ჯანლუიჯი დონარუმას მომავლის თემა ძალიან აქტუალურია
ჯანლუიჯი დონარუმას მომავლის თემა ძალიან აქტუალურია. ბევრი ცნობილ აგენტს, მინო რაიოლას ადანაშაულებს იმაში, რომ იტალიური ფეხბურთის იმედი "მილანს" აუჯანყდა, მაგრამ საკითხი უფრო ღრმა შესწავლას მოითხოვს და რაც ხდება, მხოლოდ რაიოლას ბრალი არ უნდა იყოს...

"მილანის" ბოლო წლების ისტორია ერთი დიდი წარუმატებლობის ისტორიაა. ერთადერთი ნათელი წერტილი გახლდათ თინეიჯერი გოლკიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას გამობრწყინება. მართლაც ზღაპარს ჰგავდა ისტორია 16 წლის ბიჭის შესახებ, ვინც ძირითად გუნდში დამკვიდრდა.

გაჩნდა შეგრძნება, რომ ახალი, დიდი "მილანი" სწორედ დონარუმას გარეშე უნდა აშენებულიყო. ის გახდა "მილანისტების" ყველაზე თამამი ოცნების მთავარი გმირი. გულშემატკივრებს სჯეროდათ, რომ დონარუმა გუნდს არაერთ წარმატებას მოუტანდა მომავალში.

ახლა ეს ყველა ოცნება დაინგრა. ეს მას შემდეგ, რაც კლუბმა გამოაცხადა, რომ მინო რაიოლამ მათ აცნობა: დონარუმას არ სურს კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება. დიდი ალბათობით, დონარუმა 12 თვის შემდეგ დატოვებს "მილანს". ეს ის ვადაა, როცა კლუბსა და მეკარეს შორის კონტრაქტის ვადა იწურება.

მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გაცხადდა, ფანებმა და საზოგადოებამ რაიოლას როლი მიმდინარე პროცესებში ზედმეტად გააბუქა. ეს, ალბათ, ფეხბურთელის ასაკიდან გამომდინარეობდა. დონარუმა ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. რაიოლა კი სუპერაგენტია, რომელიც სხვადასხვა დროს წარმატებით თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარიო ბალოტელი, პოლ პოგბა და ჰენრიხ მხითარიანი. მისი კავშირებიც დიდია და გავლენაც.

არადა, რაიოლა სინამდვილეში ყოველთვის კარგს აკეთებს ფეხბურთელებისათვის და იცავს მათ კლუბის ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომებისაგან. მან დიდი ფული იშოვა ტრანსფერებიდან, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ტალანტების აღმოჩენას და მერე ყველაფერს აკეთებს მათი სწორი განვითარებისათვის.

რა თქმა უნდა, მორალური თვალსაზრისით, შეიძლება გაჩნდეს კითხვები რაიოლას მიმართ, მაგრამ ასეთი კითხვები შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერი აგენტის მიმართ. თანაც, ყველა ფეხბურთელს ურჩევნია, მინოსნაირი აგენტი ჰყავდეს. ის ყოველთვის ითვალისწინებს ფეხბურთელის აზრს და მხოლოდ კლუბების დონეზე მოლაპარაკებით არ ადგამს თავს გარიგებას.

ეს ერთი მხარეა, მაგრამ "მილანის" იმ ფანებისათვის, რომლებიც კლუბის მომავალზე ზრუნავენ, ეს ტრანსფერი გულში დანის ჩარტყმის ტოლფასი გახლდათ. რა თქმა უნდა, ისეთი მონსტრები, როგორებიც არიან "პარი სენ-ჟერმენი", "მანჩესტერი"და "რეალი", ყველაფერს გააკეთებენ ტალანტის გადასაბირებლად. ასეთ შემთხვევაში "მილანს" აშკარად გაუჭირდება სახის შენარჩუნება.

სამწუხაროდ, იტალიის ჩემპიონატის რეპუტაცია ბოლო დროს იმანაც დასცა, რომ აღარ დარჩნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ პაოლო მალდინი, ფრანკო ბარეზი, ალესანდრო კოსტაკურტა, ხავიერ ძანეტი და ბოლოს წასული ფრანჩესკო ტოტი. დარჩა მხოლოდ ჯიჯი ბუფონი. წესით, ის 12 თვეში უნდა წავიდეს და მისი წასვლით დიდი და განსაკუთრებული წიგნი დაიხურება.

დონარუმას ყველა პირობა ჰქონდა, რომ ფეხბურთის ისტორიაში შესულიყო, როგორც ერთგული ლეგენდა, მაგრამ ალბათ ის ისე დარჩება ისტორიას, როგორც კლასიკური თანამედროვე ფეხბურთელი. ამავე დროს, მას თავისუფლად შეუძლია, თავისი თაობის ლიდერი იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

koka
პატივცემულო ავტორო, რათ გინდათ რაიოლასმაგვარი ვირთხების ადვოკატობა, რას აკეთებენ ეგენი კარგს, ფეხბურთს რომ სახე დაუკარგეს?საერთოდ გასაწმენდია ფეხბურთი მაგათგან
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
მინო რაიოლას გარდაცვალება მისმა ოჯახმა დაადასტურა
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
დონარუმა "პსჟ"-ში? პარიზული გრანდი "როსონერის" მეკარით დაინტერესდა
ჰოლანი "ბარსელონაში" - ნუთუ ეს შესაძლებელია?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
რაიოლა: "მომკლეს", მაგრამ მკვდრეთით აღვდექი
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
ლაპორტამ რაიოლას ჰოლანის ტრანსფერზე საკომისიოს დაკლება სთხოვა
რაიოლა ჰოლანისთვის ასტრონომიულ ხელფასს ითხოვს!
"ვნანობ თუ არა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას?" - ჯანლუიჯი დონარუმა
"ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება" - ენრიკემ საფონოვის პროგრესსა და ძირითადი მეკარის სტატუსზე ისაუბრა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება