"ჟილ ვისენტეს" 25 წლის ქართველი ფეხბურთელით პორტუგალიური და კვიპროსული კლუბები არიან დაინტერესებულნი
სეზონის დასრულების შემდეგ 25 წლის ავთო ებრალიძე პორტუგალიურ "ჟილ ვისენტეს" დატოვებს. მას ამ გუნდიდან წასვლა აქამდეც შეეძლო, მაგრამ კლუბის პრეზიდენტი ვერ ელეოდა ფეხბურთელს, რომელიც გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

საერთოდ, ის საინტერესო ფეხბურთელია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის და ფაქტია, უკეთესი კლუბი სჭირდება იმისთვის, რომ ეროვნულ გუნდში დამკვიდრდეს.

ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა პორტუგალიურმა "რეკორდმა", რომელიც წერს, რომ ებრალიძის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან პორტუგალიური და კვიპროსული კლუბები. კერძოდ, საუბარია პრიმეირა ლიგის ბინადარ "პაკუშ ფერეირაზე", "ბოავიშტასა" და "ლიმასოლზე". ინფორმაციის გადასამოწმებლად "ლელო" ებრალიძეს პორტუგალიაში დაუკავშირდა.

"ვადასტურებ, რომ ამ მომენტში არის შემოთავაზებები ამ კლუბებიდან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ. მინდა, მაქსიმალური კონცენტრაციით მოვეკიდო ჩემპიონატის ბოლომდე დარჩენილ თამაშებს. სეზონი დასრულდება და ამის შემდეგ გადაწყდება, სად წავალ", - გვითხრა ებრალიძემ.

შეგახსენებთ, რომ მან კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო და ჯერ კიდევ ჭაბუკობისას მიაშურა პორტუგალიას. სხვადასხვა დროს იცავდა "ესპერანსას", "ჟუვენტუდესა" და "ოლივეირენშეს" ღირსებას.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ებრალიძემ 3 მატჩი ჩაატარა. თავის დროზე მას კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მათ შორის - თურქული სუპერლიგის კლუბშიც, თუმცა "ჟილ ვისენტეს" პრეზიდენტმა ქართველი არ გაუშვა.

რა თქმა უნდა, პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში (სადაც უკვე აქვს თამაშის გამოცდილება) გადასვლა მისთვის ძალიან კარგი იქნება. მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნულ გუნდს დღესაც ძალიან სჭირდება მისნაირი ფეხბურთელი, ანუ ისეთი, ფლანგზე კაცის მოტყუება და სიტუაციის გამწვავება რომ შეუძლია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების რადარზეა - ლოჩოშვილი "ნიურბერგიდან" წავა
საზონოვი შეიძლება რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი
"ჩემი მეომარი ძმით ვამაყობ" - დვალიშვილი თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
მზადება დიდი ტრანსფერისთვის? - პსჟ-მა შესაძლოა, საკას გადაბირება სცადოს
თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს - დანა უაითმა ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა
[VIDEO] უდიდესი სენსაცია - ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა
[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა
[VIDEO] იაპონიამ ნიდერლანდებთან ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და ფრეს მიაღწია
საქართველოს 3×3 ნაკრებებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს
[VIDEO] კურასაოს ისტორიული გოლი ნოიერის კარში - გერმანიამ შვიდით უპასუხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
პსჟ-ს მეკარემ ქორწილი გადაიხადა - ყოფილი მეუღლე ისევ უჩივის
ჰაკიმი: ბრაზილიასთან ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვართ
პორტუგალიელთა მკერდსავსე ფანებმა გულშემატკივრები გააოცეს - ვიტინია იმედიანადაა
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ამორიმი "მილანის" ჩაბარებასთან ახლოსაა
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება
"ანორთოსისი" ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა
ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ებრალიძემ კვიპროსში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მისი არყოფნა გუნდს ეტყობოდა - კვიპროსული მედია ქართველ შემტევზე
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ქეცბაია გამარჯვებას ითხოვს - ქართველების დაპირისპირება კვიპროსში
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები