"სამეფო კლუბში" მეკარეებს არჩევენ
მადრიდის "რეალი" მეკარის ძიებას აგრძელებს და ახალი კანდიდატურა ჰყავს - კასპერ შმეიხელი. პეტერის ვაჟი ბოლო დროს მართლაც მშვენივრად გამოიყურება და "ლესტერთან" ერთად თავისი გმირობებით, თვით "რეალის" ყურადღებაც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა შმეიხელმა "სევილიასთან" ორმატჩიან დუელში ორი პენალტი მოიგერია და სხვა რთული ბურთებიც აიღო, რითაც "მელიებს" მეოთხედფინალში გასვლაში ძალიან დაეხმარა.

"სამეფო კლუბი" დავიდ დე ხეაზე კი ოცნებობს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" გეგმებში ესპანელ გოლკიპერთან განშორება არ შედის. ტიბო კურტუამ კი თავად დაიჭირა თავი შორს "სანტიაგო ბერნაბეუსგან".

"საკუთარ თავს "რეალში" ვერ ვხედავ. ჩემი თავი იქ წარმომიდგენია, სადაც ახლა ვარ. "ჩელსიმ" მაშინ მომაქცია ყურადღება, როდესაც ბელგიაში ვთამაშობდი და კონტრაქტი გამიფორმა, მაღალ დონეზე თამაშის საშუალება მომცა. ასევე მომცეს უფლება 3 წელი "ატლეტიკოში" მეთამაშა. ეს კი დამეხმარა იმ მეკარედ ქცევაში, როგორიც ახლა ვარ.

სეზონის ბოლოს ვნახოთ, შემომთავაზებს თუ არა "ჩელსი" ახალ კონტრაქტს. ჯერჯერობით, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. ლონდონში თავს ბედნიერად ვგრძნობ და შედეგებიც კარგი გვაქვს" - თქვა კურტუამ, რომელიც მოქმედი კონტრაქტით "ლურჯებთან" 2019 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული.

ვთქვათ ისიც, რომ ლონდონის "ჩელსისა" და "რეალს" ალექს სანდროს შეძენა სურთ. ტურინის "იუენტუსი" კი ამ ფეხბურთელის გაშვების სურვილით არ იწვის, მაგრამ თუ საქმე მაინც მივა აქამდე, "ბებერ ქალბატონს" ეიმედება, რომ ბრაზილიელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროზე ნაკლებს არ აიღებს. შეგახსენებთ, რომ ალექს სანდრო "პორტუს" ყოფილი ფეხბურთელია და ამ გუნდიდან "რეალმა" უკვე იყიდა საპირისპირო ფლანგელი, ასევე ბრაზილიელი დანილო.

"რეალზე" საუბარი კი იმით დავასრულოთ, რომ ცნობილი გახდა "სელტასთან" საგარეო გადადებული მატჩის ჩატარების სავარაუდო თარიღი. ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა აღნიშნა, რომ ეს მატჩი, რომელიც 21-ე ტურში უამინდობის გამო გადაიდო, 16-19 მაისს გაიმართება ანუ ბოლო ტურის წინ.

ტებასმა ისიც აღნიშნა, რომ ერთდროულად მხოლოდ ბოლო ტურის მატჩები დაიწყება და არა უფრო ადრეული თამაშები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მორიგი დიდი სკანდალი - "რეალი" ლა ლიგის დატოვებას განიხილავს
კასპერ შმეიხელი დანიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
კასპერ შმეიხელი დანიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
კ. შმეიხელი: ვარდი თამაში წინ პორტვეინს აღარ სვამს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ ასაკის გამო არ მისცეს" - ლა ლიგის პრეზიდენტმა იამალზე ისაუბრა
კასპერ შმეიხელმა "ნიცა" დატოვა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
კასპერ შმეიხელი კარიერას გლაზგოს "სელტიკში" განაგრძობს
"საიდუმლო სერობის" ოლიმპიადაზე ასეთი სახით გამოყენება ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელია" - ლა ლიგის პრეზიდენტი აღშფოთებულია
ლა ლიგის პრეზიდენტმა დაადასტურა - მბაპე ზაფხულში "რეალს" შეუერთდება!
"კარები დაკეტეთ" - ტებასმა "ბარსელონას" და "რეალს" დასცინა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
შმეიხელმა ინგლისის ნაკრებს მწარედ დასცინა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ტურნირი მეორედ აღარ გაიმართოს" - ლა ლიგის პრეზიდენტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე