აგნიეშკა რადვანსკამ ტოპ-ათეული შეარცხვინა
ქალთა ტურნირში ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს. მესამე შეხვედრა მოიგო მოქმედმა ჩემპიონმა გარბინ მუგურუსამ, რომელსაც საკმაოდ რთული ბადე შეხვდა - პირველ წრეში მოუგო ყოფილ ჩემპიონ ფრანჩესკა სკიავონეს, მეორეში - პროგრესირებად ანეტ კონტავეიტს, მესამეში კი ყაზახ იულია პუტინცევას ხვდებოდა.

ესპანელი თავიდან ჩამორჩა - 1:3, მაგრამ მუგურუსამ ამას ზედიზედ 14 ქულის აღებით უპასუხა. სეტზე ჩაწოდება ესპანელს არ გამოუვიდა, სამაგიეროდ, მეტოქემ ჩააგდო გეიმი თავის მოწოდებაზე. რაც შეეხება მეორე სეტს, პუტინცევა ბევრს ცდებოდა და მუგურუსა ახერხებდა დომინირებას, რითაც ძალიან მალე მოამთავრა საქმე - 7:5, 6:2.

ესპანელის მეტოქე გაირკვა კრისტინა მლადენოვიჩისა და შელბი როჯერსის მატჩში. ფრანგმა პირველ წრეში ამერიკელ ჯენიფერ ბრეიდის მესამე სეტში 9:7 მოუგო. და ახლაც დასჭირდა ბოლომდე დახარჯვა. უკვე პირველ სეტში მასპინძელი მდევრის როლში იყო, მაგრამ შეძლო მოგება. როჯერსმა მეორე სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა და მესამე ბრეიკით დაიწყო, შემდეგ 5:2 წაიყვანა ანგარიში და მოგებაც თითქოს გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ მლადენოვიჩმა "მშრალი" ანგარიშით დაიბრუნა მოწოდება, ბოლო ორ გეიმში კი მხოლოდ ორი ქულა დათმო.

სიმონა ჰალეპი აგრძელებს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსის დამტკიცებას. რუმინელმა პირველ სეტში 6:0 გაანადგურა დარია კასატკინა, მეორეში კი 3:1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი ჩააბარა მეტოქეს. რუსს ოთხი სეტბოლი ჰონდა, მაგრამ ჰალეპმა ყველა მოიგერია. კასატკინა ამის გამო განაწყენდა და საკუთარი გეიმი "მშრალი" ანგარიშით დათმო.

მეორედ ითამაშებს როლან გაროსის მერვედფინალში ალიზ კორნე. ის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი შედეგის ავტორი გახდა. აგნიეშკა რადვანსკა ბოლო დროს ძალიან ცუდად გამოიყურება და მისი წაგება აღარავის უკვირს, მაგრამ ანგარიში - 6:2, 6:1, მართლაც მოულოდნელია. პოლონელმა, რომელიც ძალიან იშვიათად ცდება, 19 უზუსტობა დაუშვა, კორნე კი კარგ შემტევ ჩოგბურთს თამაშობდა და 32 "ვინერსიც" დააგროვა. ახლა მას კაროლინ გარსიასთან აქვს მატჩი. ეს ფრანგები მეგობრები ნამდვილად არ არიან და კორნემ ისიც თქვა, რომ არ დალევს ყავას კაროლინთან ერთად არც მატჩამდე და არც მატჩის შემდეგ.

ქალები

II წრე

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 2)-ალექსანდროვა (რუს) 6:2, 4:6, 6:3

ჰალეპი (რუმ, 3)-მარია (გერ) 6:4, 6:3

სვიტოლინა (უკრ, 5)-პირონკოვა (ბულ) 3:6, 6:3, 6:2

ა. რადვანსკა (პოლ, 9)-ვან უიტვანკი (ბელ) 6:7(3), 6:2, 6:3

მარტიჩი (ხორ)-კისი (აშშ, 12) 3:6, 6:3, 6:1

ვესნინა (რუს, 14)-ლეპჩენკო (აშშ) 4:6, 6:3, 6:0

სეპედე როიგი (პარ)-პავლიუჩენკოვა (რუს, 16) 7:6(4), 2:6, 6:4

სევატოვა (ლატ, 17)-ბუშარი (კან) 6:3, 6:0

კორნე (საფ)-სტრიკოვა (ჩეხ, 20) 6:4, 6:1

სუარეს ნავარო (ესპ, 21)-კირსტეა (რუმ) 7:5, 6:4

კასატკინა (რუს, 26)-ვონდროუშოვა (ჩეხ) 7:6(1), 6:4

გარსია (საფ, 28)-პაკე (საფ) 7:5, 6:4

ლინეტი (პოლ)-კონიუჰი (ხორ, 29) 6:0, 7:5

ჰსიე (ტაივ)-თაუნსენდი (აშშ) 6:0, 2:6, 6:3

დუკე მარინო (კოლ)-რიბარიკოვა (სლოვაკ) 1:6, 6:3, 8:6

ვიტჰოფტი (გერ)-პარმენტიე (საფ) 6:4, 7:6(5)

1/16 ფინალი

ჰალეპი (რუმ, 3)-კასატკინა (რუს, 26) 6:0, 7:5

მუგურუსა (ესპ, 4)-პუტინცევა (ყაზ, 27) 7:5, 6:2

კუზნეცოვა (რუს, 8)-ჟანგი (ჩინ, 32) 7:6(5), 4:6, 7:5

კორნე (საფ)-ა. რადვანსკა (პოლ, 9) 6:2, 6:1

ვ. უილიამსი (აშშ, 10)-მერტენსი (ბელ) 6:3, 6:1

ვოზნიაცკი (დან, 11)-ბელისი (აშშ) 6:2, 2:6, 6:3

მლადენოვიჩი (საფ, 13)-როჯერსი (აშშ) 7:5, 4:6, 8:6

სუარეს ნავარო (ესპ, 21)-ვესნინა (რუს, 14) 6:4, 6:4

სტოსური (ავსტრა, 23)-მატეკი (აშშ) 6:2, 6:2

გარსია (საფ, 28)-ჰსიე (ტაივ) 6:4, 4:6, 9:7

ბაშჩინსკი (შვეიც, 30)-ჟაბორი (ტუნ) 6:2, 6:2

ოსტაპენკო (ლატ)-ცურენკო (უკრ) 6:1, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
შეთანხმება მიღწეულია - ფერან ტორესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
[VIDEO] "პატივისცემა ხვიჩას" - კვარაცხელიას ამ ქმედებას 1 დღეში ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება აქვს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ლოჩოშვილის "კიოლნის" ტალანტი "დორტმუნდში" გადასვლასთანაა ახლოს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