გიგი მჭედლიშვილი: "ჩვენ არა მხოლოდ გუნდელები, მეგობრებიც ვართ, ერთმანეთის გვერდით თამაში და ვარჯიში გვსიამოვნებს"
31 იანვარს, გამთენიისას, "სამტრედია" მოსამზადებელი შეკრებისთვის თურქეთში გაემგზავრა და ანტალიასთან ახლოს, პატარა ქალაქ სიდეში დაბინავდა.

გია ცეცაძის გუნდი იქ ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: ბულგარეთის "დუნავთან" (2 თებერვალი), ლიტვის ჩემპიონ ვილნიუსის "ჟალგირისთან" (10 თებერვალი) და უკრაინის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსან "ოლექსანდრიასთან" (14 თებერვალი). დასაზუსტებელია მხოლოდ მეოთხე გუნდი, რომელსაც ჩვენი ჩემპიონი 6 თებერვალს დაუპირისპირდება.

ცეცაძემ ანტალიაში ის შემადგენლობა იახლა, რაც ამ მომენტისთვის უკვე ცნობილია გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის წასვლის შემდეგ. სხვა სიახლეები შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი. სიდეში დაბანაკებულმა "სამტრედიამ" შუადღემდე დაასვენა, საღამოს კი ცეცაძემ გუნდი ჩვეულებრივად ავარჯიშა.

გუნდის მცველი გიგი მჭედლიშვილი ჩემპიონთან ახალი კონტრაქტის გაფორმებით გახარებულია:

"დაიწერა, თითქოს, სხვა ვარიანტები მქონდა. რეალურად, მოლაპარაკება არც არავისთან მქონია, რადგან გუნდში დარჩენა მსურდა. იმიტომ, რომ კარგი გუნდი ვართ, შეკრული, ერთსულოვანი და აქ თამაში მიხარია. ბოლოს და ბოლოს, "სამტრედია" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს და ეს დიდი სტიმულია.

რა თქმა უნდა, ასევე დიდი სტიმული ის იყო, რომ კვლავ გია ცეცაძესთან ვიმუშავებდი. მან უკვე დაამტკიცა, რომ ფეხბურთელების კარგი მომზადება და სტიმულირება შეუძლია და ყველას გახსნას ახერხებს.

ამავე დროს, ბიჭების ფაქტორმაც იმოქმედა - ჩვენ არა მხოლოდ გუნდელები, მეგობრებიც ვართ, ერთმანეთის გვერდით თამაში და ვარჯიში გვსიამოვნებს. იმედია, ერთად სამტრედიელ გულშემატკივრებს კიდევ ბევრჯერ გავახარებთ", - ამბობს მჭედლიშვილი.

ცნობილია, რომ გუნდი დატოვეს ბუდუ ზივზივაძემ, ბაჩანა არაბულმა, ლაშა შერგელაშვილმა, დაჩი ცნობილაძემ და კახა მეშველიანმა. საინტერესოა, ჩემპიონობის შენარჩუნების რა შანსი აქვს "სამტრედიას" ასეთი შეცვლილი შემადგენლობით? 25 წლის მცველმა ამაზეც ილაპარაკა:

"წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია და არც მსურს. ჩვენ არც გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე ვტრაბახობდით, რომ მთებს გადავდგამდით, მაგრამ შედეგი დავდეთ. ახლაც ასეთი მიდგომა აჯობებს.

ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც დავიმატეთ, კარგად მოვემზადებით და ვნახოთ, დრო ყველაფერს გვაჩვენებს. მაგრამ წარმატებული გამოსვლის იმედი ნამდვილად გვაქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

romandro
warmatebebi yvelas vinc darchnen da imatac vinc sxva klubebshi gagrzelebs karieras.(erti wava meore mova es fexburtia) namdvili samtredieli gulshematkivrebi arazdros iviwyebs tavis fexburtelebs.
samtredski
აბა თქვენ იცით ბიჭებო სამტრედიელი ბალეშიკები თქვენს გვერდითაა მჭედლო ჩვენ გვჯერა რომ თავს არ შეირცხვენთ ლიგაზე. რაც შეეხება წასულებს ზივზივას მაგრად მოვენატრებით მარა გვიან იქნება დანიაში უცივესი ბალეშიკები არიან .
Jango
აბა თქვენ იცით ბიჭებო. დღეს გაანიავეთ "დუნავი" :)
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუის ენრიკეზე უარი ამის გამო თქვა" - რას წერს ბრიტანული პრესა ესპანელ სპეციალისტზე?
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]