თავისუფალი ჭიდაობა. მეტოქე ასკეროვიც დოპინგზე ჩავარდა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა თავისუფალ ჭიდაობაში აზერბაიჯანელთა ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი ტოგრულ ასკეროვი (60). თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ საქმე იმ გახმაურებულ სკანდალს ეხებოდა, რომელიც პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადების მედალოსანთა სინჯების გადახედვის შემდეგ აგორდა და ჯერაც მძვინვარებს მთელ მსოფლიოში. მით უფრო, ამ ცნობას წინ უსწრებდა ნორვეგიული ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმ ოლიმპიადების კიდევ 63 მედალოსანს აღმოუჩინეს დოპინგი, თუმცა კონკრეტული გვარ-სახელები არ იყო დასახელებული.

სამაგიეროდ, საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანიც იყო მოხსენიებული იმ 19 ქვეყანას შორის, რომლებსაც ეს ათლეტები წარმოადგენენ. თუმცა ეს მოლოდინი რომც გამართლებულიყო, ჩვენ მაინც ვერაფრით ვიხეირებდით, რადგან ლონდონში ამ წონაში არც მედალთან ახლოს გვყოლია მონაწილე და არც ჩვენი ფალავანი მალხაზ ზარქუა დამარცხებულა აზერბაიჯანელთან.

მოგვიანებით ასკეროვთან დაკავშირებული ინფორმაცია დაზუსტდა და გაირკვა, რომ აზერბაიჯანელი ოლიმპიადის გამო არ დასჯილა, თურმე სხვა ტურნირზე შეამოწმეს დოპინგზე. როგორც ირკვევა, მას სისხლში ჰიგენამინი აღმოუჩინეს, რომელიც ნორკოკლაურინის სახელითაცაა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ეს ნივთიერება აკრძალულ პრეპარატთა სიას წლეულს დაემატა, თორემ ფართო მოხმარების პრეპარატი ყოფილა ამერიკაშიც და ევროპაშიც.

ასკეროვმა, ვინც ლონდონის შემდეგ რიო დე ჟანეიროშიც გავიდა ოლიმპიადის ფინალში, თუმცა იქ რუსთა ოს სოსლან რამონოვთან დამარცხდა, უარყო დოპინგის მიღება. საკუთარი სპორტსმენი დაიცვა აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციამაც და განაცხადა, რომ ასკეროვს არ მიუღია არავითარი აკრძალული პრეპარატი. მოგვიანებით მათ ცოტა არადამაჯერებელი განმარტებაც გააკეთეს, შესაძლოა, ამ ნივთიერებას ტროპიკული ხილი შეიცავდა, რომელსაც ფალავანი წლის დასაწყისში ინდოეთში საკლუბო ლიგაში ჭიდაობისას მიირთმევდაო. თუმცა მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ ეს არგუმენტი არ მიიღო და სპორტსმენს 1-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

ასკეროვს სასჯელი გაისად, 17 აპრილს უმთავრდება, ეს კი ნიშნავს, რომ ფალავანი გამოტოვებს მსოფლიოს წლევანდელ პირველობას, რომელიც აგვისტოს ბოლოს პარიზში ჩატარდება, და გაისად ევროპის ჩემპიონატსაც, რომელიც 20-25 მარტსაა დაგეგმილი, მასპინძლად კი ბუქარესტია ნავარაუდევი. მისი გამოკლება კარგი ამბავია ზურაბ იაკობიშვილისთვის, რადგან ასკეროვი ამ ბოლოს 65 კილოგრამში დამკვიდრდა, თუმცა, ეტყობა, წონის შენარჩუნება აქაც უჭირს და არცთუ იშვიათად 70-შიც გამოდის.

25 წლის ასკეროვი ჩვენებისთვისაც კარგადაა ცნობილი. ერთ დროს ის ერთ-ერთი სოლიდური მეტოქე იყო ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის და 2010 წელს ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატის ფინალიც მოუგო ჩვენებურს, მაგრამ მას შემდეგ მათი გზები წონის ცვლილებების გამო გაიყარა. თუმცა იქამდე ხინჩეგაშვილმაც მოასწრო რევანშის აღება. ასაკობრივ გუნდებში ორივე ტალანტად მიიჩნეოდა და სიმბოლურია, რომ ოლიმპიადებზე ორივეს ერთნაირად დიდი წარმატება აქვთ - ორ-ორი ფინალი და აქედან თითო ოქრო-ვერცხლი. თუმცა, მედლების საერთო კოლექციას თუ დავაჯამებთ, ხინჩეგაშვილის მხარეს აშკარა უპირატესობაა - არის ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, აზერბაიჯანელს კი ევროპირველობებზე ორი ოქრო აქვს და საერთოდ არაა მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა იმავე 2010 წელს ფინალში კი გავიდა.

დაბოლოს, დავძენთ, რომ სხვადასსხვა პრეპარატის გამოყენებისთვის ასკეროვთან ერთად სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებულია კიდევ სამი აზერბაიჯანელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ოღონდ არც ერთი არაა ტიტულოვანი: ფაილ ისკანდეროვი 2 წლით, ტურხან გურბანოვი და ზუბაირ დიბიროვი კი 4-4 წლით არიან დასჯილები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
საუდის არაბეთის გუნდის გულშემატკივრები "შახტარის" ფეხბურთელის შეძენის წინააღმდეგი არიან
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
ინძაგის ბენზემას თავისი გუნდიდან მოშორება სურს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
"მას ყველაფერი აქვს, მეტი რა გინდათ ფეხბურთელისგან?!" - მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიას უნდა მისცენ
"მამარდაშვილმა ეს აღიარა" - ქართველი მომავალ სეზონშიც "ლივერპულის" მე-2 მეკარე იქნება
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
შოტლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს - "სევილია" "სპორტინგს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს