"ინტერის" ახალი მწვრთნელი ულტიმატუმის ენით ლაპარაკობს
"ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულ ახალი დანიშნულია ლუჩანო სპალეტი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში მილანური გრანდის მესვეურები ირიბად გააკრიტიკა და მათ სატრანსფერო ბაზარზე მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

ტრანსფერები

როდესაც "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავინიშნე, კლუბის მესვეურები რაღაცებს შემპირდნენ და იმედია, ეს დანაპირები შესრულდება.

მე არ ვარ იმ მწვრთნელებზე უფრო ნიჭიერი, რომლებიც აქ ჩემამდე მუშაობდნენ და შესაბამისად, სასწაულებს ვერ მოვახდენ - საჭიროა ფეხბურთელები იმისთვის, რომ მაღალი მიზნები შევასრულოთ. ფაქტია, რომ ჯერჯერობით, გუნდი არაა დაკომპლექტებული და ეს პროცესი არც დაწყებულა. სატრანსფერო პოლიტიკაზე პიერო აუზილიო და ვალტერ საბატინი აგებენ პასუხს და მე ველოდები სიახლეებს - წინააღმდეგ შემთხვევაში, მომიწევს ამ თემებზე პრესასთან ლაპარაკი.

გაზეთებში ვკითხულობ, რომ ჩვენ 150 მილიონ ევროს დავხარჯავთ ტრანსფერებში და იმედია, ეს პროგნოზი გამართლდება.

მიზანი

ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. "ინტერს" აქვს იმის პოტენციალი, რომ გაცილებით უკეთ ითამაშოს, ვიდრე გასულ სეზონში, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მეტი აქტიურობაა საჭირო სატრანსფერო ბაზარზე.

"ინტერი" აუცოლებლად უნდა თამაშობდეს ჩემპიონთა ლიგაზე და სწორედ ამას ელიან ჩვენგან გულშემტკივრები. ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაა, შემდეგ კი "ინტერმა" იტალიაშიც და ევროპაშიც მხოლოდ უმაღლესი მიზნები უნდა დაისახოს.

იუვენტუსი

"იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მტკივნეული მარცხი იწვნია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ გააძლიერებს ტურინულ გუნდს. უფრო მეტად შეეცდებიან, რომ მომდევნო სეზონშიც მოიგონ სკუდეტო და კიდევ ერთხელ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

უკვე გავრცელდა ცნობები, რომ "იუვე" რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელს დაიმატებს და რა თქმა უნდა, ეს მასიმილიანო ალეგრის გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. ჩემი აზრით, "იუვე" მომდევნო სეზონშიც სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტი იქნება.

რომა

"რომას" ჩემი გულის ნაწილი ეკუთვნის და ამ გუნდს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ მომავალში. არასდროს მსურდა "ჯალოროსის" დატოვება, მაგრამ ასე გახდა საჭირო.

ვერ დავინახე ის პროექტი, რომელიც რომაულ გუნდს წარმატებამდე მიიყვანს, მე კი ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას იმაზე, რისიც არ მჯერა - "რომა" ჩემპიონთა ლიგაზე გავიყვანე და მსურდა, რომ ამ ტურნირზეც წარმომეჩინა შესაძლებლობები, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ კლუბის მესვეურებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე. ვერ მომცეს გარანტია, რომ გუნდი გაძლიერდებოდა, ამის გარეშე კი წარმატების მიღწევა ერთბაშად რამდენიმ ფრონტზე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.

ტოტი

ფრანჩესკო ტოტისთან მქონდა პრობლემები, მაგრამ ყველაფერი მალევე მოგვარდა და ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. პირადად მომხრე ვიყავი, რომ ფრანჩესკოსთან ახალი კონტრაქტი გაფორმებულიყო.

როდესაც ტოტი გასახდელშია, ეს უკვე კარგად აისახება ფეხბურთელებზე. ჩვენ ერთად წავედით "რომადან", თუმცა არა, ის არასდროს დატოვებს "რომას", რადგან სხვაგან თავი უბრალოდ ვერ წარმოუდგენია. ტოტიმ ეპოქა შექმნა და ეს ნამდვილად დასაფასებელია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები