"სეზონის დაწყებისას "კოლხეთს" ძლიერ მეტოქედ არავინ აღიქვამდა. მაგრამ მეორე ტურში გამოჩნდა, რომ საქმე ასე არაა"
ეროვნულ ლიგაში ჯერ 10 შეხვედრა გაიმართა და ჯერჯერობით, დიდი ანგარიშით მხოლოდ ფოთის "კოლხეთმა" მოიგო. გელა სანაიას გაწვრთნილებმა მეორე ტურში "საბურთალო" 3:0 დაამარცხეს. სხვათა შორის, ფოთელებმა ურიგო შთაბეჭდილება არც პირველ ტურში დატოვეს. მართალია, თბილისის "დინამოსთან" წააგეს, მაგრამ მწვავედ ითამაშეს და მეტოქეს არაფერი დაუთმეს.

ფოთელთა მთავარი მწვრთნელი "საბურთალოსთან" მოგებულ მატჩზე გველაპარაკა.

"სეზონის დაწყებისას "კოლხეთს" ძლიერ მეტოქედ არავინ აღიქვამდა. მაგრამ მეორე ტურში გამოჩნდა, რომ საქმე ასე არაა. "საბურთალო" ძლიერი გუნდია და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება. მაგრამ ჩვენ დიდი მოტივაცია გვქონდა, რადგან თითოეულ ქულას ფასი აქვს და მისი მნიშვნელობა თავიდანვე გავიაზრეთ. სხვაგვარი დამოკიდებულებით თამაშის უფლება არც გვქონდა. მიმაჩნია, რომ ეს გამარჯვება დიდმა მოტივაციამ და დავალებების სწორმა შესრულებამ განაპირობა.

მართალია, შესვენებაზე თბილისელებს არზიანი გაუგდეს და ცხადია, კაცნაკლულ მეტოქესთან თამაში უფრო ადვილია - ამან მიზნის მიღწევა გაგვიადვილა. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი ჩვენს გამარჯვებას ვერ დააკნინებს, რადგან უპირატესობას თავიდანვე ვფლობდით, რეალური საგოლე მომეტები პირველ ტაიმშიც შევქმენით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ", - ამბობს სანაია.

ფოთელთა დამრიგებელი თვლის, რომ წლეულს ნორმალური შემადგენლობის შეკრება მოახერხეს:

"პირველ ტურში თბილისის "დინამოსთან" წაგება იმის ბრალიც იყო, რომ სამი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა - გოგონაია, ბოლქვაძე და კორობკა. ამის მიუხედავად, თბილისელებთან ცუდად არ გვითამაშია და მეორე ტაიმში ვაჯობეთ კიდეც. "საბურთალოსთან" კი მხოლოდ უკრაინელი ლეგიონერი გვაკლდა და ისიც შემდეგ ტურში ითამაშებს. სამაგიეროდ, გოგონაია და ბოლქვაძე დაგვიბრუნდნენ და გამოჩნდა, ისინი გუნდისთვის რამხელა ძალას წარმოადგენენ.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი შემადგენლობა შეიკრიბა - ცხადია, რამალდანოვის წასვლა დიდი დანაკლისი იყო. სამწუხაროდ, ვარლამ კილასონიას გლანდების ოპერაცია დასჭირდა და დროებით დაგვაკლდება. მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ, არსებულ შემადგენლობას აფრიკელები, კილასონია, ჯანელიძე, ბუხაიძე და კოვტალიუკი რომ დაემატნენ, საგრძნობლადაც გაგვაძლიერეს.

იმედი მაქვს, ტურიდან ტურამდე მოვუმატებთ და უკეთეს თამაშსაც ვაჩვენებთ".

სანაიამ გუნდის ძველ პრობლემაზეც გვითხრა:

"სამწუხაროა, რომ ფოთში ვერ ვთამაშობთ. ეს საკმაოდ დიდ პრობლემას გვიქმნის. მეც გავიგე, რომ "ფაზისის" სტადიონის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას აპირებენ, მაგრამ ზუსტად არაფერი ვიცი. ფაქტია, "კოლხეთს" საკუთარი სტადიონი სჭირდება, რადგან ფოთში ფეხბურთი უყვართ და "პარკი არენაზე" რომ ვთამაშობდით, ტრიბუნები სულ შევსებული იყო და გამორჩეული საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა. სამწუხაროდ, სხვა ქალაქში ამდენი ხალხი არ დადის და ეს ლოგიკურია.

დღევანდელ მდგომარეობაში მოკრძალებული "კოლხეთისთვის" გულშემატკივრის მხარდაჭერა მართლაც მე-12 მოთამაშის ტოლფასი იქნებოდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზურა
ფოთში არის რაგბის კლუბი და მაგიტომ არ აძლევენ თამაშის ნებას...
zangura
იცით რა მაინტერესებს? ფოთში რაგბის სტადიონზე რატომ არ თამაშობენ? დავიჯერო რაგბის ფედერაცია არ აძლევს უფლებას??? იქ რაგბის გუნდი მაინც არ არის და რატომ არ იყენებენ მაგ სტადიონს ვერ ვხვდები ....
kolxa
გილოცავ გელა მოგებას .მეტი დრო კარტველ პეხბურტელებს მიეცი კარტული ფეხბურტისტვის აჯობებს წარმატებები
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"რეალი" მბაპეს გარემოცვას არ ენდობა - რა ხდება მადრიდში?
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "ფლამენგოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
"არ იყიდება" - "ატლეტიკო" ალვარესის გაშვებას არ აპირებს
[VIDEO] ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა - გოგას კარგი მატჩი "ვაშინგტონის" წინააღმდეგ
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
[VIDEO] აუტსაიდერმა ალისონს ორი გაუტანა - "ლივერპული" დამარცხდა
[VIDEO] ფინალში გასასვლელად "ბარსელონას" "ატლეტიკოს" 3:0 ძლევა არ ეყო
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
პაზი "რეალში" დაბრუნებას შიშობს - არგენტინელი "კომოში" ყოფნით ბედნიერია
პირველად 1994 წლის შემდეგ - "ტოტენჰემს" პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდი სერია აქვს
იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს - "ბარსელონას" ვარსკვლავმა მორიგი მიღწევა დააფიქსირა
[VIDEO] "სად არის შენი "ოქროს ბურთი"?! - ვინისიუსი მორიგ სკანდალშია... ბრაზილიელს "ხეტაფეს" ფეხბურთელმა სამაგიერო გადაუხადა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს