სამეგრელოში ორი საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა რეალურად მიმდინარეობს
ბოლო დროს, საფეხბურთო სტადიონებთან დაკავშირებით უსიამოვნო ამბები გვესმის - ჩაშლილი ტენდერები, აუშენებელი არენები... ამის ფონზე, დამაიმედებელი ინფორმაცია გავრცელდა, რომ სამეგრელოში ორი საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა რეალურად მიმდინარეობს.

ცნობა სოციალურ ქსელში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსეს...

ხობში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, აშენებენ ადმინისტრაციულ შენობას, სპორტსმენთა საცხოვრებელ ფლიგელსა და გასახდელ-საშხაპეებს, მთლიანად ანახლებენ ტრიბუნებს, ამონტაჟებენ 4 ათას ინდივიდუალურ სკამს, ცვლიან განათებისა და სარწყავ სისტემებს.

ბოლო ცნობებით, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელებისთვის რეგიონების განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 444 998 ლარი გამოიყო. სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და, როგორც ამტკიცებენ, წლეულს დასრულდება.

რაც შეეხება ზუგდიდის სტადიონს, საფეხბურთო კომპლექსი ორი სტადიონისგან შედგება და სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს. "ზუგდიდის" პრესატაშე ლაშა გოგილავას თქმით, ალბათ, ეს საქართველოში იშვიათი გამონაკლისია, სადაც სტადიონს რეალურად აშენებენ.

ფოტოზეც ჩანს, რომ ამჟამად ორივე არენის კონსტრუქციები წამოჭიმეს, მაგრამ აქცენტი მთავარ სტადიონზეა გადატანილი, სადაც ყველა ფლიგელი ამოყვანილია. რეალური იმედი გაჩნდა, რომ "წითელი ლენტი" 2017 წლის ბოლოს გაიჭრება.

გოგილავასვე თქმით, მალე განათების სისტემის დამონტაჟება დაიწყება, მერე - ინდივიდუალური სკამების, შიდა კეთილმოწყობისა და საფეხბურთო მოედნის სამუშაოები, ტრიბუნები გადაიხურება, ბალახის საფარს კი ბოლოს დააგებენ.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "დაგი" ახორციელებს. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 10 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, სულ კი კომპლექსის მშენებლობაზე 20 მილიონი დაიხარჯება.

საბოლოოდ, ზუგდიდის სტადიონმა უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. ძირითად სტადიონზე ტრიბუნები 7 200 მაყურებელზეა გათვლილი და ბუნებრივ საფარს დააგებენ, ხოლო სათადარიგო 1 224 მაყურებელს დაიტევს და ხელოვნური საფარით მოეწყობა. ამჟამინდელი დაპირებებით, მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

მაგრამ უამრავი დაპირების შემდეგ მსგავს საკითხებს მაინც ფრთხილად ვუყურებთ. იმედია, მორიგი იმედგაცრუება არ გველოდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

barsa
სანამ პატრონობიტ აკეტებენ სტადიონებს არაფერი არ გამოვა. ყველგან უნდა გაკეტდეს. რაგისგანმაინც გადმოიღეთ ან მის შედეგებს შეხედეთ.,, პროფესიონალიზმი კონკურენციაშია'' ასე იზრდება ფეხბურტელი
ფაშა ძლიერი
სადაც პატრონი ჰყავთ ყველგან კეთდება რაღაც, სადაც არა და არა.
კახა ქირია
ეგრე რა თქვე დალოცვილებო!ბუნე რივმა საფარმა ხომ საეთოდ...ღმერთი თქვენკენ
zangura
ლინკი დადეთ რა ად ნახეთ
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა