ევროპა ლიგა. 1/4-ფინალები: "არსენალი" და "ატლეტიკო" გადარჩნენ, "ლაციო" და "ლაიპციგი" - ვერა [VIDEO]
12 აპრილს ევროპა ლიგის მეოთხედფინალების საპასუხო შეხვედრები გაიმართა და ნახევარფინალური ეტაპის მონაწილე ოთხივე გუნდი გამოვლინდა.
უნდა აღინიშნოს, ჩემპიონთა ლიგის დარად, აქაც მეტად დაძაბული დაპირისპირებები შედგა.
"არსენალის" მენეჯერმა არსენ ვენგერმა თავის ფეხბურთელებს შეახსენა, რომ "ბარსელონამაც" მოუგო "რომას" 4:1, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა.
მოსკოვში ცსკა 50-ე წუთზე უკვე 2:0-ს იგებდა, მაგრამ უელბეკმა 75-ე წუთზე საპასუხო გოლი გაიტანა და ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა.
ბოლოს რამსიმ, რომელმაც ლონდონში არმიელებს დუბლი შეუსრულა, აკინფეევი კიდევ ერთხელ დაამწუხრა და 2:2.
"მეთოფეები" 18 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ ევროტურნირის ნახევარფინალში.
12.04.18 ცსკა - არსენალი 2:2
მადრიდში "ატლეტიკოსთან" დამარცხების (0:2) შემდეგ, "სპორტინგის" პრეზიდენტმა ბრუნუ დი კარვალიუმ 19 ფეხბურთელი დუბლებში გადაიყვანა. თუმცა, მერე მიხვდა, რომ დუბლიორები, რომლებიც ქვედა დივიზიონის 20-გუნდიან ჩემპიონატზე მე-19 ადგილზე არიან, მათ სათანადოდ ვერ შეცვლიდნენ და გადაწყვეტილება შეცვალა. "სპორტინგმა" ლისაბონში 28-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდმა გაუძლო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
12.04.18 სპორტინგი - ატლეტიკო 1:0
"ლაციომ" რომში პირველი მატჩი "ზალცბურგს" 4:2 მოუგო და ავსტრიული გუნდის 35-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა (ბოლოს შარშან 27 აგვისტოს "შტურმთან" 0:1 დამარცხდა). საპასუხო მატჩის 55-ე წუთზე იმობილემ სტუმრები დააწინაურა, ორი მატჩის ჯამში ანგარიში 5:2 გახდა და ვინ იფიქრებდა, რომ ამის შემდეგ ავსტრიული გუნდი 4 უპასუხო გოლს გაიტანდა და ნახევარფინალში გავიდოდა? "ზალცბურგმა" 72-დან 76-წუთის ჩათვლით 3 გოლი 247 წამში გაიტანა, რაც ამ ტურნირის რეკორდია.
12.04.18 ზალცბურგი - ლაციო 4:1
"მარსელმა" სტუმრად წაგების (0:1) შემდეგ "ველოდრომზე" 5:2 სძლია "ლაიპციგს" და ნახევარფინალში გავიდა. ანგარიში თამაშის ბოლომდე 4:2 იყო, სტუმრები ერთი გოლის გატანის შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადიოდნენ, შეტევაზე უკანმოუხედავად გადავიდნენ და ზურგმოშიშვლებულებმა მეხუთე ბურთი მიიღეს საკუთარ კარში.
12.04.18 მარსელი - ლაიფციგი 5:2
ცსკა-არსენალი 2:2 (1:4)
გოლები: 1:0 ჩალოვი (39), 2:0 ნაბაბკინი (50), 2:1 უელბეკი (75), 2:2 რამსი (90+2)
მარსელი-ლაიპციგი 5:2 (0:1)
გოლები: 0:1 ბრუმა (2), 1:1 ლსანკერი (6, ავტ), 2:1 სარი (9), 3:1 ტოვენი (38), 3:2 აუგუსტინი (55), 4:2 პაიე (60), 5:2 საკაი (90+4)
ზალცბურგი-ლაციო 4:1 (2:4)
გოლები: 0:1 იმობილე (55), 1:1 დაბური (56), 2:1 ჰეიდარა (72), 3:1 ჰვანგი (74), 4:1 ლაინერი (76)
სპორტინგი-ატლეტიკო 1:0 (0:2)
გოლი: 1:0 მონტერო (28)
გუგა
ღადაობთ? :დ 2006 წელი დაგავიწყდათ თუ ჩემპიონთა ლიგა არაა ევროტურნირი?
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან
[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში
პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს
ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? - ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბოტაფოგოსთან" მატჩში?
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს