პოლონეთის თასის ფინალის გმირი ქართველის მატჩისშემდგომი კომენტარი
პოლონეთის თასის ფინალში ლუკა ზარანდიას "არკამ" 2:1 დაამარცხა "ლეხი" და ტიტული მოიპოვა. ამაში კი გადამწყვეტი როლი ქართველმა ითამაშა, რომელმაც 111-ე წუთზე სუპერგოლი გაუტანა "ლეხს".

[ლეგიონი] კვირკველიამ და ზარანდიამ რუსეთსა და პოლონეთში თასები მოიგეს [VIDEO]

მატჩის შემდეგ "არკას" ოფიციალურ საიტზე ქართველის კომენტარი გამოჩნდა:

"როცა მოედანზე შემოვედი, გუნდზე ვფიქრობდი და არა ჩემს ონდივიდუალურ შესაძლებლობებზე. გოლი უნდა გაგვეტანა თასის მოსაგებად და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ შეძლო ეს - გოლი ძალზე მნიშვნელოვანი იყო.

ძალიან გახარებული ვარ, რომ შეხვედრაში ჩვენ ვიმარჯვეთ. ახლა გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მე ვარ. დღევანდელი გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანი იყო.

მოედანზე "ლეხი" დომინირებდა, მაგრამ ჩვენ ფონს კონტრშეტევებით გავდიოდით. მახსოვს, რომ ბურთი მატეუშ შვოხმა მომცა და ჩვენი ნახევრიდან დავიწყე სირბილი და გავიტანე.

ჩემთვის ეს პირველი სეზონია "არკაში" და გუნდთან ერთად უკვე ტიტული მოვიგე - პოლონეთის თასი! მოვედი, ვნახე, გავიმარჯვე!

ეს თითოეული ჩვენგანის გამარჯვებაა - ფეხბურთელების, მწვრთნელების. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, რომელიც ერთად იმარჯვებს.

პოლონეთის ლიგა ძალიან თანაბარძალოვანია. შესაძლოა, სხვებისგან "ლეხი" და "ლეგია" გამოირჩევიან, მაგრამ დანარჩენებს ერთმანეთთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლიათ და გამარჯვების მიღწევის შანსი ყველას აქვს.

ჩემი აზრით, ჩვენ შევძლებთ ელიტაში დარჩენას. არ ვიმსახურებთ დაქვეითებას, რადგან საკმაოდ კარგი გუნდი ვართ საამისოდ. ამ კვირებში კი უნდა შევეცადოთ და ამ მიზანს მივაღწიოთ", - განაცხადა 21 წლის ქართველმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ზარანდია თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა "არკაში". ჩემპიონატში მან სულ 2 თამაშში (39 წუთი) მიიღო მონაწილეობა, პოლონეთის თასზეც მას 2 თამაში უგროვდება.

"არკა" დღეისათვის გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე კი 6 ტური რჩება. ეს "არკას" 88-წლიან ისტორიაში მეორე დიდი ტიტულია. პირველიც პოლონეთის თასი იყო, რომელიც გუნდმა 1979 წელს მოიპოვა.

HATEREBO )
sadxart exla is xalxi lukas tamashi ar minaxavso da ragaceebi rato ...))))))))))))))
ტყუპისცალიც ავსტრიაში - ოთარ მამაგეიშვილი "ვოლფსბერგერში" გადაბარგდა
ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების რადარზეა - ლოჩოშვილი "ნიურბერგიდან" წავა
საზონოვი შეიძლება რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს
ოფიციალურად: ბერნარდო სილვა "რეალის" ფეხბურთელია
ნებისმიერ შემთხვევაში წავა - მუნდიალის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება
უკვე მესამე მცველი დაიმატეს - "ტოტენჰემი" საგრძნობლად ძლიერდება
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
"ის, წარმოუდგენელია, ენა ჩამივარდა!" - სკალონიმ ალჟირთან მატჩის შემდეგ, მესიზე ისაუბრა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 სპაერი. პირველად ამ სეზონში...
პსჟ-ს ნახევარმცველმა "ბაიერნის" და "ჩელსის" შეთავაზებები უარყო
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი ბრძოლა ტონალისთვის - იტალიელის ხელში ჩაგდებას ერთდროულად სამი ინგლისური გუნდი ცდილობს
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
მესამე მუნდიალი სამწვრთნელო კარიერაში - ტუნისის თავკაცი რენარი გახდა
"ეს აღარასდროს მოხდება!" - UFC-ის პრეზიდენტმა Freedom 250-ის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა
ისტორია სრულდება - გილერმო ოჩოა ფეხბურთიდან მიდის
ტრანსფერის ალბათობა მაღალია - მომდევნო სეზონიდან მიქაუტაძემ შესაძლოა, უკრაინის ნაკრების ფორვარდთან ერთად შეუტიოს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] 4-გოლიანი თრილერი - ირანმა და ახალმა ზელანდიამ ქულები გაიყვეს
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა