ჰემილტონმა პირველივე დღეს შარშანდელი პოულის დრო აჩვენა
ახალი რეგლამენტი, ახალი საბურავები, ახალი მანქანები... ზამთრის ტესტების პირველმა დღემ ბარსელონაში საინტერესოდ ჩაიარა. გასულ კვირას, ჩემპიონატის ცხრავე გუნდმა წარმოადგინა საკუთარი მანქანები, გუშინ კი ისინი ტრასაზე ვიხილეთ - საჭირო იყო სისტემების საბაზო შემოწმება და სეზონისთვის მზადების დაწყება. ჩემპიონატის პირველი ეტაპი უკვე 26 დღეში გაიმართება.

პირველ დღეს პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია. ყველაზე სერიოზულად "მაკლარენი" დაზარალდა. დილით, ფერნანდო ალონსომ მოკლე საინსტალაციო წრე გაიარა და მანქანა მექანიკოსებს გადაულოცა ზეთის გაჟონვის გამო. ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, მათ დილის სესიაში საქმეში ვერ იხილეს ესპანელი.

შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას, "მაკლარენის" სარბოლო დირექტორმა ერიკ ბულიემ დაზიანებას "მოულოდნელი და სამწუხარო" უწოდა. საბოლოოდ, ფერნანდოს მანქანაზე ძრავა შეცვალეს და სატესტო სესიის დასრულებამდე ორი საათით ადრე დაბრუნდა ტრასაზე. გავლილი წრეების მიხედვით, "მაკლარენი" ბოლო ადგილზეა პირველი დღეს.

ძრავის პრობლემების გამო, დილით ტრასაზე გაჩერდა დანიელ რიკარდოს "რედ ბული". რემონტმა რამდენიმე საათი დაიკავა - ავსტრალიელმა გამოტოვა პირველი სესია და პაუზის შემდეგ დაბრუნდა ტრასაზე, მაგრამ მალე დატოვა ბოლიდი ელემენტების პრობლემის გამო. და ისევ მიუბრუნდა საქმეს დღის ბოლოს.

დილით, კევინ მაგნუსენის "ჰაასი" პიტ-ლეინზე გაჩერდა, შუადღის პაუზის წინ კი დანიელი ტრასიდან გადავარდა და ბარიერს შეეჯახა.

როგორც ერთი წლის წინ, "მერსედესმა" პროგრამა ორ პილოტს შორის გაანაწილა. გუნდს აქვს ამის შესაძლებლობა, რადგან მანქანა საიმედოა და ფიზიკური დატვირთვა ორივე პილოტზე თანაბრად ნაწილდება.

დილით, ვალტერი ბოტასმა ყველაზე მეტი დისტანცია გაიარა - 79 წრე. პაუზის შემდეგ კი საჭეს მიუჯდა ლუის ჰემილტონი და მანაც გაიარა ერთი რბოლის დისტანცია. "მერსედესმა" სხვადასხვა აეროდინამიკური ვარიანტი გამოსცადა.

საბოლოოდ, პირველ დღეს საუკეთესო დრო აჩვენა ჰემილტონმა - წუთი და 21.765 წამი. ეს შარშანდელ პოულზე უკეთესი დროა! და ეს პირველ დღეს, როცა გუნდები არ მუშაობდნენ სიჩქარეზე. თუმცა, აბსოლუტურ რეკორდამდე, რომელიც 2008 წელს ალონსომ დაამყარა (1.18,483), ჯერ შორია.

ყველაზე დიდი დისტანცია გაიარა სებასტიან ფეტელმა - 128 წრე. ეს ნაკლებია, ვიდრე "მერსედესების" ორივე პილოტის გავლილი დისტანცია (152), მაგრამ ერთი პილოტისთვის დღის რეკორდი იყო. დიდი ნაწილი გერმანელი "მედიუმის" საბურავებით მუშაობდა და მეორე დრო აჩვენა. ახალი SF70H საიმედო, სწრაფი და სტაბილური აღმოჩნდა.

დღეს ტესტები გაგრძელდება და გუნდების უმრავლესობაში პილოტები შეიცვლებიან.

I დღე

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) 1.21,765 (73 წრე)

2. სებასტიან ფეტელი (ფერარი) +0,113 (129)

3. ფელიპე მასა (უილიამსი) +0,311 (103)

4. კევინ მაგნუსენი (ჰაასი) +1,129 (51)

5. დანიელ რიკარდო (რედ ბული) +1,161 (50)

6. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) +1,404 (79)

7. სერხიო პერესი (ფორს ინდია) +1,944 (39)

8. კარლოს საინსი (ტორო როსო) +2,729 (52)

9. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო) +3,019 (57)

10. ფერნანდო ალონსო (მაკლარენი) +3,087 (29)

11. მარკუს ერიქსონი (ზაუბერი) +5,076 (73)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
"რთულ სიტუაციაში ვიყავით, თუმცა წნეხს გავუმკლავდით" - ლუის ენრიკეს კომენტარი "მონაკოსთან" გამარჯვების შემდეგ
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]