ბალტიის ლიგაზე გამარჯვებული 13-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები პაატა გურასპაულმა მიიღო
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული „ჰიუნდაის“ 13-წლამდელთა გუნდს ფედერაციის ოფისში შეხვდა. ახალგაზრდმა ჰიუნდაელებმა გასულ კვირას სოლიდურ წარმატებას მიაღწიეს: ბალტიის ლიგის ფინალში ლიტვური „მაჟეიკიაის“ 49:45 მოუგეს და წარმომადგენლობითი ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.

გურასპაულმა პატარა ჩემპიონები, მათი მწვრთნელები და კლუბის ხელმძღვანელები საკუთარ კაბინეტში მიიღო, წარმატება მიულოცა, რჩევა- დარიგებები მისცა და წარმატებები უსურვა.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ჰიუნდაელებმა კალათბურთის ფედერაციის საპრესკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მათ ჟურნალისტები დახვდათ. შეხვედრაზე „ჰიუნდაის“ მწვრთნელებს – ირაკლი და ნიკო ჩერქეზიშვილებსა და გუნდის დირექტორ გია სანაძეს ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა მისალოცი სიგელი გადასცა. ქართული კალათბურთის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის, კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ წარმომადგენელს, ლევან წულაიას ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა სპეციალური სიგელი გადასცა.

ბალტიის ლიგა საკმაოდ წარმომადგენლობითი და პრესტიჟული ტურნირი გახლავთ. შეჯიბრში ლიტვის, ლატვიის, რუსეთის, ბელარუსის, ფინეთის, უკრაინის და საქართველოს 25 გუნდი მონაწილეობდა და თამაშები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდებოდა. პლეი ოფამდე, რეგულარულ ჩემპიონატში ჰიუნდაელებმა 25 მატჩი გამართეს და მოპოვებული 16 გამარჯვებით პლეი ოფში გავიდნენ.

„ძალიან მაღალი დონის ტურნირი იყო და ამ შედეგს ნამდვილად არ ველოდით, თუმცა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და გაიმარჯვეს“ – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ჩერქეზიშვილმა.

ფინალური ეტაპის ფავორიტი მოსკოვის „დინამო“ გახლდათ, რომელმაც მეორე ჯგუფურ ეტაპზე 15-დან 15 გამარჯვება მოიპოვა. „ჰიუნდაი“ მოსკოვურ კლუბს ნახევარფინალში შეხვდა და 53:36 გაანადგურა, რის შემდეგაც, ფინალურ შეხვედრაში ლიტვურ „მაჟეიკიაის“ დაძაბულ ბრძოლაში სძლია და სადებიუტო სეზონშივე ბალტიის ლიგის ჩემპიონი გახდა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ფინალური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ ნიკოლოზ თოთლაძე დაასახელეს, ხოლო გუნდის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი გეგა წულაიამ დაიმსახურა.

[VIDEO] დარბაზი დაინგრა - საოცრება არგენტინის ჩემპიონატის საკალათბურთო მატჩში
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
"დინამო არენის" რეაბილიტაციისთვის გერმანელი არქიტექტორების ვიზიტი
შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
[VIDEO] ეფექტურ სტილში - მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...