სუპერლიგა: "დინამომ" "მგზავრებს" 15 ქულით სძლია
სუპერლიგის მორიგი ტური დასრულდა. ბოლო მატჩში ერთმანეთს “მგზავრები” და “დინამო” შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში “დინამოზე” გვარიანად დაბლაა, ამ გუნდების აქამდელი 3 მატჩიდან 2 “მგზავრებს” ჰქონდა მოგებული. უხერხულ მეტოქესთან მატჩი მოქმედმა ჩემპიონმა შედეგიანად ჩაატარა და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 75:60.

უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ გუნდს იოლად არ მოუგია. პირველი ნახევრის 32:37 წაგების შემდეგ, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი “მგზავრები” დაწინაურდნენ. მესამე პერიოდის შუაწელში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა – ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხან – მეორე. ბოლო პერიოდის წინ “დინამო” 2 ქულით იგებდა, თუმცა დასკვნითი ათწუთეული მოწოდების სიმაღლეზე ჩაატარა – გუნდური და რაც მთავარია, შედეგიანი თამაშის შედეგად მოქმედმა ჩემპიონებმა ხელჩასაჭიდი, 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და თამაში გამარჯვებამდე აუღელვებლად მიიყვანეს.

“დინამოში” ერთბაშად 5-მა მოთამაშემ უწია 10-ქულიან ზღვარს. 14-14 ქულით ილია ლონდარიძე და კაელ ტურპინი გამოირჩნენ. 12 ქულა დააგროვა გიორგი შარაბიძემ, ხოლო 11 – ალექსანდრ მიტროვიჩმა. 10 ქულა შესძინა დინამოელებს რეივენ ლიმ. “მგზავრებში” 17 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი. 15 ქულა ტეილორ სტეფორდმა მოაგროვა, ხოლო ბერნარდ ნკალიმ “მგზავრებს” 7 ქულა და 11 მოხსნა შესძინა.

სუპერლიგის მორიგი მატჩები 20 და 21 აპრილს გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ბუბა ბერიშვილი – „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი:

„ვულოცავ „დინამოს“ გამარჯვებას, მე ვიტყოდი, რომ ჩემი გუნდი ცოტა გადაღლილია, ბათუმშიც თამაში გვქონდა და მგზავრობის შემდეგ ფიზიკურად „დინამოსთვის“ ვერ მოვემზადეთ. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია, თუმცა ბევრი შეცდომა დავუშვით, ბურთებიც არ წაგვივიდა. ვეცდებით, მომავალში გამოვასწოროთ და განსაკუთრებით კარგად მოვემზადოთ პლეი-ოფისთვის, ამ ეტაპზე ჩვენთვის ესაა მთავარი.“

ირაკლი ხოშტარია – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

„უკვე პლეი-ოფისთვის მზადება მიმდინარეობს, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დარჩენილი სამი თამაშიც, რადგანაც აქვს მნიშვნელობა რომელ ადგილზე გავალთ. პირველი ოთხეული გამოკვეთილია, მაგრამ ბოლო თამაშები აუცილებლად კარგად უნდა გამოვიყენოთ არა მარტო შედეგისთვის, არამედ პლეი-ოფისთვის მოსამზადებლად. ყველაფერი წინაა და ვეცდებით, პლეი-ოფს შევხვდეთ სასურველ კონდიციებში და სასურველი ადგილით.“

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
"დინამო არენის" რეაბილიტაციისთვის გერმანელი არქიტექტორების ვიზიტი
შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
7-კაცას მე-7 ადგილი
[VIDEO] ეფექტურ სტილში - მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს