დავით ჩავლეიშვილის შეგირდები "რაგბი ევროპის" 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატისთვის ემზადებიან
3 მარტს, გამთენიისას, 18-წლამდე "ბორჯღალოსნები" 12-დღიან შეკრებაზე საფრანგეთში, ფრანგული ტოპ 14-ის "მონპელიეს" ბაზაზე გაემგზავრნენ.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდები "რაგბი ევროპის" 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატისთვის (ყოფილი ელიტ დივიზიონისთვის) ემზადებიან, რომელიც 6-16 აპრილს საფრანგეთში, ბრეტანში გაიმართება.

მანამდე "უმცროს ბორჯღალოსნებს" მონპელიეში შეკრება აქვთ, რომლის ფარგლებშიც ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ. 17 მარტს ქართველების მეტოქე "ბეზიეს", ხოლო 22-ში "ნარბონის" 18-წლამდელთა გუნდი იქნება.

პირვანდელი ინფორმაციით, "უმცროს ბორჯღალოსნებს" "მონპელიეს" თანატოლებთან და ერთი წლით უფროსი ასაკის, რეგიონის ნაკრებთან უნდა ეთამაშათ, მაგრამ ვერ მოხერხდა და თავად "მონპელიემ" მეტოქეებად "ბეზიესა" და "ნარბონის" გუნდები შეგვირჩია. გარდა ამისა, შეკრების ფარგლებში ჩვენი 18-წლამდელები "მონპელიეს" თანატოლებთან ერთად მართვად თამაშს გამართავენ, რომლის ჩატარების დღე მოგვიანებით, ადგილზე გაირკვევა.

შეკრების დასრულების შემდეგ 18-წლამდელები სამშობლოში დაბრუნდებიან, რამდენიმე დღე დაისვენებენ და 2 აპრილს კვლავ საფრანგეთში, უკვე ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან, რომელშიც წელს პირველად ითამაშებენ კანადის, აშშ-სა და იაპონიის 18-წლამდელთა ნაკრებები.

7 აპრილს, მეოთხედფინალში, "უმცროსი ბორჯღალოსნები" კანადელებს ეთამაშებიან და ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში იაპონიასა და ბელგიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. მეოთხედფინალის დანარჩენი ორი წყვილი აშშ-სა და პორტუგალიის, ასევე საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებმა შეადგინეს.

18-წლამდელები მონპელიეში:

შერკინება: გიორგი ახალაძე (აია), ლუკა ჭელიძე (ლელო), ირაკლი მეთაფლიშვილი (ლელო), სოსო ჭყოიძე (ლელო), ვანო კარკაძე (აია), იროდიონ ქუცნიაშვილი (ხულიგანა), გია ხარაიშვილი (ხაშური), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ყოჩები), საბა ჯღარკავა (ლელო), ნიკა წივწივაძე (აია), რატი ჟორჟოლიანი (ლელო), ბექა ყორიაული (ლელო), იოანე იასაღაშვილი (ჩოხოსნები), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), კობა კოლოტაური (ლელო);

ხაზი: საბა ხურცილავა (არმაზი), ანდრო ახვლედიანი (აია), მიხეილ ალანია (ჩოხოსნები), თედო აბჟანდაძე (აია), დავით გობეჯიშვილი (ბაგრატი), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), გოჩა ჩანადირი (არმაზი), ლაშა ლომიძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო), ირაკლი სიმსივე (აია), ოთარ ძაგნიძე (აია), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჩოხოსნები), გიორგი ასათიანი (ლელო), გიორგი ჭედია (ხულიგანა).

სამწვრთნელო შტაბი: დავით ჩავლეიშვილი - მთ. მწვრთნელი, ლევან შარვაშიძე - მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი - მწვრთნელი, მამუკა ტყეშელაშვილი - მწვრთნელი, გიორგი მაისურაძე - ფიზ. მწვრთნელი, გივი ნადარეიშვილი - ფიზ. მწვრთნელი, სერგო ბერიაშვილი - ექიმი, გიორგი სვანიძე - ფიზიო, მალხაზ დავითაშვილი - ფსიქოლოგი, ზაზა ლეჟავა - რაგბის აკადემიის ხელმძღვანელი.

rugby.ge

20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე? - "რეალი" ენცო ფერნანდესს უმიზნებს
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ძალიან დიდი ციფრები - მაიამის "ინტერის" თანამფლობელმა მესის ანაზღაურებაზე ისაუბრა
დიდხნიანი პაუზის შემდეგ - "იუვენტუსს" ვლაჰოვიჩი უბრუნდება
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა