მთელი ამ სკანდალის მიმდინარეობის მანძილზე პირველად, ქვეყნების "შავ სიაში" საქართველოც დაასახელეს
სამწუხაროდ, მოხდა ის, რისიც აქამდე ყველას ძალიან გვეშინოდა - საერთაშორისო დოპინგსკანდალში საქართველოც დაასახელეს.

ჯერ არ ვიცით, ჩვენი რომელი სპორტსმენია ევჭმიტანილი, მეტიც - სპორტის სახეობაც კი არ ვიცით, მაგრამ მთელი ამ სკანდალის მიმდინარეობის მანძილზე პირველად, ქვეყნების "შავ სიაში" საქართველოც დაასახელეს.

11 მაისს საღამოს გავრცელდა ცნობა, რომ პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადის კიდევ 63 მედალოსანს აღმოუჩინეს დოპინგი სინჯებში, აქედან 15 კი ოლიმპიური ჩემპიონია. ეს სპორტსმენები მსოფლიოს 19 ქვეყანას წარმოადგენენ.

მთელ ამ დოპინგ-სკანდალის ისტორიაში პირველად სწორედ აქ ახსენეს საქართველო. ჩვენს გარდა დასაახელეს რუსეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, ბელარუსი, უკრაინა, ხორვატია, ესპანეთი, გერმანია, ბახრეინი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, იამაიკა, საბერძნეთი, კუბა და ყატარი.

ეს ცნობა ოთხშაბათს, გვიან ღამით ნორვეგიული ტელევიზიის საიტმა (nrk.no) გაავრცელა, რომელიც მალევე აიტაცეს სხვებმა. მაგალითად, უზბეკურმა საიტმა kun.uz-მა მოზრდილი სტატიაც მიუძღვნა, თუმცა ეს გასაგებიცაა, რადგან მათი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოსი ფალავანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არტურ ტაიმაზოვი უკვე დაისაჯა - მას ჩამოერთა პეკინში მოპოვებული ოქრო, თუმცა თავად სპორტსმენი ამბობს, რომ დოპინგი არასოდეს მიუღია და საარბიტრაჟო სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი.

ნორვეგიული პირველწყარო არ ასახელებს სპორტსმენთა გვარებს. ეგ კი არა, ისიც არაა ცნობილი, ამა თუ იმ ქვეყნის სპორტსმენები რომელ სახეობაში არიან მხილებულნი.

სამაგიეროდ, წყარო ასახელებს სპორტის სახეობებს, სადაც ძალოსნობასა, მძლეოსნობასა და სხვებთან ერთად ჩვენთვის საყურადღებო თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობაცაა შეტანილი.

საყურადღებოა, რომ ამ სიაში არაა ძიუდო და, ამდენად, ლამის შეუცდომლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ეჭვმიტანილი ათლეტიც მოჭიდავეა.

თუმცა ამ სიაში დასახელება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ბრალის საბოლოოდ დამტკიცებას - ძალიან მცირე, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც ალბათობა, რომ რამე გაუგებრობა იყოს და რეაბილიტაციის მინიმალური შანსი ჯერ კიდევ რჩება. უახლოეს დღეებში გაირკვევა ეჭვმიტანილთა ვინაობაც და ვიქონიოთ იმედი, რომ ამ სიაში ჩვენი სპორტსმენი არ იქნება.

გადავამოწმეთ და რამდენადაც გავარკვიეთ, ამ საქმის შესახებ საქართველოში არანაირი ცნობა არ მოსულა. არ გამოვრიცხავთ და დავიტოვოთ იმედი, რომ საქართველო ამ სიაში ძალოსან რაულ ცირეკიძის გამო მოხვდა, რომელსაც ლონდონის სინჯებში მართლაც აღმოუჩინეს აკრძალული ნივთიერება, თუმცა ეს იყო ჯერ კიდევ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის წინ.

levani56
სპორტს პოლიტიკასთან აკავშირებენ განსაკუთრებიტ რუსების ჯავრი აქვთ
ნათია
dima, ტექნოლიგიები ვითარდება და იმის დანახვის შესაძლებლობას იძლევა, რისი აღმოჩენაც ვერ ხერხდებოდა წინათ. ყოველი შემთხვევისთვის, ესენი ასე ამბობენ. ცუდია, რომ ჩვენც ვართ სიაში.
dima
ვერ გავიგე, ამ სინჯებს, კონიაკივით რატომ აძველებენ?! 10 წლის წინ თუ მიიღო ვინმემ დოპინგი ამდენ ხანს რას ელოდებიან?! თუ იმიტომ აკეთებენ ამას, რომ გადამოწმება შეუძლებელი იყოს?! მოკლედ,ვისაც უნდათ იმას წაართმევენ მედალს?
lados
ტალახაძე პეკინში არც ყოფილა. იყო ჩავარდნილი დოპინგზე, მარა მოიხადა და მაგაზე ეჭვი არცაა. ამ ოლიმპიადის წინ მარგველაშვილზე იყო გაურკვევლობა ( დღემდე ვერ გამიგია რა და როგორ მოხდა ვაჟას შემთხვევაში ) და მოჭიდავეებზე ( როგორც თავისუფლებზე, ისე ბერძნულ-რომაულზეც ) არ დადიოდა კაი ხმები მაინცდამაინც...
lado-s
ტალახაძეს რა უნდოდა ან ლონდონში, ან, მით უმეტეს, პეკინში? დასახელდება ცოტა ხანში და გაირკვევა. ცირეკიძე ნამდვილად იყო გარეული ამ საქმეში და, შესაბამისად, სავარაუდოდ, მასზეა სწორედ საუბარი.
lado
ტალახაძეზე ქონდათ ეჭვი, მაგრამ როგორც ვიცი, არ დადასტურდა.
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა
[VIDEO] "დილამ" "ვირტუსს" 3:1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
პარაგვაიში მბაპეს ფიტული დაწვეს
Opta-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი დაასახელა
"არც მალავს, რომ "რეალში" გადასვლა უნდა" - "დორტმუნდის" პრეზიდენტმა ჰოლანზე ისაუბრა
გიმარაეშმა "ნიუკასლს" აცნობა, რომ კარიერის "არსენალში" გაგრძელება სურს
ადეიემი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალშია
შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე
"ტორპედოს" მწვრთნელი: სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა
[VIDEO] 0:3. მარცხი აზერბაიჯანში - "ტორპედოს" ვოლკოვმა გაუტანა
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდი ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო
"დილამ" ნორვეგიელი თავდამსხმელი დაიმატა
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა