მე-13 შვიდასიანი ფერერია
რომის "მასტერსის" პირველ წრეში ესპანელმა დავიდ ფერერმა სამ სეტში დაამარცხა თანამემამულე ფელისიანო ლოპესი - 4:6, 6:3, 6:1. ვეტერანისთვის ეს მოგება საიუბილეო აღმოჩნდა. 35 წლის ჩოგბურთელმა პროფესიულ ტურში მე-700 გამარჯვებას მიაღწია და ის არის მეოთხე მოქმედი მოთამაშე (ისტორიაში მე-13), ვინც ამ ზღვარს მიაღწია.

მანამდე ეს გააკეთეს - შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა (1099), ესპანელმა რაფაელ ნადალმა (840) და სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა (767). ფერერს უკან მიყვება ბრიტანელი ენდი მარეი 646 მოგებით. აბსოლუტური რეკორდსმენი მოგებული მატჩების რაოდენობით - ამერიკელი ჯიმი კონორსია (1256).

17-წლიან კარიერაში ფერერს მოგებული აქვს 26 ტიტული ერთეულებში, უთამაშია 2013 წლის როლან გაროსის ფინალში და სამჯერ იყო დევისის თასის გამარჯვებული. ATP-ის კლასიფიკაციაში მისი რეკორდი იყო - მესამე ადგილი (2013).

აღსანიშნავია, რომ იმ დღეს, როცა ფერერმა კარიერაში მე-700 მატჩი მოიგო, ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა საიუბილეო - მე-600 გამარჯვება მოიპოვა.

რომში ბოლო სათამაშო დღეს კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იყო - მსოფლიოს პირველი ჩოგანის ენდი მარეის მორიგი მარცხი.

ბრიტანელი კატასტროფულ ფორმაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, მარეიმ მადრიდის "მასტერსზე" 20 წლის ხორვატ ბორნა ჩორიჩთან წააგო - 3:6, 3:6. ახლა კი ბრიტანელმა ვერაფერი გააწყო ფაბიო ფონინის წინააღმდეგ - 2:6, 4:6. იტალიელმა ორივე სეტის სტარტზე სოლიდური უპირატესობის მოპოვება შეძლო - 4:0 და 4:1 და მარეიმ მხოლოდ ერთხელ შეძლო გაბრძოლება, როცა მეორე სეტში ერთი დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ უფრო ახლოს მეტოქესთან ვერ მივიდა.

ასევე პირველი ნომრის გარეშე დარჩა რომის ქალთა ტურნირი. მორიგი კრახი განიცადა გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა, რომელმაც ორშაბათიდან ჩაიბარა რეიტინგში ლიდერობა. კერბერი 56 წუთში გაანადგურა 21 წლის ესტონელმა, WTA-ის 68-ე ნომერმა ანეტ კონტავეიტმა - 6:4, 6:0.

ბალტიისპირელმა რვიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, კერბერის ანგარიშზე კი ერთი ბრეიკი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა
[VIDEO] "დილამ" "ვირტუსს" 3:1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
პარაგვაიში მბაპეს ფიტული დაწვეს
Opta-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი დაასახელა
"არც მალავს, რომ "რეალში" გადასვლა უნდა" - "დორტმუნდის" პრეზიდენტმა ჰოლანზე ისაუბრა
გიმარაეშმა "ნიუკასლს" აცნობა, რომ კარიერის "არსენალში" გაგრძელება სურს
ადეიემი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალშია
შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე
"ტორპედოს" მწვრთნელი: სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა
[VIDEO] 0:3. მარცხი აზერბაიჯანში - "ტორპედოს" ვოლკოვმა გაუტანა
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდი ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო
"დილამ" ნორვეგიელი თავდამსხმელი დაიმატა
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება