაჩრებო, დვალიშვილი ლეგენდაა
"ვოლკანოვსკი თოფურიას დაანოკაუტებს" - მაკგრეგორის პროგნოზი
"დავამარცხებდი თუ არა 2015 წელს კონორს?" - ვოლკანოვსკიმ რთულ შეკითხვას უპასუხა
კონორ მაკგრეგორს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს
თოფურია: ჩაიცვი წითელი ტრუსი, ეტყოდა მაკგრეგორი მეუღლეს ჩემთან ბრძოლის შემდეგ
"პატარა სულელო, თავს წაგაცლი... " - რა პასუხი გასცა კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურიას?