26 თებერვალს, თბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს
26 თებერვალს, თბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. კალენდარული ტურის შეხვედრებს ამჯერად სუპერლიგის გუნდები გამართავენ. განსაკუთრებული ინტრიგა სუპერლიგა A-ს შეხვედრებს ახლავს თან, სადაც 1/4-ფინალური წყვილები უნდა გაირკვეს.

სათამაშო დღე სუპერლიგა B-ს VII ტურის შეხვედრებით აიღებს სტარტს. პირველები ერთმანეთს გათამაშების აუტსაიდერები, "ვივუსისა" და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდებიან.

მომდევნო დაპირისპირება "ევროკრედიტსა" და "ჯვაროსნები 2"-ს შორის გაიმართება. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი FUNDAY მორიგ შეხვედრას "უნიკრედიტის" წინააღმდეგ გამართავს. სატურნირო ცხრილში II-III ადგილებზე მყოფი "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი" და სკ "თელავი" ერთმანეთთან ითამაშებენ და ლიდერებში პოზიციების გამყარებას შეეცდებიან. ტურის ბოლო შეხვედრაში ზესტაფონის "ფერო" ჯერ ისევ უქულოდ მყოფ ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდს დაუპირისპირდება.

26.02.2017. სუპერლიგა B. VIIტური

11:00 FC VIVUS.GE - FC UG

12:00 სკ ევროკრედიტი - სკ ჯვაროსნები-2

13:00 FUNDAY ENT. - UNICREDIT.GE

14:00 კსუ/CIU - სკ თელავი

15:00 სკ ფერო - ეთა

წრიული ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრებს გამართავენ სუპერლიგა A-ს გუნდები, რის შემდეგაც გაირკვევა კიდეც, როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/4-ფინალში.

ტურის სასტარტო დაპირისპირებაში გაირკვევა, თუ რომელი გუნდი დაიკავებს პირველ ადგილს. 15 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერი პსპ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც ორი ქულით ჩამორჩება მეტოქეს. მატჩი 16:00 სთ-ზე დაიწყება.

ცხრილში პოზიციების გაუმჯობესებისთვის იბრძოლებენ IV-V ადგილებზე მყოფი მფკ "ნატახტარი" და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი, რომელმაც წინა ტურში ერთპიროვნული ლიდერი, სდსს დაამარცხა. გათამაშების კიდევ ერთი ლიდერი სფფ "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას" დაუპირისპირდება, ხოლო სათამაშო დღე "ტვ იმედისა" და "ჯვაროსნების" შეხვედრით დასრულდება. ჭიათურელთა და "ჯვაროსნების" ერთადერთი ამოცანა სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილისთვის თავი დაღწევაა. ამ დრომდე ორივე მათგანს 1-1 ქულა აქვს და მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით ფლობენ "ჯვაროსნები" უპირატესობას.

26.02.2017. სუპერლიგა A. VII ტური

16:00 სდსს - FC PSP

17:00 მფკ ნატახტარი - CFCP

18:00 GM ჭიათურა - სფფ

19:00 ტვ იმედი - სკ ჯვაროსნები

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ლეგიონერები/ცინცაძის და გავაშელიშვილის გუნდებმა მოიგეს. კალანდაძის გოლებმა კი "ექს ან პროვანსი" წაგებისგან ვერ იხსნა
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
ქართველების გარეშე - "სპორტინგმა" "ფამალიკაოს" სძლია
სამივე ქართველმა ითამაშა - "მეცი" "ოსერმა" დაჯაბნა
გულიაშვილის "რასინგს" "ეიბართან" მარცხი შეიძლება ლიდერობის დაკარგვად დაუჯდეს
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
[VIDEO] კვერნაძე ჩინებულ ფორმაშია - ისევ გაიტანა
პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონის გუნდში გადავიდა
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"რეალს" გაუმართლა, რომ ვინისიუსი ჰყავს" - ალვარო არბელოა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
[VIDEOS] შოუ მთავარი სანახაობის წინ - 2026 წლის All-Star-ის შედეგები
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] 12 გოლი 2 მატჩში! "ინტერმა" "იუვენტუსი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და სკუდეტოსკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა!
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში