ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016-17 წწ. გათამაშება შეაჯამა
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა sbm.ge-თან საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016-17 წწ. გათამაშება შეაჯამა. ასევე, სპორტული სააგენტო SBM-სა და სფფ-ს შორის თანამშრომლობასა და ბიზნესლიგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან ასევე ჩვენთან საუბრისას სპორტში ბიზნესსექტორის ჩართულობაზე, აუცილებლობასა და ფეხბურთის, როგორც სპორტის ამ სახეობის მასობრიობის გაზრდას გაუსვა ხაზი.

- რას იტყოდით ფუტსალის ლიგის 2016-2017 წწ. ჩემპიონატზე?

- ჩემი ჩართულობა, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ადასტურებს, თუ რამდენად მომწონს ლიგა და რამდენად კმაყოფილი ვარ. დანარჩენი გულშემატკივარმა და მედიის წარმომადგენლებმა შეაფასონ.

რაც შეეხება ამ ჩემპიონატს, რამდენიმე სიახლე იყო, გუნდების რაოდენობა, გასვლითი ტურები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო და მივესალმები.

- საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ფინალური სერია შედგა ფუტსალის ლიგის გათამაშებაში. თქვენთვის რამდენად მოსალოდნელი იყო ლიგის კულმინაციური სერია?

- ალბათ, თავიდანვე ცხადი იყო. ეს ორი გუნდი ჩემპიონატის ლიდერი იყო და დამსახურებულად გავიდნენ ფინალშიც, თუმცა პირველი თამაშის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთი დასარული ექნებოდა ლიგას, მაგრამ მოხდა ის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს არა მარტო დიდ ფეხბურთშიც, არამედ ფუტსალშიც, თუ რატომ არის სპორტის ეს სახეობა ასეთი საინტერესო; იმიტომ, რომ არის სიურპრიზებით სავსე.

გუნდი, რომელიც არ დანებდა, მაქსიმალურად ეცადა, რომ შედეგისთვის მიეღწია, გახდა ჩემპიონი "სტუ-თელასის" სახით. ვთვლი, რომ გულშემატკივრისთვის იყო მართლაც საოცრება. ყველანაირად გაამართლა. ვიქნები სწორი და აღვნიშნავ, რომ არ გვინდა სადღაც ფრენა, საოცრებებზე საუბარი, უნდა დავეშვათ მიწაზე, ვიყოთ მყარად და უნდა ვეცადოთ, რომ შემდეგი სეზონი იყოს უფრო უკეთესი.

- რაც შეეხება სპორტული სააგენტო SBM-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობას...

- მე მგონი, პირველი სეზონის შემდეგ, როდესაც ჩვენ ერთად ჩავატარეთ ჩემპიონატი, შემდეგ გავაგრძელეთ და ვთქვით, რომ ჩვენ კმაყოფილები ვართ ჩვენი ერთობლივი პროდუქტით, რაც შევქმენით. ამით ყველაფერი ითქვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალებით შემდეგ სეზონს უფრო საინტერესოს შევთავაზებთ გულშემატკივარს.

- რას იტყოდით მინი-ფეხბურთში ბიზნესსექტორის ჩართულობაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტში ბიზნესის ჩართულობა?

- SBM არის მართლაც მაგალითი ბევრისთვის, როგორ შეიძლება სწორი მენეჯმენტით, სწორი დაგეგმით მოიზიდო კერძო სექტორი, თუნდაც ის, რომ ჩემპიონატში მფკ "ტატიშვილი" თამაშობს, ეს ხომ მანამდე არ იყო. ეს არის სწორი მიდგომა, გრძელვადიანი იდეა, რომელიც ყოველ წელს უფრო და უფრო ამტკიცებს, რამდენად სწორად მუშაობს SBM.

პირველი წელი არ არის, რაც ჩვენ ვიღებთ ბიზნესლიგაში მონაწილეობას. წლების წინ სულ სხვა დარბაზში ტარდებოდა, წელს იდეალური პირობები აქვთ გუნდებს, გაცილებით მეტი კომპანია ჩაერთო ამ გათამაშებაში, ანუ ფაქტია, რომ გაამართლა.

- რამდენად უწყობს მსგავსი ტურნირები ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას?

- ერთი რამ საკვირველია, ყველა პროფესიონალი არ არის და ეს ბიზნესლიგა ნამდვილად აძლევს ამ ადამიანებს საშუალებას, დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ითამაშონ ფეხბურთი, სპორტით იყვნენ დაკავებულები. კონკურენციაა კომპანიებს შორის, კომპანიის წარმომადგენლებიც ხშირად ესწრებიან, ზოგიც თამაშობს.

თავისთავად, ჩართულობისთვის და მასობრიობისთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენი ფუნდამენტია და ძირითადი თემა ეს არის ფეხბურთში. ერთ-ერთი მთავარი როლი კი ამ ყველაფერში ბიზნესლიგას უკავია.

მე მიხარია და მინდა მადლობა გადავუხადო SBM-ს, რომ ასეთი იდეა წლების წინ შემოგვთავაზა, რომელიც ნამდვილად ამართლებს.

ირაკლი
რა მასიურ ჩართულობაზეა საუბარი როცა ძირითადად მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები თამაშობენ. თუმცა მაინც ყოჩაღ ორგანიზატორებს, იმედია მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება და მეტი გულშემატკივარ-მაყურებელი ეყოლებათ
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წლების სეზონის პრეზენტაცია გაიმართა
ფუტსალის ლიგა 2016/17: პრინციპული ტური!
ფუტსალის ლიგა 2016/17: XII ტურის თბილისური ნაწილი და სუპერმატჩი, სუპერგოლით! [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: III ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "აგორა" და "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ფუტსალის ლიგა 2017/18: ცენტრალური შეხვედრა, საოცარი ფინიშით!
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ფუტსალის ლიგა: უხვგოლიანი ტური, საფეხბურთო თრილერით