ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი:"ბარსელონა" რომში სამბურთიანი ფორით მიემგზავრება [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "რომა" 4:1 დაამარცხა.
ამ შეხვედრის წინ "ბარსას" მცველმა ჟორდი ალბამ განაცხადა, რომ უნდოდათ "ჯალოროსი" კვლავ 6:1 დაემარცხებინათ და როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს.
მიუხედავად დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობისა პირველ ტაიმში მასპინძლებს ანგარიშის გახსნა გაუჭირდათ (რაკიტიჩმა და სუარესმა ბურთი ძელს გაარტყეს) და ალბათ, ვერც გახსნიდნენ, რომ არა დე როსი, რომელმაც საკუთარი კარი აუღებელი დარტყმით დალაშქრა.
მეორე ტაიმი მოულოდნელად რომაელთა იერიშებით დაიწყო და ჯეკომ კარგი შანსი ვერ გამოიყენა. შემდეგ კი "რომამ" ისევ ავტოგოლი გაიტანა, როდესაც რაკიტიჩმა შეტევაში ჩართულ უმტიტის განივი გადაცემა გაუკეთა და მანოლასმა ბურთს ალისონის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, ცოტა ხანში კი პიკემ მესამედ დაამწუხრა იტალიელები და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
ტაიმის დასასრულს "რომამ" სამი მწვავე იერიში მიიტანა ტერ შტეგენის კარზე, გერმანელმა კიპერმა შეცვლაზე შესული ელ შაარავისა და პეროტის დარტყმული ბურთები მოიგერია, ჯეკოს დარტყმულს კი ვერაფერი მოუხერხა. თუმცა, კატალონიურმა გუნდმა მაინც მოახერხა სამბურთიანი სხვაობით გამარჯვება - სუარესმა მცველებს დაასწრო და 4:1.
ეს ინიესტას 21-ე მეოთხედფინალური მატჩი იყო და ამ მაჩვენებლით ყოფილ თანაგუნდელ ხავის და "მანჩესტერის" ნახევარმცველ გიგზს გაუთანაბრდა.
ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ბლაუგრანას მეტოქეებმა 5 ავტოგოლი გაიტანეს, რაც ამ ტურნირის რეკორდია.
04.04.18. ბარსელონა - რომა 4:1
მატჩის შემდგომი კომენტარები:
▶ ეუსებიო დი ფრანჩესკო: მსაჯები არ უნდა მიეხმარონ "ბარსელონას"
▶ ერნესტო ვალვერდე: რა თქმა უნდა, 4:1-ს 3:0 მერჩივნა
ბარსელონა. "ნოუ კამპი". 90 106 მაყურებელი
ბარსელონა - რომა 4:1
გოლები: 1:0 დე როსი (38, ავტოგოლი), 2:0 მანოლასი (56, ავტოგოლი), 3:0 პიკე (59), 3:1 ჯეკო (80), 4:1 ლ.სუარესი (87)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, უმტიტი, პიკე, სემედო, ინიესტა (დ.სუარესი 84), რაკიტიჩი, ბუსკეტსი (პაულინიო 66), სერხი რობერტო (ანდრე გომეში 83), ლ.სუარესი, მესი
რომა: ალისონი, კოლაროვი, ფასიო, მანოლასი, პერესი, პელეგრინი (გონალონი 61), დე როსი (დეფრელი 77), სტროოტმანი, პეროტი, ჯეკო, ფლორენცი (ელ შაარავი 72)
N
სინამდვილეში, აზდაკი ამბობს: "მე რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ!"
დათო
არადა არ იმსახურებდა რომა ასეთ მარცხს, ძალიან არ გაუმართლათ
სოსო
"მე რასაც ვაკეთებ,ხარისხიანად ვაკეთებ!"ეს ფრაზაა ბერთოლდ ბრეხტის პიესიდან,"კავკასიური ცარცის წრე".დიდებული ფეხბურთელია ჯუზეპე დე როსი და ავტოგოლიც კი, დიდებული დარტყმით გაიტანა.
gg
ეგეთი რამე არც მახსოვს და არც ველოდი, ოთხივე თამაში პირველივე რაუნდში დამთავრდა,აზრი აღარ აქვს მეორე თამაშების ყურებას
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა - მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
პსჟ შეიძლება ორმა მეკარემ დატოვოს
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სიეტლთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას კურიოზული გოლი - პსჟ-მ "სიეტლ საუნდერსს" მოუგო და პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "სიეტლ საუნდერსს" 1:0 ამარცხებს
"სიეტლთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
გოჩოლეიშვილი "შახტარში" დროებით დაბრუნდა?
პსჟ-მ შეიძლება სომეხი ფეხბურთელი შეიძინოს - ლუის ენრიკე სწრაფ შემტევს ეძებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
მიქაუტაძე "მანჩესტერს" სჭირდება - ინგლისური გამოცემა "იუნაიტედს" ქართველის შეძენას ურჩევს
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
"შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი" - კამბიასომ "სიტისთან" მოლაპარაკებები გაიხსენა
ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა "ატლეტიკოს" აღარ გაწვრთნის
"ბაიერნი" ხავსს ეჭიდება - მიუნხენში იმედოვნებენ, რომ "ბარსელონა" უილიამსს ვერ დაარეგისტრირებს
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
"ლივერპულმა" "მამარდას" შემთხვევაშიც მსგავსი რამ გააკეთა" - "ბარსას" სპორტული დირექტორი
იქნება დიდი დაბრუნება? - ანჩელოტიმ შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
"ბარსელონაში" გადასვლა ძვირად დაუჯდა - გარსია სახლიდან ვეღარ გადის
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის
იამალი სკანდალში გაეხვია - ვინ არის ესპანელის 30 წლის შეყვარებული, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან?