ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის დედა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს
ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის დედა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მაყვალა ხურციძემ განუცხადა, მან არაერთხელ მიმართა როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა ამ დრომდე არავინ შეხმიანებია.

მისი თქმით, დაკავებული შვილის საკითხით მხოლოდ ჟურნალისტები ინტერესდებიან.

"ამ დრომდე არც ადვოკატი შემხმიანებია. შესაბამისად, არ ვიცი, რა ბედი ელის ჩემს შვილს. 75 წლის ქალი ვარ და არ ვიცი, სად უნდა მივიდე, ვის მივაკითხო, რომ გავიგო ჩემი შვილის ამბავი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სპორტსმენის დედა მაყვალა ხურციძემ.

ნიუ-იორკში 15 ქართველი გასულ კვირას დააკავეს. მათ ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. დაკავებულებს შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ხურციძეს 4 დღის წინ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მაყაშვილი კი გუშინ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი - შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

dato
შეუძლებელია ამ სპორცმენს არ უგულშემატკივრო, მთელი ცხოვრება თვისით მიაღწია ყველაფერს, არავითარი დახმარება არ ჰქონია, საზღვარგარეთ გაატარა თავისი კარიერის დიდი ნაწილი და სულ საქართველოს სახელით გამოდიოდა, მიუხედავათ იმისა, ალბათ რამდენი შეთავაზება ექნებოდა გამოსულიყო სხვა ქვეყნის სახელით და მაინც თვის სამშობლო არ გაყიდა, განსხვავებით უამრავი სხვა სპორცმენისაგან რომელთც საქართველოშიც არ აკლდათ დაფასება თუმცა დღეს უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ გამოდიოდნენ და გამოდიან, ავთო კი არასდროს არავის ახსოვდა, კაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და კრივის ფედერაციამ ორი კვირის შემდეგ მომილოცა ფეისბუქზეო თქვა ერთ გადაცაში, ავთოს კი ყველაფრის მიუხედავად ჰქონდა ის "ჯიგარი" და არაფერში არ ცვლიდა თავისი ქვეყნის სახელს და ყოველთვის ამაყად წარადგენდა სამშობლოს, არ ვიცი შეიძლება ვიღაც მსუბუქადმოაზროვნე კაცმა რაღაც დაწეროს ან თქვას დაუფიქრებლად ცუდი მაგრამ ეს ავთოს სახელს ვერაფერს დააკლებს, უბრალოდ ცოტა საწყენია როცა ამ ყველაფერს ადამიანი ვერ ხედავს, განსაკუთრებით კი ხელისუფლებაში. რათქმაუნდა ნაკლი ყველას აქვს და ავთოც არ შეიძლება იყოს გამონაკლისი მაგრამ მას მთავარი აქვს იგი ნამდვილი ქართველი მებრძოლი ვაჟკაცია, უბრალოა და ამიტომაც უყვარს იგი ქართველ ხალხს დარწმუნებული ვარ იგი ყველაფერს გაუძლებს და უფრო ძლიერი დაბრუნდება საქართველოსთვის.
pasuxi
ეგ თავისდროზე უნდა გეკითხათ, თუ ვისთან მეგობრობდა და დადიოდა თქვენი შვილი. ახლა კი ქურდებს მიაკითხეთ, ისინი უფრო დაწვრილებით გეტყვიან თუ რა სჭირს თქვენს ბიჭს.

ხელისუფლებას რა ვალდებულებაცა აქვს იმ ვალდებულებას არ ასრულებს და რამდენი უცხოეთში უცხო ქვეყნის კანონმდებლობით ვინმეს დაიჭერენ,მითუმეტეს ამერიკაში,რაო რას ეტყვიან-გამოუშვით და ჩვენ ჩავჯდებით მაგათ მაგივრადო?კანონთან თუ ვინმე მართალია ნუ შეეშინდება..
qutaisi
ლევან მაყაშვილმა თავის გაინაგდა,ერთი დაერეკა ავტანდილის დედისთვის ეთქვა სადარის? ცოცხალია? იქნებ ენუგეშებინა მაინც....
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი