იტალიელი ამტკიცებს, რომ ფული მთავარი არ არის
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ამბობს, რომ ფული წარმატების გარანტი სულაც არის და მაგალითად მანჩესტერული გუნდები მოჰყავს. ადრე "ლურჯებიც" ბევრს ხარჯავდნენ, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში შედარებით ნაკლებად აქტიურობენ.

იტალიელი სპეციალისტის გუნდი ჩემპიონატს 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს (სტატია "ჩელსის" წუხანდელი მატჩის წინ არის დაწერილი). ეს უპირატესობა "ჩელსის" "ტოტენჰემთან" აქვს, რომელიც თავის მხრივ, 11 ქულით უსწრებს "მანჩესტერ სიტის" და 12-ით "მანჩესტერ იუნაიტედს".

შედარებით ნაკლებში ჩვენ მთელი 123 მილიონი გირვანქა ვიგულისხმეთ (რომლის ნახევარიც "ჩელსიმ" ოსკარის ჩინეთში გაყიდვით ამოიღო), მაგრამ ფაქტია, მანჩესტერულმა გუნდებმა მეტი დახარჯეს და პირველი ზაფხული არ არის, როდესაც ასე მოხდა - "სიტიმ" 175 მილიონი, ხოლო "იუნაიტედმა" 150 (აქედან 89 მხოლოდ პოლ პოგბაში). ამ ყველაფერთან შედარებით, "ტოტენჰემის" 70 მილიონი მოკრძალებულად გამოიყურება.

"მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ყოველთვის ის არ იგებს, ვინც ყველაზე მეტს ხარჯავს. ეს სეზონი პირველი არ გახლავთ, რომლის დაწყებამდეც მანჩესტერულმა გუნდებმა ყველაზე მეტი დახარჯეს, წინა წლებიც გავიხსენოთ. თუმცა ცხრილის სათავეში ისინი არ არიან" - აღნიშნა კონტემ და "ტოტენჰემსაც" კომპლიმენტი უძღვნა.

იტალიელმა თანამედროვე სატრანსფერო ბაზარსა და ფასებს "სიგიჟე" უწოდა. სპეციალისტმა, რომელმაც თავისი ყოფილი კლუბი ტურინის "იუვენტუსი" უკვე მწვრთნელის რანგში დააყენა ფეხზე და სერია A ზედიზედ სამჯერ მოაგებინა, კითხვაზე, იქნება თუ არა პრემიერლიგის მოგება მისი ყველაზე დიდი წარმატება, დადებითად უპასუხა.

"დიახ, რა თქმა უნდა. ჩემთვის, ფეხბურთელებისთვის, მთლიანად კლუბისთვის, ეს დიდი წარმატება იქნება. ინგლისის ჩემპიონატის მოგება ყოველთვის ძალიან ძნელი იყო და ახლა მით უმეტეს. ჩვენ ჯერჯერობით გარანტირებული არაფერი გვაქვს. ამ წუთისთვის კარგ სეზონს ვატარებთ, მაგრამ სეზონი ფანტასტიკური რომ გახდეს, ამისთვის ერთადერთი გზა არსებობს - სცადო მოგება, ითამაშო მოსაგებად" - ამბობს კონტე.

მას აზრი ედენ აზარზეც ჰკითხეს. საქმე ის არის, რომ ედენი მშვენიერ სეზონს ატარებს და ისევ დაიწყეს ბელგიელის შედარება კრიშტიანო რონალდოსთან და ლიონელ მესისთან - აქაოდა, აზარს მათ დონეზე ასვლა შეუძლიაო. ამის თაობაზე, ცოტა ხნის წინ "ჩელსის" ესპანელმა ლეგიონერმა სესკ ფაბრეგასმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ედენს ნამდვილად შეუძლია იმ დონეზე ასვლა და სტაბილურად ასე თამაში, მაგრამ მაშინ ამისთვის ცოტა უფრო "ეგოისტი" ფეხბურთელი უნდა გახდეს და "მკვლელის ინსტინქტით" იმოქმედოსო. როგორც ჩანს, კონტეს ეს იდეა არ მოსწონს და სხვა აზრზეა.

"ჩემ გუნდში ეგოისტი ფეხბურთელები არ მინდა. მირჩევნია, მატჩი წავაგო, ვიდრე შემადგენლობაში ეგოისტი მოთამაშე მყავდეს. დიდი ფეხბურთელისა და ტალანტის პირველი მიზანი არის და უნდა იყოს გუნდისთვის დახარჯვა და საკუთარი მონაცემების გუნდისთვის გამოყენება.

გამორჩეული და საუკეთესო მოთამაშეები არ იარსებებდნენ გუნდის გარეშე. არც იმას ვფიქრობ, რომ მესი ეგოისტი ფეხბურთელია. ჩემთვის ამ ყველაფრის მოსმენა და გაფიქრება არასასიამოვნოა.

ნამდვილად არ მინდა, მომავალში გუნდმა ეგოისტი მოთამაშე მიყიდოს, რა ნიჭიერიც არ უნდა იყოს ის. გამორიცხულია" - აი, ასეთი კატეგორიული იყო კონტე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
7-ქალამ ალაფა ორი მოგებით გახსნა
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ფლიკი იაკობიშვილს პერსპექტიულ მეკარედ თვლის - დარჩება "ბარსელონაში"?
მერკვილაძის 15 ქულა ფინალური სერიის პირველ მატჩში
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
"ჯანდაბას ფული" - სლუცკი თმახუჭუჭა ვერ გახდა
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას?" - რა თქვა აზარმა
"რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?" - აზარმა განმარტა
ურთიერთობა მაინც გაუფუჭდათ? - კონტესა და "ნაპოლის" გზები იყრება
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე" - ედენ აზარი
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს