სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან მატჩში დუბლის ავტორისთვის ნაკრებში გატანილი თითოეული გოლი მნიშვნელოვანია!..
ეროვნული ნაკრების მაისურით შესრულებული პირველი დუბლის (სულ 3 გოლი 3 მატჩში!) შემდეგ "ლელო" გიორგი არაბიძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა გუშინდელ და მომავალ მატჩებზე...

- საქართველო-სტ.კიტსი და ნევისი 3:0 - შეცვალე და მოიგე! [VIDEO]

- ვლადიმირ ვაისი: არაბიძეს 90 წუთს ჯერ ვერ ვანდობ

- სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრები სერიოზული გუნდი არ არის, მაგრამ მოგება ამხანაგურ მატჩშიც სასიამოვნოა...

- რა თქმა უნდა! თანაც, ეს ისეთი თამაში იყო, უფრო მოლდოვასთან თამაშზე ვფიქრობდით და მოსამზადებლად ვიყენებდით. პირველი ტაიმი ისე ვერ ჩავატარეთ, როგორც დავგეგმეთ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ.

- პირველი ტაიმი ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც დავგეგმეთო, თქვით. რას გულისხმობთ?

- ხომ ხვდებით, სუსტი მეტოქე რომ არის, ისეთი განწყობით ვერ დაუპირისპირდები, როგორც ძლიერს. ამის გამო ვერ გავიტანეთ. მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე სულ სხვა განწყობით გავედით და ამან შედეგიც მოგვცა.

- ეტყობა, გუნდს და მოთამაშეებს გაუშინაურდით, რადგან უფრო თამამად თამაშობდით, ვიდრე პირველ ორ შეხვედრაში...

- ეს ბუნებრივიცაა. გუნდში უკვე ყველას კარგად ვიცნობ, ბიჭები გვერდში მიდგანან...

- მეტოქის სისუსტის მიუხედავად, დუბლის შესრულება მაინც სასიხარულოა...

- ნაკრებში პირველ ნაბიჯებს ვდგამ და ასეთ დროს თითოეული გოლი მნიშვნელოვანია, დუბლზე რომ არაფერი ვთქვათ. მქონდა გარკვეული ხარვეზები, რამდენჯერმე დავკარგე ბურთი, მაგრამ მთლიანობაში ეს კარგი თამაში იყო და მიხარია, საქართველოს ნაკრებში თამაშის საშუალება კიდევ ერთხელ რომ მომეცა.

- თამაშის შემდეგ ვაისი პირადად თქვენ თუ გელაპარაკათ?

- არა, მთლიანად გუნდს მიმართა...

- ჯარიმებზე საგანგებოდ ვარჯიშობთ?

- თავისუფალ დროს კარში დარტყმა მიყვარს, მაგრამ ამაზე საგანგებოდ არასოდეს მივარჯიშია (იცინის). ეტყობა, ასეთი ფეხი მაქვს.

- 11 ივნისს მოლდოვასთან შესარჩევი მატჩია. მეტოქე ბევრად სერიოზულია. თქვენ თუ მიემგზავრებით გუნდთან ერთად?

- როგორც ვიცი, გუნდში მეც ვიქნები.

- შანსებს როგორ შეაფასებდით?

- გუნდში კარგი განწყობაა და შანსი გვაქვს თუ არა, კიშინიოვში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. ყურებჩამოყრილები ნამდვილად არ მივდივართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
მე მომწონს ეს ბიჭი და მისი შემართება... იმედი მაქვს რომ ითამშებს ისეთი შემართებით როგორც სტატიაში წერია... წარმატებები გიორგის...
qomagi
u19 rato ar unda itamashos? varskvlavi gaxadet ukve?))))
ზურა
ასეტი სუსტი არაფრისმომცემი სპარინგი მე არ მახსოვს. მაგ გუნდს ქობულეტიც მოუგებდა. რაგა დროის დვალისჰვილია,მერებაჰვილია. ვაისი ვიგაცის კარნახიტ და ზეგავლენიტაა რომელსაც უნდა საქარტველოჰი ფეხბურტი მოკლას.
mamuka
ძალიან კარგი ხარ. მაგრამ ძალიან გვეშინია, რომ შენც სხვების გზას არ გაუყვე და ერთი BMW -ს შემდეგ ურალში ან რომელიმე დანიურ, პოლონურ, ყაზახურ თუ უზბეკურ გუნდში არ გიხილოთ. ძალინ გთხოვ გადაახტი ახალგაზრდობას, გართობას საკუთარ თავს და ა.შ და ნუ იქნები რიგითი ქართველი ფეხბურთელი. შენ განსაკუთრებული ხარ გიო, ისე გატყობთ ცოტა სირბილი გეზარება. მესი რომ მესია ისიც პრესინგს თამაშობს ამიტომ გთხოვ, რომ უფრო მეტი ვარჯიში, სწორი კვება, რეჟიმის დაცვა და შენი გამჩერებელი არავინ იქნება სტადიონზე. 5 წელი უნდა გაიჭირვო გიო და გამოგვიყვანო კრიზისიდან რამენაირად, მერე კლასიანი მოთმშე იქნები და გამოცდილებითაც ითამაშებ ტოპ გუნდებში
gio
Gmertma mogagebinot,magrad Echvi mepareba rom moigot.
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
შეთანხმება მიღწეულია - ფერან ტორესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
[VIDEO] "პატივისცემა ხვიჩას" - კვარაცხელიას ამ ქმედებას 1 დღეში ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება აქვს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ლოჩოშვილის "კიოლნის" ტალანტი "დორტმუნდში" გადასვლასთანაა ახლოს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
სტეფან სიკაჩი: ეს თუ გამოსწორდება, საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატი გექნებათ
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩეხეთმა მოლდოვას სძლია და ევრო 2024-ზე გავიდა
საქართველო-მოლდოვის შემდეგ: შედეგი პირდაპირ გვეუბნება... [ნაწილი I]
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
გურამ კაშია: მოლდოვასთან გოლები ვაისის არჩეული სისტემის გამო არ გაგვიშვია
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
საქართველო-მოლდოვის შემდეგ: გაორებული გრძნობით... [ნაწილი II]
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...