შესაძლოა, "მსოფლიოს რაგბიმ" ნოემბრის ტესტებზე საქართველოში აშშ-ისა და კანადის ნაკრებები მოავლინოს
ფოტოზე: საქართველოს ნაკრები "მილენიუმზე" ბრუნდება, სადაც პირველად "ოლ ბლექსს" ეთამაშა

უელსის რაგბის კავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა ნოემბრის ტესტებზე "წითელი ურჩხულების" მეტოქეების ვინაობა და მატჩების გამართვის თარიღები.

უელსელები ქვეყნის უმთავრეს სარაგბო არენაზე, რომელსაც აქამდე "მილენიუმი" ერქვა და ახლა "პრინციპალიტი" დაარქვეს, 11 ნოემბერს ავსტრალიის ნაკრებს უმასპინძლებენ. მომდევნო მეტოქე კი ერთი კვირის თავზე საქართველოს ნაკრები იქნება.

18 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" თავის ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან "წითელ ურჩხულებს".

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "პრინციპალიტზე" ჩვენს ნაკრებს უკვე ნათამაშები აქვს. სწორედ აქ გაიმართა 2015 წლის მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და ახალი ზელანდიის ნაკრებების დაპირისპირება. ამ ისტორიულ მატჩში ჩვენი გუნდი ღირსეულად გამოიყურებოდა და ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე თამაშის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს. იმედია, უელსის ნაკრებთან "პრინციპალიტზე" ჩვენი სტუმრობა ასევე ღირსეული იქნება.

"წითელი ურჩხულების" მომდევნო მეტოქე 25 ნოემბერს სწორედ ახალი ზელანდიის ნაკრებია, 2 დეკემბერს კი უელსელები სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ.

უელსის რაგბის კავშირმა უკევ დაიწყო ნოემბრის ტესტების მატჩებზე ბილეთების გაყიდვა. იმისთვის, რომ 75-ათასიანი სტადიონი პირთამდე შეივსოს, ბილეთებზე ფასები შარშანდელთან შედარებით შემცირებულია.

ცხადია, საინტერესოა, რა ღირს უელსის ნაკრების მატჩის ყურება ნოემბრის ტესტებზე. საქართველოს ნაკრებთან მატჩის ბილეთების მინიმალური ფასი 20 გირვანქა სტერლინგია, მაქსიმალური კი - 35 გირვანქა. 16 წლამდე მოზარდებისთვის ბილეთი 10 გირვანქა სტერლინგი ღირს.

ყველაზე ძვირი უელსი-ახალი ზელანდიის მატჩზე დასასწრები ბილეთი ღირს. მაქსიმალური ფასი აქ 95 გირვანქაა, მინიმალური კი - 40. ავსტრალიასთან და სამხრეთ აფრიკასთან მატჩების ბილეთები ერთნაირად ფასობს. მაქსიმალური ღირებულება 70 გირვანქა სტერლინგია, მინიმალური კი - 25 გირვანქა. 16 წლამდე მოზარდების ბილეთი ამ მატჩებზე 15 გირვანქა სტერლინგი ჯდება.

უელსის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ ფილიპსი იმედოვნებს, რომ ახალი ფასი გულშემატკივრის ნაკადის მატებას გამოიწვევს და ნოემბრის ოთხივე თამაში სავსე ტრიბუნების წინაშე ჩატარდება:

"წინ ნოემბრის სერიის ოთხი შესანიშნავი ტესტი გველის ავსტრალიის, საქართველოს, ახალი ზელანდიის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების წინააღმდეგ.

გვსურს, რომ სტადიონზე მისვლა და თამაშის ცოცხლად ხილვის შესაძლებლობა მაქსიმალურად ბევრ ადამიანს ჰქონდეს. სწორედ ამას ემსახურება ახალი ფასების დადგენა და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს გუნდს მხურვალე მხარდაჭერა ექნება.

ვიცით, რომ მსოფლიოში უდიდესი სარაგბო სტადიონი გვაქვს და გვსურს, ის ყველა თამაშზე პირთამდე გაივსოს".

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრების ერთი მეტოქე ნოემბრის ტესტებზე საბოლოოდ გარკვეულია - 18 ნოემბერს კარდიფში უელსს ვეთამაშებით. სხვა ორ მატჩში, 11 და 25 ნოემბერს, ვინ იქნება ჩვენი გუნდის მეტოქე, ჯერაც დაუდგენელია. ბოლო ინფორმაციით, თბილისში ფიჯისა და ტონგას ნაკრებები უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ გამორიცხული არ არის, "მსოფლიოს რაგბიმ" მათ ნაცვლად აშშ-ისა და კანადის ნაკრებები მოავლინოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზაზა
იმედია ვანენებთ ჩამოფასებულ ბილეთებს :))
ალეკსანდრე
პირველი ჩვენ გვეთამაშა აჯობებდა
nodari
კარგი ამბავია :)
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
[VIDEO] კინაღამ ტრაგედია დატრილდა - ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე
პსჟ-ს მეკარის შეძენის სურვილი ინგლისურმა კლუბმა გამოთქვა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
გადაიხდის პსჟ 100 მილიონს ფრანგული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავში?
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
[VIDEO] ლეაომ ჩილელი ფეხბურთელი ნოკაუტში გაუშვა და ორივე გააძევეს
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო