არსენ ვენგერს "არსენალის" ფანები საბოლოოდ აუმხედრდნენ
"არსენალმა" მიუნხენის "ბაიერნთან" ორი მატჩის ჯამში 2:10 წააგო და კიდევ ერთხელ გავარდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპიდანვე.

"მეთოფეებმა" ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 1:5 დათმეს და საინტერესოა, რომ ამ კლუბების წინა ურთიერთშეხვედრაც (ჯგუფურ ეტაპზე) ასე დასრულდა, მიუნხენელთა სასარგებლოდ - 1:5. ამას წინ უძღვოდა "ლივერპულთან" პრინციპული თამაშის დათმობა და ოთხეულიდან გამოვარდნა.

პრემიერლიგა ისე დაძაბულად მიდის და ისეთი კონკურენციაა, დიდია შანსი, საბოლოოდ "არსენალი" ოთხეულს მიღმა დარჩეს და საყვარელ მეოთხე პოზიციასაც ვეღარ შეწვდეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ "მეთოფეების" ზურგსუკან "მანჩესტერ იუნაიტედი" სუნთქავს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფანების დიდ უკმაყოფილებას იწვევს. პირველი სერიოზული საპროტესტო ტალღა არსენ ვენგერის წინააღმდეგ წინა სეზონის მსვლელობისას აგორდა. ამდენი გულშემტკივარი მას ერთდროულად არასდროს აჯანყებია. ერთი-ორი მინდორზეც კი გადმოხტა და ფრანგ სპეციალისტთან მიჭრა სცადა, მაგრამ სტიუარდებმა გააკავეს.

ახლაც გვხვდება ბანერები - "არანაირი ახალი კონტრაქტი", "მადლობა, არსენ, მაგრამ წასვლის დროა" და ასე შემდეგ...

"არსენალის" სათავეში მყოფთა ნაწილი უკვე მივიდა იმ დასკვნამდე და რისი გაფიქრებაც კი აქამდე წარმოუდგენელი ჩანდა - ვენგერი უნდა წავიდეს. ის 1996 წლიდან პოსტზეა და ადრე თუ გვიან, ყველაფერი მთავრდება.

21-წლიანი მმართველობის დასასრულის დასაწყისს გარკვეულწილად, ისიც მოასწავებს, რომ მწვრთნელს უკვე ფეხბურთელებთანაც მოსდის კონფლიქტი და თანაც, ლიდერებთან - რამდენიმე დღის წინათ, ალექსის სანჩესს წაეჩხუბა. ასე რომ, შანსი მასთან თანამშრომლობის შეწყვეტის დღითიდღე იზრდება.

მუსიე არსენის ჩანაცვლების სავარაუდო კანდიდატთა შორის სახელდებიან მასიმილიანო ალეგრი, 29 წლის ვუნდერკინდი, "ჰოფენჰაიმის" თავკაცი იულიან ნაგელსმანი და სხვანი. თავად ვენგერს კი აქტიურად უკავშირებენ "პარი სენ-ჟერმენს", მაგრამ ეს ყველაფერი უკვე სხვა სტატიის თემაა.

"ბაიერნთან" საპასუხო მატჩს "მეთოფეები" იგებდნენ თეო უოლკოტის ულამაზესი გოლით, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში ყველაფერი თავდაყირა დადგა, როდესაც მატჩის მთავარმა მსაჯმა ანასტასიოს სიდიროპულოსმა ლორენ კოსიელნი გააძევა და პენალტი დანიშნა. სხვათა შორის, თავდაპირველად მან ფრანგ მცველს ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კარსუკანა მსაჯთან კონსულტაციის მერე შეცვალა. აღსანიშნავია, რომ აპრილიდან მოქმედი წესების თანახმად, საჯარიმოში უხეშობის დროს ფეხბურთელები წითელ ბარათებს აღარ იღებენ, მხოლოდ ყვითელს. საქმე კი ის არის, რომ ლონდონელთა აზრით, პენალტიც კი არ უნდა ყოფილიყო, ხოლო წითელზე საუბარიც ზედმეტია.

