19 წლის კიეზა "ფიორენტინას" ლიდერად ყალიბდება
"ფიორენტინას" ფანებს ახალი კუმირი ჰყავთ - ფედერიკო კიეზამ "იების" გულშემატკივართა გულები მალევე მოიგო. იგი მამის, ენრიკოს კვალს მიჰყვება და სერია A-ში თავის პირველსავე სეზონში იქცა "ფიორენტინას" ერთ-ერთ ლიდერად.

19 წლის ფედერიკოს დიდი პოტენციალი აქვს და თავისი მემკვიდრეობითი ენთუზიაზმითა და შემართებით ბევრის მიღწევა შეუძლია. საშინაო არენის გარდა, მან უკვე ევროპალიგასაც გაუგო გემო...

რას ამბობენ მასზე

"მას ყველა უბიძგებს იქითკენ, რომ გახდეს ის, ვინც შეუძლია გახდეს და მიაღწიოს იმას, რასაც იმსახურებს. მან ჩვენი გულები თავიდანვე მოიგო თავისი ენთუზიაზმითა და ენერგიულობით. ფედერიკო ბავშვური სიხარულითა და სიამოვნებით თამაშობს. ეს საუკეთესო თვისებაა, რომელიც შეიძლება პროფესიონალს ჰქონდეს" - თქვა "ფიორენტინას" მწვრთნელმა პაულო სოუზამ.

ენრიკო კიეზა: "ჩემი ვაჟი თამაშისგან დიდ სიამოვნებას იღებს. ეს ყველაზე კარგი რამ არის. მან ასევე უნდა გააგრძელოს და "ფიორენტინაში" კარგად ითამაშოს. ჩემთან შედარება და მსგავსებები? ფედერიკო მხოლოდ 19 წლისაა, მოდი, მას ცოტა დრო მივცეთ, რომ გაიზარდოს. ზედმეტი ზეწოლა საჭირო არ არის, მან უბრალოდ, თამაშისგან და საკუთარი თავისგან სიამოვნების მიღება უნდა გააგრძელოს".

წარსული

ფედერიკო გენუაშია დაბადებული, ბურთის გორება კი ტოსკანურ გუნდში, "სეტინიანეზეში" დაიწყო, რომელიც ფლორენციიდან არც ისე შორსაა. "იებში" იგი ათი წლის ასაკში მივიდა და იქ ჩამოყალიბდა და აღიზარდა.

სოუზამ კიეზა ჯუნიორი თავისთან წინასასეზონო პერიოდში იახლა და ბევრისთვის მოულოდნელად, მიმდინარე სეზონის პირველივე მატჩში, თანაც, ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ, ათამაშა. სადებიუტო შეხვედრასა და მომდევნო 8 მატჩში ვერა, მაგრამ ფლორენციელთა მაისურით თავის მეათე შეხვედრაში კიეზა-უმცროსმა გოლი გაიტანა - "იებმა" "ყარაბაღს" 2:1 მოუგეს და იმავე მატჩში ფიცხი ფედერიკო გააძევეს. იგი ნელ-ნელა ღვინდება და უფრო და უფრო პროდუქტიულიც ხდება.

სათამაშო სტილი

ფედერიკო კიეზა მართლაც რეაქტიული, ენერგიული, შემართული და სპორტულად აგრესიული ფეხბურთელია. საკმაოდ კრეატიულია და აქვს გოლის ალღო. თავს ორივე ფლანგზე კომფორტულად გრძნობს და შეუძლია გამოკვეთილი ფორვარდის უკან მეორე თავდამსხმელად თამაში, სადაც მეტი სივრცე აქვს.

ერთი-ერთზე მცველთან ძალიან კარგია და ბურთის მიღებისას, როგორც წესი, მეტოქის მოტყუებას და დრიბლინგს ცდილობს. იგი უფრო შემტევი ნახევარმცველია, ვიდრე ფორვარდი.

მამის აჩრდილი…

ენრიკესთან მსგავსებები და პარალელები გარდაუვალია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შვილი მამას ვიზუალურადაც ძალიან ჰგავს და თამაშის სტილითაც. ისევე დარბის და ისევე დაატარებს ბურთს, როგორც ამას ენრიკო აკეთებდა და მეტოქის კარზეც ისევეა დაგეშილი.

სხვაობა გოლებშია… მამა "სამპდორიაში", "კრემონეზეში", "პარმაში", "ფიორენტინაში", "ლაციოსა", "სიენაში" (და ა.შ.)... თამაშობდა და უშუალოდ სერია A-ში 138 გოლი დაუგროვდა. ფედერიკო კი ახლა იწყებს და იგი "იებში" მამის დარად, 25-ე ნომრით თამაშობს.

გამორჩეული მომენტი

როგორც გითხარით, ფედერიკოს დებიუტი "იუვენტუსთან" შედგა და ის მატჩი "იებმა" ტურინში 1:2 წააგეს. 15 იანვარს კი ფლორენციაში ამავე ანგარიშით დაამარცხეს "იუვე". ფლორენციელთა მეორე გოლისას თინეიჯერი გადარეულივით ზეიმობდა.

კიეზამ მილან ბადელის ჩაწოდებაზე შეირბინა და ყველანაირად სცადა, ბურთს მისწვდომოდა. ვერ შეეხო, მაგრამ ამან ჯანლუიჯი ბუფონზე გავლენა მაინც მოახდინა და გოლი გავიდა. ის ბადელის ჩაეწერა, მაგრამ კიეზა გიჟურად აღნიშნავდა და მერე ამბობდა კიდეც, ბურთს შევეხეო… მას ამის სჯეროდა და ვერც გაამტყუნებ, ვერ შეეხო, მაგრამ ეს მისი გოლიც გახლდათ.

კიეზას დიდი ლოდინი არ დასჭირდა სერია A-ში თავისი პირველი, ნამდვილი გოლის გასატანად - იმ მატჩიდან ერთ კვირაში მან "კიევოს" კარი აიღო.

აწმყო და მომავალი

ფედერიკო და მისი "ფიორენტინა" ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვიან და პარალელურად, ფლორენციელები ამ ტურნირზე მიმდინარე სეზონშიც გამოდიან.

საშინაო არენაზე ევროზონისთვის ბრძოლა და თან ევროსარბიელზე სტაბილურად თამაში "ფიორენტინას" აღზევების საწინდარი უნდა გახდეს. კიეზა ამჟამად აწმყოსაც და მომავალსაც ფლორენციელებს უკავშირებს და ნელ-ნელა მათ ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად ყალიბდება. მთავარია, მისი მიკროტრავმა დავიწყებას მიეცეს და სერიოზულად არ დაშავდეს, თორემ ეს მის პროგრესს შეაფერხებს.

რას ამბობს თავად

"ვერ ვიჯერებდი, როდესაც პაულო სოუზამ მითხრა, რომ აგვისტოში "იუვენტუსთან" მატჩს ძირითად შემადგენლობაში დავიწყებდი. რაღაც პერიოდი მუხლები ამიკანკალდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

როდესაც "კიევოსთან" მატჩში სერია A-ში ჩემი პირველი გოლი გავიტანე, არ ვიცოდი, რა მექნა. მინდა 200%-ით დავიხარჯო და როგორც ფეხბურთელი, გავიზარდო. უკვე 10 წელია, "ფიორენტინაში" ვარ და ახალი კონტრაქტით კიდევ 4 წელი მაკავშირებს გუნდთან. ძალიან მიხარია, უბედნიერესი ვარ" - თქვა უმცროსმა კიეზამ.

დოსიე

ფედერიკო კიეზა

კლუბი: "ფიორენტინა"

დებიუტი: 2016 წლის 20 აგვისტო

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი, თავდამსხმელი

ეროვნება: იტალიელი

დაბადების თარიღი: 1997 წლის 25 ოქტომბერი

წამყვანი ფეხი: მარჯვენა

სიმაღლე: 175 სმ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ყოჩაღი ო'ნილი - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელმა კლუბიც ჩაიბარა
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
ენრიკეს ახალი ტაქტიკა ჟურნალისტებთან - რა უპასუხა ესპანელმა პირველი მეკარის სტატუსზე დასმულ შეკითხვას
პსჟ-ის დიდი დანალისი "მონაკოსთან"? - პარიზელთა ერთ-ერთი ლიდერის თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში გალიდერდა - "ბარსელონა" "ჟირონასთან" დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება და მთავარი ინტერესი კვარაცხელიას მიმართ
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
იტალიის სერია A-ს ორმა ბინადარმა მწვრთნელი შეიცვალა
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"იანვარში შესაძლებელია "კვარას" "ლივერპულის" ფეხბურთელში გაცვლა" - იტალიელი ჟურნალისტი
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
სერია A: იტალიური სამწვრთნელო კარუსელი
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ნაპოლის" მწვრთნელად პაულო სოუზას დანიშვნაც გამოირიცხა
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"შემტევი პრემიერლიგიდან და აფრიკელი მცველის მეორედ მოსვლა" - დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა "ნაპოლის" ამ ორი ფეხბურთელის დამატება ურჩია
გრილიში უკვე ნეაპოლშია, სტერლინგიც შეიძლება ჩავიდეს
"შემტევი პრემიერლიგიდან და აფრიკელი მცველის მეორედ მოსვლა" - დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა "ნაპოლის" ამ ორი ფეხბურთელის დამატება ურჩია
"რომამ" შესაძლოა, სერია A-ს 11 ტურის შემდეგ მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალოს
"დე ლაურენტისი ამ სპეციალისტს პირადად გაესაუბრა და "ნაპოლის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია" - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი
კიეზამ "ნაპოლიში" გადასვლაზე უარი განაცხადა
"ფიორენტინა": გულშემატკივართა პროტესტი
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]