ლევანდოვსკიმ ამ სეზონში 33 მატჩში (31 სასტარტოში) 30 გოლი გაიტანა
ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა ბუნდესლიგის 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო მინდვრის მოთამაშედ მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი დაასახელეს.

გამოკითხვა გერმანულმა "კიკერმა" ჩაატარა.

ლევანდოვსკიმ ამ სეზონში 33 მატჩში (31 სასტარტოში) 30 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩა ბომბარდირთა დავაში "დორტმუნდის" გაბონელ შემტევ პიერ-ემერიკ ობამეიანგს. მის ანგარიშზეა 5 საგოლე გადაცემაც.

გამოკითხვაში მონაწილეობა ბუნდესლიგის 248 ფეხბურთელმა მიიღო, კოლეგების 25%-მა ხმა ლევანდოვსკის მისცა. ლევანდოვსკიმ აჯობა მეორე ადგილზე გასულ ნაბი კეიტას, რომელიც დებიუტანტი "ლაიპციგის" ნახევარმცველია.

28 წლის ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგა ჯერ იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით "დორტმუნდში" მოიგო 2011 და 2012 წლებში, შემდეგ კი "ბაიერნში" ზედიზედ სამი წელია, ჩემპიონი ხდება (2015, 2016, 2017).

ობამეიანგი, რომელიც სეზონის პირველი ნახევრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ამჯერად, მესამე ადგილზე გავიდა. ნაბი კეიტამ ხმების 15,7% მიიღო, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგმა - ხმების 10,5%.

იმის მიუხედავად, რომ სეზონის ბოლო თვე ტრავმის გამო გამოტოვა, მანუელ ნოიერი (ბაიერნი) ზედიზედ მეხუთედ აირჩიეს კოლეგებმა ბუნდესლიგის საუკეთესო მეკარედ.

"ჰოფენჰაიმის" მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აირჩიეს, არადა, ნაგელსმანი სულ რაღაც 29 წლისაა.

"არც კი ვიცოდი, რომ მე ამირჩიეს. ძალიან გახარებული ვარ", - განაცხადა ლევანდოვსკიმ, რომელიც 20 მაისის შემდეგ შვებულებაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ლოჩოშვილის "კიოლნის" ტალანტი "დორტმუნდში" გადასვლასთანაა ახლოს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
შეთანხმება მიღწეულია - ფერან ტორესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
[VIDEO] "პატივისცემა ხვიჩას" - კვარაცხელიას ამ ქმედებას 1 დღეში ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება აქვს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ლოჩოშვილის "კიოლნის" ტალანტი "დორტმუნდში" გადასვლასთანაა ახლოს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
უარი კლუბთან ერთად ყოფნაზე - კეიტას ძირითადში თამაში სურდა
ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ბაქოში ლონდონური ფინალი იქნება [VIDEO]
სალაჰმა და ვან დეიკმა ივარჯიშეს, ნაოპერაციევი მანე კი "ჰადერსფილდთან" ვერ ითამაშებს
დიდებული მოთამაშეები ცუდ სიტუაციაში...
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
მოჰამედ სალაჰი აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
"მილანს" "ლივერპულის" ფეხბურთელის უფასოდ დამატება სურს
ობამეიანგი: მხითარიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ ეს სირცხვილია
სტივენ ჯერარდი ნაბი კეიტას შეხვდა და 8-ნომრიანი მაისური გადასცა
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
არიენ რობენი: ნერვები დაგვაწყდა
ობამეიანგმა "ბარსელონაში" გადასასვლელად საინტერესო არგუმენტს მიაგნო
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"მას დიდ მოთამაშეებთან გამკლავება არ შეუძლია" - ობამეიანგი არტეტას შესახებ საუბრობს
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
კალაძესთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო - რა იცით ობამეიანგის ძმის შესახებ?!