მატჩის შემდეგ ვენგერმაც ამ ინციდენტზე ისაუბრა და იწუწუნა. ფრანგის ემოციები გასაგებია, მაგრამ… არის ერთი მაგრამ - ეს ინციდენტი რომც არ ყოფილიყო, გულზე ხელს თუ დავიდებთ, "მეთოფეები" "ბაიერნის" გამვლელები არ იყვნენ და თავის ამ ინციდენტით მართლება მუსიე არსენს ალიბისთვის არ გამოადგება.

"პენალტისა და წითელი ბარათის ეპიზოდი აბსოლუტურად აუხსნელი გახლდათ, ეს სკანდალური გადაწყვეტილება იყო. ამან ძალიან გამაბრაზა და არც კი ვიცი, რა ვთქვა. თანაც, პირველ ტაიმში ჩაბი ალონსომ თეო უოლკოტზე იუხეშა და აშკარა პენალტი არ დაგვინიშნეს. არადა, ჩემი გუნდი ძალიან ბევრს შრომობდა და იხარჯებოდა, ბიჭები მშვენივრად თამაშობდნენ და ბრძოლას აგრძელებდნენ. ვწუხვარ ფანების გამო, მათ ბილეთში ფული გადაიხადეს, საგულშემატკივროდ მოვიდნენ და ასეთი რამ ნახეს" - თქვა ვენგერმა.

ფრანგს იმ საპროტესტო დემონსტრაციებზეც ჰკითხეს, რომელიც ამ მატჩამდე იყო მისი წასვლის მოთხოვნით და ალბათ, კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს ამ შეხვედრის მერე. 67 წლის მუსიე არსენმა მოკლედ მოჭრა - სათქმელი არაფერი მაქვსო.

ისე, ფანების რისხვა არც სანჩესს ასცდა, რომელიც კადრში იმ მომენტში მოახვედრეს, როდესაც უკვე შეცვლილი რაღაცაზე ხითხითებდა და ანგარიშს თუ გავითვალისწინებთ, საქმე სასაცილოდ არ უნდა ჰქონოდაო.

გულშემატკივრებმა მცირე არეულობაც მოაწყვეს, რაშიც მათ გერმანელი ქომაგებიც აჰყვნენ და შედეგად, უეფა ორივე კლუბს დააჯარიმებს. სასჯელთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები 23 მარტს გახდება ცნობილი.

ფაქტები

*ინგლისურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ორი მატჩის ჯამში 2:10-ის დარი სხვაობით აქამდე არასოდეს წაუგია.

* 1998 წლის მერე "არსენალი" საშინაო მატჩში ასეთი სხვაობით არ დამარცხებულა. მაშინ "მეთოფეები" ლიგის თასზე დაეცნენ "ჩელსისთან" - 0:5.

* ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ამაზე დიდი სხვაობა აქამდე მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა და ისიც მიუნხენის "ბაიერნის" მონაწილეობით. 2009 წელს გერმანულმა გრანდმა ლისაბონის "სპორტინგს" ორი მატჩის ჯამში 12:1 მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
"მამარდას" დაწყებულ პლეი-ოფს "კვარა" დაასრულებს - უეფა ხვიჩას სასტარტოში არ მოიაზრებს
"ენფილდზე" ფანების გარეშე - UEFA-მ "გალათასარაი" დააჯარიმა
"გალათასარაისთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
"მამარდას" დაწყებულ პლეი-ოფს "კვარა" დაასრულებს - უეფა ხვიჩას სასტარტოში არ მოიაზრებს
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ლეგიონერები/ცინცაძე მატჩის MVP გახდა, დიხამინჯია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
მამარდაშვილი: საგანგაშო არაა - მჯერა, შანსი მომეცემა
"გალათასარაისთან" "ლივერპულის" კარს მამარდაშვილი დაიცავს
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონემ" "სამპდორიას" მოუგო
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
[VIDEO] ანჩელოტის და "რეალის" სიყვარული - კარლომ მადრიდული გრანდის ჰიმნი იმღერა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება