დღის მიღწევები და სტატისტიკა
"ვაშინგტონი" აგრძელებს შედეგიან თამაშს, რასაც მეკარეების კარგი მოქმედება ემატება. დედაქალაქელებმა 5:0 გაანადგურეს "ლოს ანჯელესი" და ზედიზედ მეცხრე საშინაო გამარჯვება მოიპოვეს.

გუნდის მეორე მეკარემ, გერმანელმა ფილიპ გრუბაუერმა 38 დარტყმა მოიგერია და მიმდინარე სეზონში მესამე "შათაუტი" შეასრულა. "ვაშინგტონს" 78 ქულა აქვს და რეგულარული ჩემპიონატის ლიდერია.

მეკარე ჰენრიკ ლუნდკვისტის 29 მოგერიებამ და ფორვარდ მიხაელ გრაბნერის ორმა ქულამ "რეინჯერსს" შინ "კალგარის" დამარცხების საშუალება მისცა. არადა, ამ მატჩამდე "ფლეიმზს" სამმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა.

"რეინჯერსის" გამარჯვებამ დაადასტურა ნიუიორკელთა კარგი სტატისტიკა დასავლეთი კონფერენციის გუნდების წინააღმდეგ: 21 ასეთ მატჩში, ალენ ვინიოს გუნდმა 16 გამარჯვება მოიპოვა.

"მონრეალისა" და "ედმონტონის" შეხვედრა მეკარეების დუელად გადაიქცა. "ოილერზი" უფრო აქტიური იყო და "კანადიენსის" მეკარეს ელ მონტოიას 32 დარტყმის მოგერიება მოუწია. უფრო ნაკლები სამუშაო ჰქონდა "ოილერზის" მეკარეს კემ ტელბოს - 22 სეივი. საბოლოოდ, ძირითადი დრო და ოვერტაიმი უგოლოდ დასრულდა და "ედმონტონმა" სამმატჩიანი წაგებათა სერია ლეონ დრაიზაიტლის ერთადერთი ზუსტი სამქულიანით შეწყვიტა.

ვაშინგტონი-ლოს ანჯელესი 5:0

2:0, 2:0, 1:0

გოლები: 1:0 ელერი-9 (კონოლი-4), 2:0 მ. იოჰანსონი-16 (კუზნეცოვი-31, ორპიკი-12), 3:0 კონოლი-10 (ტ. უილსონი-9, ელზნერი-7), 4:0 ოში-20 (ბექსტრიომი-38, ოვეჩკინი-23), 5:0 ჯასტინ უილიამსი-18 (მ. იოჰანსონი-18).

მონრეალი-ედმონტონი 0:1 (ბ)

0:0, 0:0, 0:0, 0:0, 0:1

ბულიტები გაიტანეს: დრაიზაიტლი (ედმონტონი).

რეინჯერსი-კალგარი 4:3

1:1, 0:0, 3:2

გოლები: 0:1 დ. ჰემილტონი-8 (ბეკლუნდი-21, ტკაჩაკი-23), 1:1 რიკ ნეში-15 (სტეპანი-27, მაკდონაჰი-28), 2:1 გრაბნერი-23 (სკეი-20, ჯ-ტ. მილერი-23), 2:2 ბროუერი-9 (გოდრო-24, მონეჰანი-16), 3:2 კრაიდერი-21 (ზიბანეჯადი-13, ჟირარდი-7), 4:2 ფასტი-4 (ჯ-ტ. მილერი-24, გრაბნერი-9), 4:3 ტკაჩაკი-10 (ბეკლუნდი-22).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ლეონარდუ სანტუში თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
[VIDEO] 4-დან 4 სამქულიანი და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის 26 წუთი "გოლდენ სტეიტთან"
"ეს დაწყევლილი ფეხბურთი!" - გაბრაზებულმა ენრიკემ "სპორტინგთან" მარცხის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "აიაქსთან"?
[VIDEO] მიქაუტაძის 18 წუთი ყოფილ გუნდთან - "ვილიარეალი" "აიაქსთან" დამარცხდა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
[VIDEO] "ბოდო გლიმტმა" "მანჩესტერ სიტისთან" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
წიტაიშვილს და აბუაშვილს "მეცში" ახალი მწვრთნელი ჰყავთ
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
იური ტაბატაძის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა