კვირას "მანჩესტერ სიტი" საკუთარ ასპარეზზე ჩემპიონის რანგში მიიღებს "სუონსის".

ამ შეხვედრას პრემიერლიგის ახალი ტრიუმფატორისთვის დიდი სატურნირო დატვირთვა არ ექნება, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ სტადიონზე მართლაც განუმეორებელი ატმოსფერო იქნება.

"სიტის" ხმაურიანმა ქომაგებმა ძალიან კარგად იციან, თუ როგორ მოაწყონ საჩემპიონო ზეიმი, თავის მხრივ, არ გვგონია, ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს ხასიათი გაუფუჭონ. ოღონდ, საკითხავი ისაა, რა შემადგენლობას დააყენებს პეპ გვარდიოლა. არ არის გამორიცხული, მან რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მისცეს.

ლონდონურ დერბიში ერთმანეთს "არსენალი" და "ვესტ ჰემი" შეხვდებიან. "მეთოფეების" სატურნირო ამოცანები აღარ არის აქტუალური. არსენ ვენგერის გუნდი მაინც ვეღარ მოხვდება ჩემპიონთა ლიგაში, შესაბამისად, პრიორიტეტად რჩება ევროპალიგის მოგება, რაც საშუალებას მისცემს "არსენალს", შემოდგომაზე ევროპის უმთავრეს ევროტურნირში ითამაშოს.

ვენგერის კრებული იმდენად არაპროგნოზირებადია (უფრო ნეგატიური კუთხით) ამ სეზონში, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. არადა "ატლეტიკოს" სახით მეტოქე მართლაც რომ ურთულესია. ამდენად, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ დერბიში რამდენადმე გადახალისებულ "არსენალს" ვიხილავთ.

"ლივერპული" ამ სეზონში ორჯერ შეხვდა "ვესტ ბრომვიჩს" და ერთი თამაშიც ვერ მოუგო, თასზე კი სულაც შინ დამარცხდა (2:3). პირველი წრის მატჩი კი "ენფილდზე" უგოლოდ დასრულდა.

"ლივერპული" მაინც მოსაგებად ითამაშებს, მიუხედავად იმისა, სატურნირო მოტივაცია, ფაქტობრივად, აღარ დარჩა, ხოლო რამდენიმე დღეში "რომასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი უწევს. აქედან გამომდინარე, იურგენ კლოპმაც, შეიძლება, გარკვეულწილად გადაახალისოს შემადგენლობა.

"ვესტ ბრომვიჩს" რაც შეეხება, ის თითქმის გავარდნილია პრემიერლიგიდან, მაგრამ მაინც არ ნებდება - აგერ, წინა ტურში "ოლდ ტრაფორდზე" თვით "იუნაიტედი" გააკრა ბეჭებზე.

ამ უქმეებზე ასოციაციის თასის ნახევარფინალური მატჩებიც ("მანჩესტერი"-"ტოტენჰემი" 21 აპრილს, "ჩელსი"-"საუთჰემპტონი" 22 აპრილს) იმართება. "იუნაიტედმა" ამ ტურის მატჩი "ბორნმუთთან" (2:0) ოთხშაბათს ითამაშა, ხოლო "ტოტენჰემმა" სამშაბათს - 1:1 "ბრაიტონთან". გუშინ "ჩელსიმ" XXXI ტურის გამოტოვებული შეხვედრა ჩაატარა "ბარნლისთან", "ლესტერმა" კი ამ ტურის (XXXV) მატჩში "საუთჰემპტონს" უმასპინძლა.

ფაქტები

"უოტფორდმა" ბოლო ორ შეხვედრაში შეძლო "კრისტალ პალასის" დამარცხება.

"არსენალსა" და "ვესტ ჰემს შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"სტოკისა" და "ბარნლის" შორის ბოლო 4 მატჩში ორივეს არ გაუტანია.

"მანჩესტერ სიტისა" და "სუონსის" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

პრემიერლიგა. XXXV ტური

შაბათი, 21 აპრილი

ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 15:30

უოტფორდი-კრ. პალასი 18:00

კვირა, 22 აპრილი

არსენალი-ვესტ ჰემი 16:30

სტოკი-ბარნლი 16:30

მანჩესტერ სიტი-სუონსი 19:30

ორშაბათი, 23 აპრილი

ევერტონი-ნიუკასლი 23:00

ბომბარდირები: 30 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 26 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 16 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ); 15 - რობერტო ფირმინო (ლივერპული).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სიტიმ" "ლიონისგან" შერკი შეიძინა
კვარაცხელიას ნაცვლად ნაყიდი მარკინიოსი "არსენალმა" "კრუზეიროში" გაასხვისა
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის - შერკი "სიტიში" გადავიდა
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
"არსენალმა" როდრიგოსთან მოლაპარაკებები დაიწყო
დე ლაურენტისის მოულოდნელი საქციელი - რა კონტრაქტს სთავაზობს "ნაპოლი" კევინ დე ბრუინს
"ბაიერნში" შოკში არიან - ვირცი კარიერას "ლივერპულში "განაგრძობს
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
პსჟ-ს სპორტული დირექტორი ტოვებს? - კამპოსმა ზღაპრული შეთავაზება მიიღო
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა - "ლივერპულის" კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ
ალისონი "ლივერპულში" რჩება და კონტრაქტის გახანგლძრივების იმედი აქვს
ნურმაგომედოვს კარგი საფეხბურთო გემოვნება ჰქონია - ხაბიბმა საუკეთესო მატჩი დაასახელა [VIDEO]
ახლა ფავორიტი "ბაიერნია" - "სიტი" ვირცისთვის ბრძოლას ჩაეხსნა
პოლ პოგბა ტრავმირებულია თუ თამაში ეზარება?
"მანჩესტერ იუნაიტედის" "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერის შეძენა სურს
"ზალცბურგის" 18 წლის გიგანტით გრანდები ინტერესდებიან
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის - შერკი "სიტიში" გადავიდა
კვარაცხელიას ყველა მომენტი "არსენალთან" [VIDEO]
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"ჩელსიმ" ამ ზაფხულს 269 მილიონი დახარჯა - ტუხელმა გუნდი სრულად დააკომპლექტა
"აი, ასე უნდა ითამაშო ფეხბურთი" - ანრი კვარაცხელიათი აღფრთოვანდა
გუნდში დარჩა კეინი და დაიმატეს უძლიერესი მცველი - თუ კვარაცხელია "ტოტენჰემში" გადავა, სუპერშემადგენლობა დახვდება
ოღონდ შენ წადი! - "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, მარკოს როხოს წასვლაში გადაუხადოს
"ნაპოლიში" დე ბრუინის ანაზღაურება ცნობილი გახდა
რონალდო ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებებს მართავს - რა გეგმები აქვს პორტუგალიელს?
ვარანი ინგლისურ გრანდში გადადის
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს
რონალდოს გუნდის შეცვლა სურს, თუმცა "იუნაიტედს" სხვა გეგმები აქვს
პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეორედ ტოვებს
უარი გიოკერესზე - "არსენალის" ნომერ პირველი სამიზნე ბენჟამინ შეშკოა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
მოურინიო: ეს ორი ფორვარდი ყველასგან გამორჩეულია...
მამარდას "ლივერპულის" სუპერტრანსფერი - "სქაუზერებმა" 150-მილიონიანი გარიგება შეათანხმეს
აი, თურმე რატომ გაქრა ხუსანოვი...