თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, ესპანური "ბასკონია" ევროლიგას გამოეთიშა
თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, ესპანური "ბასკონია" ევროლიგას გამოეთიშა. ვიტორიულმა კლუბმა რუსულ გრანდს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში - 88:90 დამარცხდა. შედეგად, მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში 3:0 გახდა, რითაც მოსკოვურმა გუნდმა ოთხთა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩის ბოლო წამებზე მსაჯებს რომ რეალობასთან უფრო ახლოს მდგომი გადაწყვეტილება მიეღოთ, შეხვედრა ალბათ სხვა შედეგით დასრულდებოდა. ბოლო წამზე ბასკონიელმა შეინ ლარკინმა სამქულიანი ესროლა, რომელზეც მოსკოველები აშკარად დაჯარიმდნენ, მაგრამ მსაჯებმა დარღვევა არ დააფიქსირეს.

მასპინძელთაგან საუკეთესო გახლდათ ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია, რომელმაც მატჩის მე-3 პერიოდში დიდებული წარმოდგენა გამართა. აღნიშნულ ათწუთეულში შენგელიამ 17 ქულა მიითვალა, მიყოლებით 3 სამქულიანი ჩააგდო და ვიტორიელებს შანსი შეუნარჩუნა. მთლიანობაში კი თორნიკემ 19 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და თითო პასი-დაფარება მიითვალა. შენგელიამ 25:15 წუთი ითამაშა და 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 3 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 24 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

მასპინძელთაგან თავი ამერიკელებმა ჩეიზ ბადინგერმა (15 ქულა, 8 მოხსნა) და შეინ ლარკინმა (13 ქულა), უნგრელმა ადამ ჰანგამ (13) და სლოვენიელმა იაკა ბლაჟიჩმაც (10) გამოიჩინეს.

ცსკა-ს რიგებში საუკეთესო ამერიკელი უკანახაზელი კორი ჰიგინსი იყო 21 ქულით, ფრანგმა ნანდო დე კოლომ 15 ქულა და 5 პასი მიითვალა, სერბი მილოშ ტეოდოსიჩის მონაგარი კი 13 ქულა იყო.

ამგვარად, ცსკა სტამბულის "ფენერბაჰჩეს" შემდეგ, მე-2 კლუბი გახდა, რომელმაც "ოთხთა ფინალში" ადრეულად გააღწია.

მოსკოველები ნახევარფინალში ბერძნული "ოლიმპიაკოსსა" და თურქული "ეფესის" ჯახში გამარჯვებულს დაელოდებიან, "ფენერბაჰჩეს" კი ესპანური "რეალსა" და თურქულ "დარუშაფაკას" შორის უმჯობესთან ჭიდილი მოუწევს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

შენგელიას 11 ქულა ტენერიფეში | ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ოფიციალურად: ბერნარდო სილვა "რეალის" ფეხბურთელია
ნებისმიერ შემთხვევაში წავა - მუნდიალის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება
უკვე მესამე მცველი დაიმატეს - "ტოტენჰემი" საგრძნობლად ძლიერდება
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 სპაერი. პირველად ამ სეზონში...
პსჟ-ს ნახევარმცველმა "ბაიერნის" და "ჩელსის" შეთავაზებები უარყო
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი ბრძოლა ტონალისთვის - იტალიელის ხელში ჩაგდებას ერთდროულად სამი ინგლისური გუნდი ცდილობს
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
მესამე მუნდიალი სამწვრთნელო კარიერაში - ტუნისის თავკაცი რენარი გახდა
"ეს აღარასდროს მოხდება!" - UFC-ის პრეზიდენტმა Freedom 250-ის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა
ისტორია სრულდება - გილერმო ოჩოა ფეხბურთიდან მიდის
ტრანსფერის ალბათობა მაღალია - მომდევნო სეზონიდან მიქაუტაძემ შესაძლოა, უკრაინის ნაკრების ფორვარდთან ერთად შეუტიოს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] 4-გოლიანი თრილერი - ირანმა და ახალმა ზელანდიამ ქულები გაიყვეს
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
თოფურია რევანშის მოლოდინშია - ილიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
შენგელიას 11 ქულა ტენერიფეში | ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია
შენგელიას "ბარსელონა" ნახევარფინალს მიუახლოვდა
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა