საინტერესო კითხვა-პასუხს წავაწყდით დაღესტნურ სპორტულ საიტზე wrestdag.ru
საინტერესო კითხვა-პასუხს წავაწყდით დაღესტნურ სპორტულ საიტზე wrestdag.ru. მავანი მომხმარებელი კითხულობს, მართალია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ვლადიკავკაზში გასამართავ რუსეთის ახალგაზრდა მოჭიდავეთა ჩემპიონატში მონაწილეობას... სამხრეთ ოსეთის ნაკრებიც მიიღებსო.

ამაზე საიტის ადმინისტრაციამ უპასუხა, რომ სამხრეთ ოსეთი არაა რუსეთის ფედერაციის სუბიექტი და ამიტომ იქაურები ვერ გამოვლენ დასახელებულ ტურნირში.

დაგვეთანხმებით, ჩვენთვის მეტად საყურადღებო პასუხია და ცოტა არ იყოს - მოულოდნელიც დაღესტნელთაგან, როგორც რუსეთის შემადგენელი სუბიექტისგან. დიპლომატიური არხების შემდეგ ხომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს სახალხო დიპლომატიის ამოქმედებას და საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ჩართვას სხვადასხვა სპორტულ-კულტურულ თუ მსგავსი სახის ღონისძიებაში, ასეთ დროს კი ზემოაღნიშნული ფრაზა ბევრს ნიშნავს.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა გამხდარიყო აქტუალური ეს თემა ახლა. ვფიქრობთ, ამის პასუხიც იმავე საიტზეა, სადაც ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბულათ თედეევი სამხრეთ ოსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

ბუნებრივია, ის აუცილებლად ეცდებოდა "მარაქაში გარევას" და ახალ პოსტზე თავის წარმოჩენას. თედეევი ცხინვალშია დაბადებულ-გაზრდილი და სპორტსმენობისას საქართველოს ნაკრებშიც შედიოდა, სისტემატურად ახლდა ჩვენებს შეკრებებზე.

ცხინვალი დღეს ნამდვილად არაა "სპორტის მექა" და ვერც ცხოვრების სხვა სფეროებში დაიკვეხნის, თუმცა მოჭიდავეები ნამდვილად ჰყავს. მათი უმეტესობა ვლადიკავკაზში ან რუსეთის სხვა რეგიონებში ვარჯიშობს, ცხინვალში კი საამისო პირობები არაა. თუმცა ამასობაში ოლიმპიური ჩემპიონი მაინც გამოერიათ - როგორც ამბობენ, წარმოშობით ცხინვალელია სოსლან რამონოვი (65), ვინც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გაიმარჯვა, ოღონდ ისიც მოსკოვში ვარჯიშობს, ნაკრებში კი თედეევის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებოდა.

მას მომავალშიც ექნება მცდელობა, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის ნაკრები დამოუკიდებელ გუნდად გაიყვანოს საჭიდაო არენაზე რუსეთის მასშტაბით მაინც, რაც, ვფიქრობთ, ჩვენმა ჭიდაობის ფედერაციამ აუცილებლად უნდა გააპროტესტოს.

ვფიქრობთ, ეს აუცილებლად მოიტანს რეალურ შედეგს, რადგან მაშინ რუსეთს მოუწევს პასუხისგება ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის წინაშე, რადგან სამხრეთ ოსეთი არაა აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. პირიქით - ცალკეული ქვეყნებიც და უმაღლესი დიპლომატიური ფორუმებიც ადასტურებენ მის ოკუპირებულ სტატუსს.

ოღონდ არაოფიციალურ შეჯიბრებებში, რომლებიც არც რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის და მით უფრო - მსოფლიოს გაერთიანებული ფედერაციის კალენდარში არაა შეტანილი, ჩვენც ვერაფერს გავხდებით. უკვე იყო კიდეც ერთი-ორი პრეცედენტი, როცა ასეთ შეჯიბრებებში ცხინვალის გუნდი მიიწვიეს.

გედუევი ისევ დაგვაკლდება

დაღესტნურმა საიტმა არაოსურ თემაზე კიდევ ერთი ინფორმაცია გვამცნო, რომელიც, ვფიქრობთ, თქვენც დაგაინტერესებთ: კვლავაც ვერ განაახლა ვარჯიში რიოს ოლიმპიადის ფინალისტმა და ევროპის სამგზის გამარჯვებულმა ანიუარ გედუევმა (74).

თუმცა ოლიმპიადის შემდეგ ტრავმის გამო მას არც უჭიდავია და ამაში იქნებ ახალი არაფერია, მაგრამ მის დაბრუნებას ყოველი დიდი ტურნირის წინ ელოდებიან. ამ ინფორმაციაში სიახლეც სწორედ ისაა, რომ ყაბარდოელი ფალავანი გამოტოვებს მეზობელ ნაზრანში ამ დღეებში დაგეგმილ რუსეთის პირველობას, ანუ აგვისტოში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის არანაირი შანსი არა აქვს.

იმ ტურნირზე ჯერ არც ჩვენი მონაწილეა გარკვეული, თუმცა ვინც უნდა გავიდეს, წონის ერთ-ერთი ტიტულოვანი ათლეტი მაინც დააკლდება.

გედუევის კარიერა მჭიდროდაა დაკავშირებული თბილისთან - 2013 წელს სწორედ აქ გახდა პირველად ევროპის ჩემპიონი, როცა მეორე წრეში დავით ხუციშვილი დაგვიმარცხა, ფინალში კი უნგრელ გაბორ ჰატოშსაც აჯობა.

სხვათა შორის, მაშინ თბილისიდან ყაბარდოელებმა კინაღამ მეორე ოქროც წაიღეს, მაგრამ ნახევარფინალში დავით მარსაგიშვილმა სკანდალურ შეხვედრაში აჯობა ანზორ ურიშევს, რასაც მისი და რუსი ქომაგ-მწვრთნელების გაცხარება მოჰყვა, რაზეც ტრიბუნები დაცვამ ძლივს დააკავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
[VIDEO] პირველ ტაიმში ალისონმა ითამაშა, მეორეში მამარდაშვილმა - "ლივერპული" სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
თავისუფალი ჭიდაობა. მეტოქე: რუსული სკანდალი ქართული აქცენტით [გაგრძელება]
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, კენჭაძე ვიცე-ჩემპიონი [VIDEO]
მეტოქე: რა შანსები გვაქვს რუსებთან ევროპის ჩემპიონატზე?
დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]
"თავისუფალთა" ნაკრები მინსკში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა
კარგი შანსი ქართველებისთვის - რუსული საჭიდაო ლაზარეთი
ჯამბულათ თედეევის მეორედ მოსვლა - რუსეთის ნაკრებს მწვრთნელი შეუცვალეს
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]
სამი ქვეყნის მოჭიდავე - ინტერვიუ გიორგი კეტოევთან