"აძურინი" ტურნირის აშკარა ფავორიტია
იტალიურ სპორტულ მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია იტალიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობამ, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს. ტურნირი პოლონეთში გაიმართება და 15 ივნისს დაიწყება. "აძურინის" მთავარმა მწვრთნელმა ლუიჯი დი ბიაჯომ უძლიერეს შემადგენლობას მოუყარა თავი - გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც უკვე რეგულარულად ასპარეზობენ იტალიის ეროვნულ ნაკრებში. გავეცნოთ შემადგენლობას და განვავრცოთ თემა...

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), სიმონე სკუფეტი (უდინეზე), ალესიო კრანიო (ბენევენტო)

მცველები: ანტონიო ბარეკა (ტორინო), დავიდე ბირასკი (ჯენოა), დავიდე კალაბრია (მილანი), მატია კალდარა (ატალანტა), ანდრეა კონტი (ატალანტა), ალექს ფერარი (ვერონა), ნიკოლა მურუ (კალიარი), დანიელე რუგანი (იუვენტუსი)

ნახევარმცველები: მარკო ბენასი (ტორინო), დანილო კატალდი (ჯენოა), რობერტო გალიარდინი (ინტერი), ალბერტო გრასი (ატალანტა), მანუელ ლოკატელი (მილანი), ლორენცო პელეგრინი (სასუოლო)

თავდამსხმელები: დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა), ალბერტო ჩერი (პესკარა), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), ლუკა გარიტანო (ჩეზენა), ანდრეა პეტანია (ატალანტა)

540 მილიონი ევრო

ლუიჯი დი ბიაჯოს სია მართლაც შთამბეჭდავია - ფეხბურთელების უმეტესობამ სერია A-ს გასულ გათამაშებაში ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელთა საერთო ღირებულება 540 მილიონი ევროა - ანუ საშუალოდ ერთი ფეხბურთელი თითქმის 24 მილიონი ევრო ღირს, რითაც ბევრი ეროვნული და მათ შორის, ტოპ-ნაკრები ვერ დაიკვეხნის.

20 ფეხბურთელი ელიტაში

ლუიჯი დი ბიაჯოს განაცხადში სულ 23 ფეხბურთელია და აქედან 20 სერია A-ს გუნდში ასპარეზობს. მხოლოდ სამი ფეხბურთელი ირიცხება სერია B-ს გუნდებში და ისინიც სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებად მოიაზრებიან - მათ შორის, ერთი ალესიო კრანიო გახლავთ "ბენევენტოდან", რომელიც მესამე მეკარეა და ისიც ვთქვათ, რომ "ბენევენტო" სერია B-ს პლეი ოფშია და შესაძლოა, ელიტარულ ლიგაში ავიდეს.

14 ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან

დი ბიაჯოს განაცხადიდან 14 ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშები, რამდენიმე მათგანი კი უკვე რეგულარულად ხვდება "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში. მაგალითად, ბოლო სანაკრებო შეკრებაზე ჯან პიერო ვენტურას განაცხადში ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად სწორედ ახალგაზრდული ნაკრების მეკარეები ჰყავდა: ჯიჯი დონარუმა და სიმონე სკუფეტი. ეროვნულ გუნდს უკვე გაუშინაურდნენ "იუვენტუსის" მცველი დანიელე რუგანი, "სასუოლოს" ნახევარმცველი ლორენცო პელეგრინი, "ინტერის" შუახაზელი რობერტო გალიარდინი და "ფიორენტინას" შემტევი ფედერიკო ბერნარდესკი. დი ბიაჯოს განაცხადში უნდა იყოს ალესიო რომანიოლი, მაგრამ "მილანის" ცენტრალური მცველი ტრავმირებულია.

მხოლოდ გამარჯვება

იტალიაში ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ პოლონეთში ლუიჯი დი ბიაჯოს სუპერგუნდი მიჰყავს - მიზანი ერთადერთია: "აძურინი" ევროპის ჩემპიონი უნდა გახდეს. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 12 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც 3 ჯგუფად არიან დაყოფილნი. იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში ჩეხეთთან, დანიასთან და გერმანიასთან ერთად მოხვდა. ნახევარფინალში ჯგუფების გამარჯვებულები და პლუს, საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ. "აძურინის" მწვრთნელი, ლუიჯი დი ბიაჯო მისი გუნდის გარშემო არსებული აჟიოტაჟით შეშფოთებულია და მედიას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს:

"ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებაა და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ გუნდის გარშემო ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა არ ღირს - ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ არც სხვებს ეყოლებათ სუსტი გუნდები. ასე რომ, თითოეულ შეხვედრაში დიდი ბრძოლა მოგველის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ტიფოზა" შეგეყარათ?
გასაგებია რომ იტალიას გულშემატკივრობთ, მაგრამ სხვა გუნდებზეც დადეთ მსგავსი მსუყე სტატიები.თუნდაც მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მი-მო-გეხილათ,სადაც ხვალ ფინალია და ნახევარფინალში ინგლისმა თქვენს ნაქებ იტალიას ტაბუ დაადო!
zezva
ფრთხილად იყვენენ ფეხი არ დაუცდეთ.კი ძლიერი გუნდია მაგრამ ესპანეთის ნაკრებსაც გადახედეთ,ჩემი აზრით ამათზე ზლიერები არიან.ესპანეთი:ასენსიო,საული,ბელერინი,დენი სუარეზი,გაია,დელეფუე,რამირეზი... ამას პლიუს ის რომ გამარჯვების წყურვილს არ არიან ეს ფეხბუთელები მოკლებული.ვფიქრობ მთავარი ფავორიტი ესპანეთია
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
საუდის არაბეთის გუნდის გულშემატკივრები "შახტარის" ფეხბურთელის შეძენის წინააღმდეგი არიან
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
ინძაგის ბენზემას თავისი გუნდიდან მოშორება სურს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
"მას ყველაფერი აქვს, მეტი რა გინდათ ფეხბურთელისგან?!" - მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიას უნდა მისცენ
"მამარდაშვილმა ეს აღიარა" - ქართველი მომავალ სეზონშიც "ლივერპულის" მე-2 მეკარე იქნება
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
შოტლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს - "სევილია" "სპორტინგს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს
ორმაგ ტრანსფერთან ახლოს - "ლივერპული" პსჟ-იდან შემტევებს იმატებს
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
დი ბიაჯო: ბუფონზე გავრცელებულ ცნობებს რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს
ალესანდრო კოსტაკურტა: იტალიის ნაკრების მწვრთნელს სამი კანდიდატიდან ავარჩევთ
"ვნანობ თუ არა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას?" - ჯანლუიჯი დონარუმა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
შოუ გრძელდება - ჯანლუიჯი ბუფონი "სკუადრა აძურას" უბრუნდება
"ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება" - ენრიკემ საფონოვის პროგრესსა და ძირითადი მეკარის სტატუსზე ისაუბრა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მარიო ბალოტელი იტალიის ნაკრებში მაინც არ გამოიძახეს
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
ალესანდრო კოსტაკურტა: იტალიის ნაკრების მწვრთნელი 20 მაისს დაინიშნება
ლუიჯი დი ბიაჯო: იტალიის ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა