"სლოვენიის ჩემპიონატის პლეი-ოფში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ და ამ მხრივ, ეს მოგება უმნიშვნელოვანესი იყო"
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, დუდა სანაძის გუნდმა "პრიმორსკამ" სლოვენიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. კოპერული გუნდი სტუმრად "ჰელიოსს" შეხვდა, რომელთანაც ამას წინათ თასის გათამაშებაში წააგო. სანაძის გუნდმა ამჯერად რევანში აიღო - 65:49.

სანაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მხოლოდ 15:36 წუთი გაატარა, თუმცა, იმისთვის, რომ ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი გამხდარიყო, ეს დროც ეყო. ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 4 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა და 14 ქულასთან ერთად 3 მოხსნაც მიითვალა.

მატჩის შემდეგ კომენტარი სთხოვეს დუდა სანაძეს, რომელმაც განაცხადა:

"ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რომლისთვისაც მთელი კვირა ვემზადებოდით. გუნდურად კარგად ვითამაშეთ და თითოეულმა კალათბურთელმა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. სასიამოვნოა, რომ დაცვაში ძალიან ხისტად და აგრესიულად გამოვიყურებოდით. საბოლოოდ, სწორედ იმ გეგმას მივყევით, რომელიც მატჩის წინ გვქონდა შემუშავებული.

სლოვენიის ჩემპიონატის პლეი-ოფში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ და ამ მხრივ, ეს მოგება უმნიშვნელოვანესი იყო".

"პრიმორსკამ" 10 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კი სწორედ მოწინავე ექვსეულში ყოფნაა საჭირო. სანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 24 თებერვალს, შინ, ლაშკოს "ზლატოროგთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუის ენრიკეზე უარი ამის გამო თქვა" - რას წერს ბრიტანული პრესა ესპანელ სპეციალისტზე?
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
დუდა სანაძის 17-ქულიანი დებიუტი საბერძნეთში
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა