რა შუაშია ამ ყველაფერში პულევი
ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა ენტონი ჯოშუამ (19-0, 19KO), შესაძლოა, თავისი ერთ-ერთი საჩემპიონო ქამარი დაკარგოს იქამდე, სანამ ვლადიმირ კლიჩკოსთან (64-5, 53KO) მატჩ-რევანშს გამართავს.

IBF-ის ოფიციალური პრეტენდენტის, ბულგარელი კუბრატ პულევის გუნდი წინააღმდეგია იმისა, რომ შემდეგი ბრძოლა ჯოშუამ კლიჩკოს წინააღმდეგ ჩაატაროს.

"ამ კვირას გაიმართება საერთაშორისო საკრივო ფედერაციის (IBF) კონფერენცია. ჩვენ IBF-ს გავუგზავნეთ სპეციალური მოთხოვნა - კლიჩკოსთან ბრძოლის განსაკუთრებულ უფლებაზე. ასეთივე სიტუაცია იყო WBA-სთან დაკავშირებითაც, მაგრამ მაშინ უფრო ნათელი სიტუაცია იყო. WBA-მ მოიწონა რევანში. არავინ იცის, რას გადაწყვეტს IBF.

გვინდა შემდეგი ბრძოლა კლიჩკოს წინააღმდეგ ჩავატაროთ და როგორც მოკრივეთა ბანაკებიდან ვრცელდება ინფორმაციები, ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდის. უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა.

თუ ენტონი არ იჩხუბებს ვლადიმირთან, მაშინ პულევს შეხვდება, რომელიც ნამდვილად არ აპირებს უკან დახევას. მისი გუნდი ეწინააღმდეგება ჩვენს მოთხოვნას კლიჩკოსთან ბრძოლაზე", - განაცხადა ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
საუდის არაბეთის გუნდის გულშემატკივრები "შახტარის" ფეხბურთელის შეძენის წინააღმდეგი არიან
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
ინძაგის ბენზემას თავისი გუნდიდან მოშორება სურს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
"მას ყველაფერი აქვს, მეტი რა გინდათ ფეხბურთელისგან?!" - მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიას უნდა მისცენ
"მამარდაშვილმა ეს აღიარა" - ქართველი მომავალ სეზონშიც "ლივერპულის" მე-2 მეკარე იქნება
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
შოტლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს - "სევილია" "სპორტინგს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს
ბერნარდ ჰოპკინსი: ფიურისა და ჯოშუას პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდება, მეორეში ჯოშუა მოიგებს
ნარკომანი და ჩხუბისთავი - როგორი იყო ჯოშუა ჩემპიონობამდე?
"სისულელეებს ნუ ლაპარაკობ" - რაზე ისაუბრეს ფიურიმ და ჯოშუამ მარბელაში?
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ტაისონ ფიური: ჯოშუას უაილდერთან ბრძოლაში 80 მილიონი შესთავაზეს და უარი უთხრა, ეტყობა, სუსტი ყბის შეეშინდათ
უსიკმა ჯოშუა ისევ დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა