ლუის ჰემილტონმა ნაიარევების გამო დაიჩივლა
წინასასეზონო ტესტების პირველი ორი დღის შემდეგ, "მერსედესის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა ჟურნალისტებს ახალ ბოლიდთან დაკავშირებით.

"შევამჩნიე, რომ ახალი ბოლიდი უფრო მომთხოვნია ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით, ვიდრე მისი წინამორბედი. ის გაცილებით სწრაფია მოსახვეებში. გადატვირთვა, რომელსაც გრძნობ კისრის არეში და მთლიანად სხეულში, გაცილებით მაღალია. ამ ორი დღის განმავლობაში ბევრი ნაიარევი და სისხლჩაქცევა მივიღე, რაც ადრე არასოდეს არ მქონია. ფიზიკურად შესანიშნავად ვგრძნობ თავს, თუმცა მხოლოდ ნახევარი დღე ვიმუშავე. საკმარისად ვვარჯიშობდი ზამთარში, ასე რომ, ყველაფრისთვის მზად ვარ.

უკვე კარგად ვგრძნობ ბოლიდს. ვფიქრობ, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით წინ განვითარებაში. ჯერჯერობით ბოლომდე არ ვიყენებთ მანქანის პოტენციალს. ამ ეტაპზე კარგი ფუნდამენტი გაგვაჩნია", - მოჰყავს ლუის ჰემილტონის სიტყვები "ავტომოტოსპორტს".

გუშინ, ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების მესამე დღე იყო. მართალია, ტექნიკური პრობლემები ამჯერადაც ვიხილეთ, მაგრამ მაინც ყველა გუნდმა შეძლო დიდი დისტანციის გავლა. სამ გუნდში - "მერსედესში", "რენოსა" და "ტორო როსოში" ორ-ორმა პილოტმა იმუშავა.

პირველ ორ დღეში სამ ძრავის გამოცვლის შემდეგ, "მაკლარენში გუშინ შეძლეს ნორმალურად მუშაობა და ბრიტანული საჯინიბოსთვიმს მესამე ყველაზე წარმატებული გამოდგა.

"რედ ბულის" საჭესთან იჯდა დანიელ რიკარდო. საღამოს ავსტრიული საჯინიბოს მუშაობა შეფერხდა გამოსაბოლქვი სისტემის პრობლემების გამო, მაგრამ სესიის დასრულებამდე რიკარდომ შეძლო ტრასაზე დაბრუნება.

"ფერარიში" მუშაობდა სებასტიან ფეტელი. ისევე, როგორც პირველ დღეს, გერმანელი ლიდერი გახდა გავლილი დისტანციის მიხედვით - მან 600 კილომეტრზე მეტი დაფარა და დღის მეორე დრო დააფიქსირა.

რაც შეეხება "მერსედესს", ორი დღის წინ, ვალტერი ბოტასმა წარმატებით გაიარა რბოლის იმიტაცია, გუშინ კი იგივე გააკეთა ლუის ჰემილტონმა. დილით, ბოტასი რბილი საბურავით მუშაობდა, საწვავის ნაკლები რაოდენობით და ამის წყალობით, დღის საუკეთესო დრო აჩვენა - ერთი წუთი და 19.705 წამი. ეს ამ ტესტების რეკორდია, მაგრამ ჩამორჩება ფელიპე მასას აბსოლუტურ რეკორდს - 1.18,339 (2008 წელი).

დღეს, ბარსელონაში ტესტების ფინალური დღეა. "პირელის" თხოვნით, ასფალტს მორწყავენ საშუალედო და წვიმის საბურავებზე სამუშაოდ.

IV დღე

1. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) 1.19,705 (75 წრე)

2. სებასტიან ფეტელი (ფერარი) +0,247 (139)

3. დანიელ რიკარდო (რედ ბული) +1,448 (70)

4. ჯოლიონ პალმერი (რენო) +1,691 (51)

5. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო) +2,086 (42)

6. მარკუს ერიქსონი (ზაუბერი) +2,119 (126)

7. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) +2,385 (95)

8. რომენ გროსჟანი (ჰაასი) +2,413 (56)

9. ლენს სტროლი (უილიამსი) +2,646 (98)

10. ფერნანდო ალონსო (მაკლარენი) +2,893 (72)

11. კარლოს საინსი (ტორო როსო) +3,835 (32)

12. ალფონსო სელისი (ფორს ინდია) +3,863 (71)

13. დანიილ კვიატი (ტორო როსო) +4,247 (31)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
თუ მსოფლიო ჩემპიონატზე უარს იტყვიან - ირანს სერიოზული სანქციები ელის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
შმეიხელი: ვისიამოვნე - კვარაცხელიამ 28 წუთში პსჟ გარდასახა და მასთან ერთად განსხვავებული გუნდია
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება - ის ქართველის სათადარიგოობას ლოგიკურად მიიჩნევს
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა