10-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის "დინამო" ჩემპიონატის მატჩს თავის ქალაქში ჩაატარებს
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკა "ფანკლუბებს", რომლის მიზანია, მორიგეობით გაგაცნოთ საქართველოში არსებული ქართული და უცხოური კლუბების ფანკლუბები - რას საქმიანობენ, როგორ ხდება გაწევრიანება, რა პრივილეგიები აქვთ წევრებს და ა.შ.

10-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის "დინამო" დღეს უმაღლესი ლიგის მატჩს თავის ქალაქში "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარებს. სწორედ ამიტომ, ამჯერად "დინამოს" ფანკლუბ "პირატებს" წარმოგიდგენთ.

ფანკლუბის დაარსებაზე, განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე მის ლიდერ გივი გაგუას ვესაუბრეთ.

- ფანკლუბი როდის და როგორ დაარსდა?

- ფანკლუბი 2011 წელს დავაარსეთ. 26 მარტს ორგანიზებულად რამდენიმე კაცი საქართველო-ხორვატიის (1:0) მატჩს დავესწარით, "ქართული სპორტის ქომაგებთან" ერთად ვიყავით. ეს საოცარი ემოციებით დატვირთული და დაუვიწყარი დღე იყო. სწორედ იმ თამაშის შემდეგ გამიჩნდა ფანკლუბის შექმნის სურვილი.

სოციალური ქსელის მეშვეობით "დინამოს" რამდენიმე გულშემატკივარი გავიცანი, რომლებსაც იგივე სურდათ და გავერთიანდით. პირველად ორგანიზებულად "დინამოს" თასზე "მერცხალთან" (3:0) ვუგულშემატკივრეთ, შემდეგ იყო ჩემპიონატის მატჩი "ხარაგაულთან" (2:0) და ა.შ.

ფეხბურთი გულშემატკივრებისთვისაა, ბათუმის "დინამოს" თამაშებზე კი "ადელის" სტადიონზე მხოლოდ 10-20 კაცი დადიოდა. ეს მაშინ, როცა კლუბი ჯერ კიდევ პირველ ლიგაში ასპარეზობდა. ჩვენი დაარსების შემდეგ ქომაგობა უფრო აქტიური გახდა და მოგვიანებით "დინამოს" თამაშებზე "ადელის" სტადიონი უკვე ივსებოდა კიდეც.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ კარგ საქმეში ხელი შეგვიწყო და ვინც დღემდე ჩვენთანაა.

- გასვლით მატჩებზე სიარულში კლუბი გეხმარებათ თუ თქვენი ხარჯებით მიდიხართ?

- თავდაპირველად, ჩვენი ხარჯებით დავდიოდით, მაგრამ უმაღლესში გადმოსასვლელად ექვსი გუნდი რომ იბრძოდა, მაშინ კლუბმა დაგვაფინანსა და "გურიასთან" გასვლით მატჩზე 1000 გულშემატკივარი წავედით, თბილისში "ცხინვალთან" - 300 და ა.შ.

მართალია, მაშინ უმაღლესში გადმოვედით, თუმცა მერე ისევ გავვარდით და თამაშებზე სიარული ისევ დამოუკიდებლად დავიწყეთ. 2013 წლიდან კი კლუბს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს და ის მაქსიმალურად გვეხმარება. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ყველა გასვლით მატჩს დავესწარით. ცხადია, არც საშინაო მატჩი გამოგვიტოვებია.

- თქვენთან გაწევრიანება როგორ ხდება?

- ფანკლუბში გაწევრიანება შეუძლია ბათუმის "დინამოს" ნებისმიერ გულშემატკივარს, რომელსაც უყვარს კლუბი და სურს, გვერდში დაუდგეს. გაწევრიანება უფასოა და არც ასაკია შეზღუდული. შესაძლოა, 13-14 წლის ბავშვები გასვლაზე თან ვერ წავიყვანოთ, მაგრამ საშინაო მატჩებზე უპრობლემოდ შეუძლიათ ჩვენთან ყოფნა.

- წევრებზე შეღავათები მოქმედებს?

- თუ ბილეთებს გულისხმობთ, გეტყვით, რომ საქართველოში უმაღლესი ლიგის მატჩებზე დასწრება ისედაც უფასოა, ევროტურნირებზე კი გვქონდა შეღავათები.

- რამდენადაა ჩართული ფანკლუბი კლუბის ყოველდღიურობაში?

- არ მინდა, ნათქვამი მთლად ბანალური გამომივიდეს, მაგრამ ჩვენთან მართლა ძალიან კარგი, მეგობრული სიტუაციაა. კლუბის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ისინი გვერდში გვიდგანან და ჩვენც, ასე თუ ისე, გუნდის ცხოვრებაში ჩართულნი ვართ, მის განუყოფელ ნაწილად ვითვლებით, ვესწრებით ვარჯიშებს, ვხვდებით მწვრთნელებს და კითხვებს ვუსვამთ. იგივე ფორმატი გვაქვს ფეხბურთელებთანაც.

ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და ყველა აანალიზებს, რომ ამას ერთად დგომის გარეშე ვერ შევძლებთ.

- დიდი ხნის შემდეგ "დინამო" სათამაშოდ ბათუმში ბრუნდება. თქვენი აზრით, ეს ფანკლუბის განვითარებას ხელს შეუწყობს?

- კი, მართლაც, 10-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში ბრუნდება კლუბი. დარწმუნებული ვარ, ყველა ბათუმელისთვის და ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ეს დიდი სიხარულია.

სამწუხაროა, რომ ბათუმში დიდი ტევადობის სტადიონი არ გვაქვს. ამ კლუბს გულშემატკივარი არასდროს აკლდა და იმედი მაქვს, 5 მაისს, თბილისის "ლოკომოტივთან" თამაშზე ბევრი ბათუმელი მოვა, მანამდე კი, 17:30 საათზე, ერას მოედანზე შემოგვიერთდებიან მსვლელობაზე.

ამ მატჩს დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. ბათუმში დაბრუნება იმედს გვისახავს, რომ გაცილებით მეტი ადამიანი დაესწრება მატჩს და ეს ფანკლუბის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ქობულეთში ბევრი ვერ ახერხებდა წამოსვლას, ბათუმში კი სხვა სიტუაცია იქნება. ეს ყველაფერი რაოდენობრივად ჩვენც გაგვზრდის.

გვინდა და იმედიც გვაქვს, რომ მალე კლუბს ახალი, დიდი ტევადობის სტადიონი ექნება. ბათუმში 10-15 ათასი კაცი სტაბილურად ივლის თამაშებზე.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- დღეს კონკრეტული გეგმები არ გაგვაჩნია. ვემზადებით "ლოკომოტივთან" მატჩისთვის, ბათუმში დაბრუნება უნდა ვიზეიმოთ. გვერდში დავუდგებით ჩვენს გუნდს და გამარჯვებაში დავეხმარებით.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და "დინამოს" ფეხბურთელებს ვთხოვო, ყურადღებით და მონდომებით მოეკიდონ ამ მატჩს. სტადიონზე ბათუმელი გულშემატკივარი ბრუნდება, მათ შესანარჩუნებლად კი კარგი თამაში და გამარჯვებაა საჭირო.

ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ფანკლუბი ყველა მატჩს დავესწრებით, მაგრამ სავსე სტადიონს არაფერი სჯობს.

mezgvauri
tqveni ....argaishva arsad.jjibis fankluubi
batumeli
დიდი მადლობა სამტრედიას მართლა დარწმუნებული ვარ სამტრედია რო გვესტუმრება ვერ დაიტევს ტრიბუნები ხალხს ვიცი იქ რა დონეზე აქვთ ფეხბურთი აყვანილი.
ზურა
500 კაციანია და "ტეხავს".. ბათუმელი ვარ და როგორ გამოვტოვებ ასეთ დიდ დღეს, 10 წლის შემდეგ პირველად თამაშობს ბათუმის დინამო სახლში, მაგრამ ალბათ იმდენი კაცი მივა სტადიონზე, რომ ადგილები ნამდვილად არ იქნება... ალბათ 1 საათით ადრე წავალ ;დდ
კახა ქირია
აბა აწი კიდევ უფრო გადაიწევს სტადიონის მშენებლობა.შეკრებილიყავით ინტენსიურად და მოგეთხოვათ თქვენი სტადიონის მშენებლობა.მაქ გადასვლას ბაზის დდამთავრება დაგეჩქარებინათ და 500სკამს მაქაც დაამონტაჟებდნენ.მაქ არ აშენდება სტადიონი კაი ხანს.მაგრამ რაც მთავარია პროექტი ხომ არის სამხარაულში კაი ხანს.
zako
გივი გაგუა - "საქართველოში უმაღლესი ლიგის მატჩებზე დასწრება ისედაც უფასოა". უფასოო!!! გამოდის რომ ლოკომოტივის სტადიონის მესვეურები ფულს გვახევენ!!! 3 ლარია ბილეთის ფასი ლოკომოტივის თამაშებზე თბილისში. სხვაგან უფასოა? თუ შეცდომასთან გვაქვს საქმე?
tomas-s
სულ 500 კაციანი ტრიბუნაა ჩემო ძმაო )))))
tomas tuxeli
სამტრედიელი გუშემატკივრების სახელით გილოცავთ მთელი გულით დაბრუნებას დღეს არ ვიცი მარა სამტრედია ჩამოვა სათამაშოდ იმ დღეს კი იქნება დიდი ამბავი ჩვენც არ მოგვწონს როცა გასვლაზე 500 კაცი ჩავალთ და იქ 100 კაცი არ გვხდება ასე რომ კაგია ერთი სული გვაქ როდის დაიწყება მესამე წრე.
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
ჯაფარიძემ და ფუტკარაძემ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დემჩენკო აზერბაიჯანული გუნდიდან დაითხოვეს
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა