ხანტი-მანსიისკში გრძელდება წრიული სისტემით მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატები
ხანტი-მანსიისკში გრძელდება წრიული სისტემით მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატები. 19 ივნისს მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა.

მანდილოსნებში საქართველოს ნაკრებმა მშრალი ანგარიშით დაამარცხა ასპარეზობის აუტსაიდერი ეგვიპტის გუნდი - 4:0 (შრიკ ვაფა-ლელა ჯავახიშვილი 0:1, ბელა ხოტენაშვილი-მოატაზ აიაჰი 1:0, ემან ელენსერი-ნინო ბაციაშვილი 0:1, სალომე მელია-ეჰაბ თასნიმი 1:0).

მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა ასპარეზობის ერთ-ერთი ფავორიტის - რუსეთისა და განთესვით მე-9 ადგილზე მყოფი აზერბაიჯანის ორთაბრძოლა: ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო-ზეინაბ მამედიაროვა და ალექსანდრა გორიაჩკინა-გულნარ მამადოვა დაზავდნენ, ორგზის ევროპის ჩემპიონმა ვალენტინა გუნინამ გუნაი მამაზადასთან წააგო. მასპინძლები მარცხისგან ოლგა გირიამ იხსნა, რომელმაც ულვია ფატალიევას სძლია. საბოლოოდ ფრე - 2:2.

დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: ინდოეთი-უკრაინა 1.5:2.5, პოლონეთი-აშშ 2:2, ჩინეთი-ვიეტნამი 2.5:1.

სამი ტურის შემდეგ: რუსეთი (8), უკრაინა (7) - 5-5, საქართველო (8), პოლონეთი (7.5) - 4-4, აზერბაიჯანი (6.5), ინდოეთი (6), ჩინეთი (5.5) - 3-3, ვიეტნამი (6.5) - 2, აშშ (5) - 1, ეგვიპტე (0) - 0 ქულა.

მე-4 ტურში ითამაშებენ: საქართველო-რუსეთი, უკრაინა-ვიეტნამი, აზერბაიჯანი-ჩინეთი, აშშ-ეგვიპტე, ინდოეთი-პოლონეთი.

ვაჟთა ტურნირის გუშინდელი შეხვედრები ასე დასრულდა: ინდოეთი-ბელორუსი 2.5:1.5, აშშ-ჩინეთი 2:2, ეგვიპტე-პოლონეთი 1:3, თურქეთი-ნორვეგია 2.5:1.5, უკრაინა-რუსეთი 1.5:2.5.

სამი ტურის შემდეგ: პოლონეთი (8) - 6, ჩინეთი (8), რუსეთი (8) - 5-5, თურქეთი (6.5) - 4, აშშ (6) - 3, ინდოეთი (5.5), უკრაინა (5.5), ნორვეგია (5,5) - 2-2, ბელორუსი (4) - 1, ეგვიპტე (3) - 0 ქულა.

მე-4 ტურში: ბელორუსი-რუსეთი, ნორვეგია-უკრაინა, პოლონეთი-თურქეთი, ჩინეთი-ეგვიპტე, ინდოეთი-აშშ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
სამწუხაროდ ცვენებმა ღრუსებს ვერაფერი მოუხერხეს(((((((((
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე