მოსკოვისა და ლოძის მსგავსად, მეტის მიღწევა კლერმონშიც შეიძლებოდა, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის მესამე ეტაპიც მე-8 ადგილზე დაასრულა.

მოსკოვისა და ლოძის მსგავსად, მეტის მიღწევა კლერმონშიც შეიძლებოდა, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია.

პალიკო ჯიმშელაძის გუნდს ჰონკონგის საგზურის მოპოვების შანსის შესანარჩუნებლად მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება მართებდა და ექვსივე შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლა, თუმცა ხუთ შემთხვევაში ერთი გარდასახული ლელოს (და ნაკლები) ფარგლებში დამარცხდა.

პირველი მატჩი გერმანიასთან გვქონდა და საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე ანგარიში 0:12 იყო, როდესაც ლევან გოგოლაშვილმა ფინტებით მცველები მარცხენა ფლანგზე შემოიკრიბა, ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა და ბექა ურჯუკაშვილის ლელო მამუკა ნინიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. ბოლო წუთზე ფლანგზე აკაკი ტაბუცაძე გაიქცა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ნინიძემ გარდასახა და 14:12 ვიმარჯვეთ.

ესპანეთმა ერთადერთი ლელო პირველი ტაიმის გაწითლებულ დროზე მიითვალა და მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა - 0:7. უქულო გამოდგა პირველი ტაიმი პორტუგალიასთან, შესვენების შემდეგ კი სისწრაფეს მოვუმატეთ და ლაშა ხმალაძემ ბურთი ძელებშუა დაამიწა - 7:0. პორტუგალიამ ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ გასატანი გარდასახვა გაუცუდდა და თამაში 7:5 უნდა მოგვეგო, თუმცა გაწითლებულ დროზე ჩვენს 22-ში ჩვენივე დერეფანი წავაგეთ, ლელო-გარდასახვა მივიღეთ და პლეი ოფში მესამე ადგილით გავედით (7:12).

მეოთხედფინალში კვლავ ესპანეთი გვერგო და ისევე, როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ლელო პირველი ტაიმის ბოლოს მივიღეთ. თამაში რომ განახლდა, ჩვენივე შეყვანილი ბურთი მოვიგეთ და იოსებ მათიაშვილმა ლელო ძელებშუა გაიტანა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვით დაგვაწინაურა. მეორე ტაიმის შუაში შეცდომების სერიას ხმალაძის სინბინი მოჰყვა, ესპანეთმა მეტობა გამოიყენა და 10:7 იმარჯვა.

მე-5 ადგილის ნახევარფინალში მასპინძელი საფრანგეთი ორი ლელოთი დაწინაურდა. ზედ შესვენების წინ ბიძინა სამხარაძემ სწრაფად გაათამაშა ჯარიმა და ლელოში ხმალაძე შეუშვა, ბაბუნაშვილმა გარდასახა. მეორე ტაიმში მეტოქე ცენტრში შევავიწროვეთ, ბურთი მოვიპოვეთ, მიხეილ გაჩეჩილაძემ ხაზი გაჭრა და ლელო ძელებშუა გაიტანა, ბაბუნაშვილმა წინ გაგვიყვანა - 14:12. ფრანგებმა ლიდერობა მალევე დაიბრუნეს. სულ ბოლოს სალელოვედ შევუტიეთ და მიზნამდე სულ ცოტა რჩებოდა, მაგრამ შებოჭილმა ტაბუცაძემ ბურთი ვეღარ ამოაგდო.

მე-7 ადგილისთვის ბელგიას შევხვდით და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ, მეტოქემ 22:19 იმარჯვა და წინა ორი ტურნირის მსგავსად, მე-8-ზე დავრჩით.

ევროპის გრან პრის მეოთხე, დასკვნითი ეტაპი ინგლისში, ექსეთერში 15-16 ივლისს გაიმართება.

მესამე, კლერმონის (საფრანგეთი) ეტაპზე ითამაშეს: იოსებ მათიაშვილი (აკადემია), ანზორ სიჭინავა (აკადემია), ზურაბ ძნელაძე (აია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), მირიან მოდებაძე (აია), აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, რუსეთი), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), მამუკა ნინიძე (ჯიქი), ბექა ურჯუკაშვილი (არმია), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

Irakli apkhaidze
ოლიმპიური სახეობაა და უფრო დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს
ცუდი მოცეკვავის ამბავი
ცუდ მოცეკვავესო ..... უშლიდა ცეკვაშიო .:-) იღბალი დძლიერებს არ აქცევს ხოლმე ზურგს, კარგად დაიმახსოვრეთ !!!!
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
7:0. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს სძლია და A ლიგაში გადასვლის შანსი აქვს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"