12 თებერვალს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეცხრე სეზონის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს ამჯერად სუპერლიგის გუნდები გამართავენ
12 თებერვალს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეცხრე სეზონის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს ამჯერად სუპერლიგის გუნდები გამართავენ. VI ტურის მატჩებს, ტრადიციულად, თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

სათამაშო დღე სუპერლიგა B-ს გუნდების დაპირისპირებით აიღებს სტარტს. 11:00 სთ-ზე, გათამაშების აუტსაიდერი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდი "ევროკრედიტს" დაუპირისპირდება.

საინტერესო მოვლენით იქნება გამორჩეული "ჯვაროსნები 2"-ისა და Funday Entertainment-ის დაპირისპირება: პირველად ლიგის ისტორიაში, ითამაშებს ოლიმპიური ჩემპიონი - თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი Funday-ს ღირსებას დაიცავს. რიო 2016-ის ტრიუმფატორი, ტიტულოვანი ქართველი ფალავანი ჩემპიონატის დაწყების დღიდან ირიცხება გუნდის განაცხადში, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო მხოლოდ ახლა მიეცემა დებიუტის შანსი. მატჩი 12:00 სთ-ზე დაიწყება.

მომდევნო შეხვედრაში "სტუდენტური დერბი" შედგება - საქართველოს უნივერსიტეტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წინააღმდეგ.

14:00 სთ-ზე გაიმართება "კახურ-იმერული" დაპირისპირება: სკ "თელავი" გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, ზესტაფონის "ფეროს" ეთამაშება.

ტურს 18:00 სთ-ზე "უნიკრედიტის" და "ვივუსის" გუნდების შეხვედრა დაასრულებს.

12.02.2017. სუპერლიგა B. VIტური

11:00 ეთა - სკ ევროკრედიტი

12:00 სკ ჯვაროსნები -2 - FUNDAY Ent.

13:00 FC UG - კსუ/CIU

14:00 სკ თელავი - სკ ფერო

18:00 UNICREDIT.GE - FC VIVUS.GE

VI ტურის შეხვედრები გაიმართება სუპერლიგა A-შიც.

15:00 სთ-ზე, გათამაშების ორი აუტსაიდერი და უქულოდ მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სკ "ჯვაროსნები" და "GM ჭიათურა" პირველი ქულებისთვის იბრძოლებენ.

ერთპიროვნული ლიდერის რანგში, პირველ შეხვედრას გამართავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდიც, რომლის მეტოქეც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი იქნება.

გათამაშების კიდევ ერთი ფავორიტი სკ პსპ ტელეკომპანია "იმედის" გუნდს დაუპირისპირდება.

სათამაშო დღეს ტურის ცენტრალური შეხვედრა დაასრულებს - მფკ "ნატახტარი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდის წინააღმდეგ, რომლის რიგებსაც კიდევ ერთი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი შეემატა - ლიგაში დებიუტი ექნება ქვეყნის მთავარი გუნდის და "დინამო თბილისის" ყოფილ ფეხბურთელს, ალექსანდრე ამისულაშვილს. მატჩი 19:00 სთ-ზე დაიწყება.

12.02.2017. სუპერლიგა A. VI ტური

15:00 სკ ჯვაროსნები - GM-ჭიათურა

16:00 CFCP - სდსს

17:00 FC PSP - ტვ იმედი

19:00 სფფ - მფკ ნატახტარი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "სანკტ-პაულისთან" ქულები გაიყო
ლუის ენრიკემ "ოსერთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია
პალმერი კიდევ ერთ მანჩესტერულ გუნდში? - მოულოდნელი შესაძლო ტრანსფერის დეტალები
უკან ინგლისში - ხულიან ალვარესის შეძენით ლონდონური გუნდები ინტერესდებიან
"შტურმი" და კიდევ ხუთი გუნდი ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ
ქალთა ნაკრებმა C ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ხვიჩა სასტარტოში, სამი ქულისთვის ოსერში და ფიქრით "ნიუკასლთან"
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
კიტეიშვილი უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს - "შტურმი" როტერდამშიც დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
დავითაშვილი ზამთარში გუნდს არ გამოიცვლის და კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებს
ოფიციალურად - ლორთქიფანიძე "კარარეზეში" გადავიდა
გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა
"ასეთი მეკარით დიდ ტიტულებს ვერ მოიგებ" - ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა შევალიე გააკრიტიკა
"წუწუნი უნდა შეწყვიტოს" - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
პსჟ-ის აუტსაიდერთან სტუმრობის დღე - "ნიუკასლის" წინ
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში