ბრაზილიელი თავისი ახალი ყოფით კმაყოფილია
ჩინური "შანხაის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჰალკმა აზიის ჩემპიონთა თასზე ულამაზესი გოლი გაუტანა კორეულ "სეულს". აღსანიშნავია, რომ ეს გოლი ჩინური კლუბისათვის გამარჯვების მომტანი გამოდგა.

ცნობისათვის, "შანხაის" ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრეშ ვილაშ-ბოაში წვრთნის, ხოლო ჰალკის გარდა, გუნდში კიდევ ერთი ბრაზილიელი ვარსკვლავი, ოსკარიც თამაშობს. მატჩის დასრულების შემდეგ ჰალკი ძალიან ბედნიერი იყო. ბოლოს ვთქვათ, რომ ჩინელებმა მატჩი რიცხობრივ უმცირესობაში დაასრულეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ჩვენ დღეს გუნდური სული ვაჩვენეთ. ბევრი ფიქრობს, რომ აქ ძალების დაზოგვითაა თამაში შესაძლებელი, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ასე არ არის. 90 წუთის განმავლობაში არ გავჩერებულვართ და სხვანაირად რომ ყოფილიყო, იმ ვერ მივიღებდით იმ შედეგს, რომელიც დაფიქსირდა.

როგორც ჩინეთის ჩემპიონატში, ისე ჩემპიონთა ლიგაში გუნდი მაქსიმალურ გეგმებს ისახავს და მე ძალიან მსიამოვნებს, რომ ამ დიდი გეგმების ნაწილი ვარ. გუნდში ყველა პირობაა იმისათვის შექმნილი, რომ ჩვენ წარმატებით ვითამაშოთ.

აზიის ჩემპიონთა ლიგას რომ თავი დავანებოთ, ჩინეთის პირველობაზეც დიდი ბრძოლები მოგვიწევს. პრაქტიკულად, ყველა გუნდის შემადგენლობაში ძალიან ბევრი ვარსკვლავი თამაშობს. თუ ასე გაგრძელდა, ვარსკვლავების რაოდენობით ჩინეთის ჩემპიონატი მალე წამყვან ევროპულ პირველობებს აღარც კი ჩამორჩება." - თქვა ჰალკმა.

ბრაზილიელი ვარსკვლავის მიერ გატანილი გოლის ხილვა ერთ რამედ ღირდა. ჰალკმა ბურთი მიიღო და უძლიერესი შორეული დარტყმით კორეელთა კარის "ცხრიანში" შეაგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
33 ოთახი და 21 სააბაზანო - პედრიმ მშობლიურ ქალაქში ეკლესია იყიდა და სასტუმროდ გადააკეთებს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ყოჩაღი ო'ნილი - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელმა კლუბიც ჩაიბარა
ჰალკი ყოფილის ცოლის დისშვილზე დაქორწინდა - ფეხბურთელს ახლანდელი მეუღლის დეიდასთან სამი შვილი აკავშირებს
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჰალკმა 1 შეხვედრის ჩატარების შემდეგ 6კგ დაიკლო [VIDEO]
"აი, ასე ცუდად გვექცეოდნენ მე და ვიტსელს რუსეთში" - რას აცხადებს ჰალკი?
ჰალკმა 7,2 მილიონ ევროდ პირადი თვითმფრინავი შეიძინა
[VIDEO] 39 წლის ჰალკმა საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა - "ატლეტიკო მინეირომ" კოპა სუდამერიკანაზე "გოდოი კრუზი" დაამარცხა