ქუთაისის "ტორპედო": როდის იქნება აუქციონი?

როდის იქნება აუქციონი?

კომპანია "ვისოლის" წასვლის შემდეგ, ქუთაისის "ტორპედო" ქალაქის მერიის ბალანსზე გადავიდა. მაგრამ მას შემდეგ კლუბში ისევ კერძო მეპატრონის მისვლას იმედოვნებენ. ზაფხულში ეს საქმე, თითქოს, ბოლომდე იყო მიყვანილი, "ტორპედოში" ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა მივიდა და ის პრეზიდენტადაც წარადგინეს. მაგრამ საბოლოოდ, გუნდი იურიდიულად ვერ გადაიფორმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ "ტორპედოს" აუქციონზე გაიტანდა.

ჩაჩავამ ამ აუქციონში მონაწილეობის სურვილიც გამოხატა და თქვა, რომ "ტორპედოს" წლიურად 500 ათასი ლარით დააფინანსებდა, ისევე როგორც უფასო საფეხბურთო აკადემიას დააფუძნებდა. აუქციონის გამართვაზე შემოდგომაზე ქალაქის მერმა თქვა, რომ ქუთაისური კლუბის საწყისი ფასი 700 ათასი ლარი იქნებოდა. თუმცა დადგა მარტი და აუქციონი ჯერაც არ გამართულა. ამიტომაც დაუკავშირდა "ლელო" ქუთაისური კლუბის დირექტორ ზურაბ ჩაკვეტაძეს, რომელმაც გვითხრა:

"ამჟამად, კლუბშიც და მერიაშიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით. იქ კლუბის საწყისი ფასი დადგინდება და გვეცოდინება, საიდან უნდა დავიწყოთ ვაჭრობა აუქციონზე. გეთანხმებით, დრო გაიწელა, მაგრამ ათასგვარი დოკუმენტაციაა შესამოწმებელი, რის საფუძველზეც დასკვნა გაკეთდება. მაგრამ რაც ვიცით, პროცესი დასასრულისკენ მიდის და აუქციონის ვადა მალე გამოცხადდება", - ამბობს ჩაკვეტაძე.

მან სხვა საინტერესო დეტალიც გვითხრა: "უნდა დავაკონკრეტოთ, რომ ახლა ლაპარაკია "ტორპედოს", როგორც კლუბის გასხვისებაზე და ამაში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და "ტორპედოს" ბაზა არ იგულისხმება - ისინი არ იყიდება. მათ ჯერ ქუთაისის მერია მოუვლის, ხოლო აუქციონის შემდეგ კლუბის მეპატრონესთან მართვისა და განკარგვის ფორმებზე დაილაპარაკებენ. ეს შემდეგი ეტაპის საკითხია. რაც შეეხება პოტენციურ მეპატრონეებს - ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ აუქციონში მონაწილეობა ზაზა ჩაჩავას სურს. სხვა მსურველებზე კი ჯერ ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა, არიან და არ ვიცი".

თურქული შეკრების დასრულების შემდეგ "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საფარის მდგომარეობით უკმაყოფილება არ დამალა. საინტერესოა, მოწესრიგდება თუ არა მინდორი? ჩაკვეტაძეს ამაზეც ვკითხეთ:

"საერთოდ, ახლახან, ჩვენთან საფარის ძალიან ცნობილი სპეციალისტები ჩამოვიდნენ და გვითხრეს, რომ მინდორი შესაცვლელია. იმედია, პირველი წრის შემდეგ ასეც მოხდება. მანამდე კი საფარი ჩვენი ხარჯებით უნდა მოვაწესრიგოთ. სხვათა შორის, სპორტის სამინისტროსა და მძლეოსნობის ფედერაციას სარბენი ბილიკების განახლება სურთ და სტადიონი უფრო გალამაზდება".

მერაბ მამულაშვილი

თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
"გალათასარაისთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
"მამარდას" დაწყებულ პლეი-ოფს "კვარა" დაასრულებს - უეფა ხვიჩას სასტარტოში არ მოიაზრებს
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ლეგიონერები/ცინცაძე მატჩის MVP გახდა, დიხამინჯია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
მამარდაშვილი: საგანგაშო არაა - მჯერა, შანსი მომეცემა
"გალათასარაისთან" "ლივერპულის" კარს მამარდაშვილი დაიცავს
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონემ" "სამპდორიას" მოუგო
გულიაშვილის "რასინგმა" ისევ გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ მიიწევს
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა