არნემის "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა "ფეიენოორდთან" განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა
გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა "ფეიენოორდთან" ერედივიზიონის ბოლო უქმეებზე განცდილი მარცხის შემდეგ - მისმა "ვიტესმა" მთავარი ჰოლანდიური ლიგის ლიდერთან 0:2 წააგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მცველმა აღნიშნა, რომ გუნდის სუსტ თამაშს ჰოლანდიის თასის ფინალის მოლოდინი არ ამართლებს.

"როტერდამულმა კლუბმა ჩვენზე უკეთესად ითამაშა. ისინი უფრო სწრაფად მოქმედებდნენ და ახერხებდნენ ორთაბრძოლების მოგებას. ჩვენ სუსტად ვითამაშეთ და არაფერი გამოგვივიდა.

არ მიმაჩნია სწორად, მხოლოდ ჰოლანდიის თასის ფინალი დასახელდეს მიზეზად. რაც შეიძლება, სწრაფად უნდა შევძლოთ "ფეიენოორდთან" მარცხის დავიწყება. 30 აპრილს ჩვენ გველის ჰოლანდიის თასის ფინალი - წლის და, შესაძლოა, კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩიც კი. კარგია, რომ სრული კვირა გვაქვს ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად", - თქვა კაშიამ.

ჰოლანდიის თასის ფინალში "ვიტესი" ალკმაარს" დაუპირისპირდება. ზოგადად, ჰოლანდიაში, სადაც სამი გუნდის ჰეგემონიაა, სხვა გუნდებისათვის ძალიან ჭირს ტიტულების მოგება და "ალკმაარისთვის" ეს მართლაც რომ ისტორიული შანსია.

ცოტა ხნის წინ თავად გურამმა განაცხადა, რომ თუ ჰოლანდიის თასს მოიგებს, ეს მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება "ვიტესში" დასარჩენად. ბოლო წლებში კაშია გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და კაპიტნის სამკლავურსაც ატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
foot01: მოურინიომ ზეეფექტური კვარაცხელიას ტრანსფერის აუცილებლობა "რეალის" ხელმძღვანელობას დაუდასტურა
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
"ფეიენოორდმა" ვან პერსი გაათავისუფლა
როგორია ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმმა განცხადება გააკეთა
ყველაფერი მსოფლიოზე: ფავორიტები, დრო, სენსაციის მოლოდინი და პსჟ-ის ფეხბურთელები
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია