ინგლისურმა "სანმა" კრიშტიანო რონალდოს შესახებ ათი ფაქტი ჩამოთვალა, რომელიც გულშემატკივართათვის ნაკლებადაა ცნობილი.

10) დედამისს მასზე ფეხმძიმობისას აბორტის გაკეთება სურდა, თუმცა ღმერთმა ამის უფლება არ მისცა და ამის გამო არ დაისაჯა.

"ხანდახან რონალდო იცინის და მეუბნება, შენ ხომ ჩემი დაბადება არ გინდოდა... მე კი, მიუხედავად ამისა, შენთან ვარ და გეხმარები, როგორც შემიძლია", - ამბობს კრიშტიანოს დედა.

9) კრიშტიანო რონალდოს გულზე პრობლემები ჰქონდა. 15 წლის ასაკში მან ოპერაცია გაიკეთა, რადგან ტაქიკარდია აწუხებდა, თუმცა ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

8) მისი სრული სახელია კრიშტიანო რონალდო დო სატოს ავეირო, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის საპატივცემულოდ დაარქვეს. კრიშტიანოს მამა რეიგანის დიდი თაყვანისმცემელი იყო.

7) რონალდოს სხეულზე ტატუები არ აქვს, რადგან სისხლს რეგულარულად აბარებს. 2015 წელს მან კამპანიაც კი წამოიწყო და ხალხს მოუწოდებდა, სისხლი ჩაებარებინათ.

მისი თქმით, როდესაც სისხლს აბარებ, სამ ადამიანს მაინც ეხმარები, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნო.

6) კრიშტიანო ალკოჰოლურ სასმელებს არ სვამს. ერთი შეხედვით, ეს გასაკვირი არაა, მაგრამ რონალდოს, გარდა სპორტულისა, ამის პირადი მიზეზიც აქვს.

მამამისი ჟოზე ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა, როდესაც რონალდო 20 წლის იყო.

"მამა მთვრალი ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ მისი ნამდვილი პიროვნების გაცნობა ვერ მოვახერხე. არ ვიცი, რატომ სვამდა მამაჩემი, ალბათ, ცხოვრებისეული პრობლემების გამო. მერჩივნა, ახლა ის ჩემ გვერდით ყოფილიყო და ჩემი წარმატებები ენახა", - იხსენებს რონალდო.

5) რონალდომ თამაში საფეხბურთო კლუბ "ანდორინაში" დაიწყო, სადაც მამამისი გასახდელებს ალაგებდა.

თანაკლუბელები მას ამის გამო დასცინოდნენ, მაგრამ რონალდოზე ამან საპირისპიროდ იმოქმედა და მან უფრო ძლიერად დაიწყო ვარჯიში.

4) მას სკოლაში "მტირალა ბავშვს" ეძახდნენ, რადგან ხშირად ტიროდა, როდესაც თანაგუნდელს პასს აძლევდა, ის კი გოლს ვერ იტანდა.

დედამისი იხსენებს, რომ მას "პატარა ფუტკარსაც" ეძახდნენ, რადგან იმდენად სწრაფი იყო, რომ ვერავინ ეწეოდა.

3) 14 წლის ასაკში რონალდო სკოლიდან გააგდეს, რადგან მან მასწავლებელს სკამი ესროლა. მასწავლებელი მას იმის გამო დასცინოდა, რომ ღარიბი ოჯახიდან იყო.

დედამისმა გადაწყვიტა, იგი სკოლაში აღარ დაებრუნებინა და მის შვილს მხოლოდ ფეხბურთზე მოეხდინა კონცენტრაცია.

2) 2010 წელს "ლივერპულის" ყოფილმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ აღიარა, რომ კრიშტიანო რონალდოს გადაბირებაზე უარი თქვა.

შედეგად, პორტუგალიელი "მანჩესტერში" გადავიდა და დიდებული კარიერა აიწყო.

1) რონალდო უფრო კეთილია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. რამდენიმე წლის წინ მას იაპონელმა ბიჭმა ვიდეოშეკითხვა გაუგზავნა.

მან სცადა, პორტუგალიურად ესაუბრა, თუმცა ეს საშინელი აქცენტით გააკეთა. ამის გამო მედიაში მას დასცინეს.

იაპონიაში ვიზიტისას რონალდო ამ ბიჭს ესტუმრა და მის სახეზე ღიმილი დააბრუნა.

კრიშტიანო საქველმოქმედო საქმიანობითაც გამოირჩევა. სულ ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მოგების გამო მიღებული 506 000 ფუნტი გაეროში გადარიცხა.

მანამდე 5 მილიონით დაეხმარა ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს.

მან ინდონეზიაში ცუნამს გადარჩენილი მარტუნისის განათლების თანხა დაფარა, რომელიც ახლა "სპორტინგში" თამაშობს.

რონალდომ ასევე დაფარა ერთ-ერთი ბიჭუნას ტვინის ოპერაციის თანხა.

დაბოლოს, რონალდოს თავისი კარიერის განმავლობაში 1-90 წუთამდე, მატჩის ყველა წუთზე აქვს გატანილი.

temo-s
ვინ არის მერე კაცი,თვითონ თავის თავს უწოდებს გეის და შენ კაცს ეძახი?ატლეტიკოს ფეხბურთელთან ჩხუბის დროს რა უთხრა არ იცი?თან სიამაყით,გეი ვარ მაგრამ მდიდარიო.
თემო
რაც მთავარია 33 ასაკში კიდევ დაფრინავს.ამის მაგალითია იუვესთან მაკრატელა რომელიც დარჩება ჩ.ლ.ისტორიაში საუკეთესო გოლი და მეორე თამაშში თავით ლუკასზე დაგდებული ბურთი.მაგრამ უფრო დიდ პატივს იმიტომ იმსახურებს,რომ უდიდესი პატრიოტია და ევრო ფინალის შემდეგ გასახდელში თქვა,რომ ყველა მოპოვებულ პირად ჯილდოს მისცემდა პორტუგალიის გამარჯვებაში.ეს მხოლოდ დიდ კაცებს შეუძლიათ
sake
ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია,თუმცა უდიდესი მაინც მესია
Dato
რა სჭირს ამ კაცს ჩვენი დასაცინი ან სპორტული ან ადამიანური თვალსაზრისით. ძალიან მაგარი სპორტსმენიც არის და ძალიან მაგარი კარიერაც აქვს. ბაიერნს და კიდე მომდევნო ვინც იქნება იმას ჩაუტარდება "ფლუგენგენგენხოლენი" ))))
alexandre
ჯონდო, შვილო. მთავარია მიგვითითე, ტყუილი რომელია? აქვე სალაჰის პიარის უფროსის დაწერილიც წავიკითხე. თუ მასზე ღვარძლი ჯერ ადრეა?
BARSA CHAMPION
ბარსა რომ ლალიგას მოიგებს ეს მაშინ უნდა დაგეწერათ,ეხლა მხოლოდ და მხოლოდ ესპანეთის თასი მოიგო..
Zura
Udzlieresi adamiani,udzlieresi fexburteli..kvela fuliani fexburteli ase kvelmokmedi rom ikos bevri kargi sakme gaketdeboda..dziritadad dzinci gaunatleblebi arian!!
ჯონდო
სტატია აშკარად რონალდუს პიარის უფროსმა დაწერა

Как говорят, из грязи в князи!
odala
სახელს რომ ვერ დაწერ სწორად :( დო სატოს ავეირო?
უკვე სრულფასოვანი კონტრაქტი - "ატლეტიკომ" მუსო გამოისყიდა
ბრაზილიელმა მცველმა "ნაპოლი" საბოლოოდ დატოვა
გადავალ თუ არა პსჟ-ში? - გავიმ კომენტარი გააკეთა
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ბაიერნში" შოკში არიან - ვირცი კარიერას "ლივერპულში "განაგრძობს
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს
მამარდას "ლივერპულის" სუპერტრანსფერი - "სქაუზერებმა" 150-მილიონიანი გარიგება შეათანხმეს
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ალისონი "ლივერპულში" რჩება და კონტრაქტის გახანგლძრივების იმედი აქვს
[PHOTOS] კვარაცხელიას რონალდო არ ავიწყდება - ქართველმა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კრიშტიანოსთან დაკავშირებით ორი პოსტი გამოაქვეყნა
ქოჩორა და რონალდო ერთად? - ამის ალბათობა მაღალია
კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა - "ლივერპულის" კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ
ახლა ფავორიტი "ბაიერნია" - "სიტი" ვირცისთვის ბრძოლას ჩაეხსნა
რონალდო "ალ ნასრიდან" მიდის? - დიდი ალბათობით, პორტუგალიელი საუდის არაბეთის კლუბს დატოვებს
IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა
რონალდომ დაადასტურა - პორტუგალიელი ვარსკვლავი "ალ ნასრში" რჩება
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
"რეალი" პსჟ-ს ამომავალ ვარსკვლავს ართმევს
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
მილიონი ევრო ყველა ფეხბურთელს - პერესის პირობა "რეალის" მოთამაშეებს
მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
77 მილიონი ევრო წელიწადში - ბრუნომ არაბეთიდან სარფიანი წინადადება მიიღო
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას