ექვსი ერის გათამაშების მესამე ტური ყველაზე საინტერესო გამოდგა
ექვსი ერის გათამაშების მესამე ტური ყველაზე საინტერესო გამოდგა. გუნდებმა თამაში დაალაგეს და ახლა, კონკრეტულ მატჩში გამარჯვებულის წინასწარ დასახელება შეუძლებელია.

შოტლანდიის ნაკრებმა, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერი და კაპიტანი, ცხრა ნომერი გრეგ ლაიდლოუ დააკლდა, საკუთარ მოედანზე უელსის ნაკრებს 29:13 მოუგო. "სკოტებმა" 2007 წლის შემდეგ პირველად მოახერხეს უელსელების დამარცხება. პირველი ტაიმი სტუმრების, უელსელების გამარჯვებით დასრულდა - 13:9. თუმცა, შესვენების შემდეგ შოტლანდიელები სრულად დომინირებდნენ. ტაიმი 20:0 მოიგეს და საბოლოოდ, უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწიეს.

სკოტებს პირველად უკაპიტნა ჯონ ბარკლიმ, რომელიც აღფრთოვანებულია თანაგუნდელების გარჯით:

"ექვსი ერის გათამაშება გამარჯვებით დავიწყეთ. ირლანდია დავამარცხეთ, მერე წავიბორძიკეთ საფრანგეთში. ახლა უელსსაც ვძლიეთ. არ ვაპირებ რამე სასწაული პროგნოზის გაკეთებას, მაგრამ დავამარცხეთ ირლანდიის ძალიან მაგარი გუნდი. დავამარცხეთ უელსი, ასევე ძალიან ძლიერი გუნდი. რატომ არ უნდა ვიფიქროთ ინგლისის დამარცხებაზეც?..

მომავალ ტურში "თვიქნემზე" სწორედ ინგლისს ვხვდებით. იქ 1983 წლის მერე არ მოგვიგია. დიახ, ვფიქრობ, რომ ინგლისის დამარცხება შეგვიძლია", - დასძინა მან.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირებაც. "ლე ბლო" ნელ-ნელა ძალებს იკრებს, თუმცა ბრწყინვალედ მოთამაშე ირლანდიის ეროვნულ გუნდს ვერაფერი დააკლო. "სამყურებმა" საკუთარ მოედანზე აღმავლობით ითამაშეს და მეტოქეს 19:9 მოუგეს.

ინგლისისა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირებაში კი პირველ ტაიმში სენსაცია გამოცხვა. იტალიელები მთელი ტაიმის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და შესვენებაზე ხუთქულიანი უპირატესობით წავიდა - 10:5.

დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ინგლისელებმა საწყის ხუთ წუთში ორი ლელო მიითვალეს. უპირატესობა კიდევ უფრო განავითარეს და მეტოქეს ჯამში 6 ლელო გაუტანეს. "პომებმა" მეტოქე 36:15 დაამარცხეს და ერთი საპრემიო ქულაც დაიმსახურეს.

ექვსი ერი. III ტური

ირლანდია-საფრანგეთი 19:9

ირლანდია: ლ - მურეი. 4ს,- სექსტონი (3), ჯექსონი. გ - სექსტონი

საფრანგეთი: 3ს - ლოპესი

შოტლანდია-უელსი 29:13

შოტლანდია: 2ლ - სეიმური, ვაიზერი. 5ს,2გ - რასელი.

უელსი: ლ - ლ.ვილიამსი. 2ს,გ - ჰალპფენი.

ინგლისი-იტალია 36:15

ინგლისი: 6ლ - კოლი, კერი, დეილი, ნოელი (2), ტეო. 3გ - ფარელი

იტალია: 2ლ - ვენდიტი, კამპანარო. გ,ა - ალანი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. ინგლისი 3 3 0 0 +27 13 1

2. ირლანდია 3 2 0 1 +58 10 2

3. შოტლანდია 3 2 0 1 +15 9 1

4. უელსი 3 1 0 2 +5 5 1

5. საფრანგეთი 3 1 0 2 -7 5 1

6. იტალია 3 0 0 3 -100 0 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tornike
ვინმემ იქნებ თქვას რაში გამოიხატებოდა იტალიელთა ტაქტიკა, არ მიყურებია თამაშისთვის
რეზო
ეგ სიახლე იტალიას არ მოუგონია. ლელოთიც დაუსრულებიათ სხვებს ეგ ილეთი. იტალიამ ტაქტიკად აქცია, სხვას ვერ ქაჩავენ და ეგ განავითარეს ჯერ. სხვებმაც თუ მიბაძესხელბურთი გამოვა და არა რაგბი.
სოსო
იტალიამ ტაქტიკური სიახლე გამოიყენა და დარწმუნებული ვარ,ძალიან მალე ამ სიახლეს სხვებიც გამოიყენებენ.სათამაშო მომენტებში მისი გამოყენება ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს,მოულოდნელობის ეფექტი თავისას შვრება.
გიორგი
იტალიის თამაშზე გამოთქმა რომაა "გაყირვება მანახე და გაგქცევას განახებო" ეგ მახსენდება, ეგეთი თამაშის მოფიქრებას არ ჯობდა მეტი ევარჯიშათ :)
რეზო
იტალიამ ანტირაგბის გაკვეთილი ჩაატატარა, რომ არა ინგლისელთა მოუქნელი აზროვნება, პირველ ნახევარშივე გატეხავდნენ იტალიას.
იტალიელმა მორაგბეებმა გაიხარეს - გამარჯვება 7 წლის შემდეგ [VIDEO]
ექვსი ერი. ბოლო ტური: რეკორდი არ შედგა
ექვსი ერი. V ტურის წინ: უელსი მოსაგებად მზადაა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ყოჩაღი ო'ნილი - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელმა კლუბიც ჩაიბარა
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!