ვეტერანმა უნდა გადაწყვიტოს, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს თუ...
ანტონიო კასანომ "სამპდორიასთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია. 34 წლის თავდამსხმელი ახალი გუნდის ძიებაშია, თუმცა არც კარიერის დასრულებას გამორიცხავს.

ჯერჯერობით, ანტონიოს მხოლოდ ჩინეთიდან აქვს შეთავაზება, ამ ყველაფერზე კი მოკლე ინტერვიუდან შეიტყობთ.

- როგორ ფორმაში ხართ?

- კარგად მესმის, რომ კარიერის საუკეთესო წლები უკან მოვიტოვე, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ და თამაში კიდევ შემიძლია. მოედანზე დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ცუდ ფორმაში ვარ, უბრალოდ, "სამპდორიას" მესვეურებთან ვერ გამოვნახე საერთო ენა.

- კლუბების მესვეურებთან და მწვრთნელებთან კონფლიქტი მთელ თქვენს კარიერას გასდევს ფონად...

- არასდროს მქონია პრობლემები მეგობრებთან, ოჯახის წვრებთან, ფეხბურთში კი კონფლიქტები მუდმივად თან დამყვება. არ მინდა არავის კრიტიკა და არც არავის გამტყუნება. ფაქტია, რომ "სამპდორიას" პრეზიდენტთან ვერ გამოვნახე საერთო ენა და სწორედ ამიტომ ვიყავი მოკვეთილი მთავარი გუნდიდან.

- კიდევ გსურთ ფეხბურთის თამაში?

- როგორც აღვნიშნე, თამაში კიდევ შემიძლია და საინტერესო წინადადების მოლოდინში ვარ. იმედია, მომდევნო სეზონს ახალ გუნდთან ერთად დავიწყებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კარიერის დასრულება მომიწევს. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ უარი განვაცხადე.

- ამბობენ, რომ ჩინური კლუბები გიწვევენ...

- დიახ, ასეა, მე კი ჩინეთში არ მსურს კარიერის გაგრძელება. ფეხბურთს თამაშობენ ევროპაში, ჩინეთში კი მხოლოდ ფულის გულისთვის მიდიან. თუკი ვინმე იტყვის, რომ ჩინური კლუბის პროექტით მოიხიბლა, ის მატყუარაა. ჩემთვის ფული არასდროს ყოფილა მთავარი და ასეა დღესაც. ყოველთვის სპორტული მოტივაცია მამოძრავებდა და სურვილი, რომ უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ გამომევლინა შესაძლებლობები. ასე რომ, ჩინეთში წასვლას არ ვაპირებ.

- გავრცელდა ცნობა, რომ შესაძლოა "ბარიში" დაბრუნდეთ, სადაც კარიერა დაიწყეთ...

- ბარი ჩემი მშობლიური ქალაქია, სადაც დაუვიწყარი წლები გავატარე. სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, რაც გუნდი სერია B-ში ასპარეზობს. კონკრეტული შეთავაზება რომ მიმეღო, სიამოვნებით განვიხილავდი, მაგრამ კლუბიდან არავინ შემხმიანებია.

- სერია B-ში თამაში თქვენთვის მისაღებია?

- ბუნებრივია, რომ ელიტაში თამაში მირჩევნია, მაგრამ არის განსაკუთრებული შემთხვევები. "ბარიში" სამი დაუვიწყარი წელი გავატარე, ამ გუნდს კი ბავშვობიდან ვქომაგობდი. შესაძლოა, გუნდი სერია B-ში იყოს, მაგრამ ამბიციური გეგმები ჰქონდეს და სერია A-ში აღზევების კანდიდატი იყოს.

- შეგეძლოთ მეტის მიღწევა კარიერაში?

- კლუბების მესვეურებთან და მწვრთნელებთან კონფლიქტებმა, ტრავმებმა ჩემს კარიერას დაღი დაასვა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, კმაყოფილი ვარ იმ გზით, რომელიც გავიარე. ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ეს ალბათ უმთავრესია. იმედია, წინ კიდევ მელოდება ახალი თავგადასავალი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] "ელ კლასიკო" მთელი თავისი დიდებულებით - "ბარსელონამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
კასანოს კრიტიკით დაიღალა - ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
"იამალი თუ გიულერი?" - კასანომ არჩევანი გააკეთა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია