დიახ, სერია A-ში გადამწყვეტი ჟამი დგას. "იუვენტუსი", რომელიც ჯერაც სატურნირო ცხრილის კენწეროშია მოკალათებული, ერთი ქულითღა უსწრებს "ნაპოლის" და სტუმრად ეთამაშება "ინტერს". რა თქმა უნდა, მასპინძელი კბილებს ილესავს და ყველანაირად ეცდება, ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქე დაამარცხოს.

ძალიანაც რომ უნდოდეს, "ინტერი" ვერ მოდუნდება, რადგან ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძვის და ეს ისეთი ამოცანაა, ნებისმიერ ქულას ოქროს ფასი ედება.

დავამატოთ ამას ისიც, რომ "იუვენტუსის" პრობლემები დამძიმდა - ტრავმის გამო, გუნდს სეზონის ბოლომდე გამოაკლდა დაცვის ბურჯი ჯორჯო კიელინი.

ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ ესაა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ "ნაპოლის" ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი სტუმრობა ფლორენციაში - იქ, სადაც ძალიან არ უყვართ (უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ - სძულთ) "იუვენტუსი". ამით ნამდვილად არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ, ფაქტს ვაფიქსირებთ... ბოლოს და ბოლოს, "ფიორენტინას" სატურნირო მოტივაციაც აქვს - ჯერაც ინარჩუნებს ევროპალიგაში გასვლის შანსს.

"ნაპოლიმ" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო ტურინში და ამ წარმატებით ფრთაშესხმული, ეცდება, მოპოვებულზე არ შეჩერდეს. ტურინულმა მატჩმა ნათლად გვიჩვენა, რომ "ნაპოლიმ" უკან მოიტოვა დროებითი ჩავარდნა.

ცალკე ინტრიგაა ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილებისთვის ბრძოლაში. "ლაციოს" რთული გასვლა ელის "ტორინოსთან". ყველაზე იოლი შეხვედრის მოლოდინში "რომაა", რომელიც "კიევოს" დაუხვდება. რა თქმა უნდა, "ჯალოროსი" ფავორიტია, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რა გადახდათ რომაელებს "ენფილდზე", სადაც მოულოდნელად მიიღეს იმის შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთი სასწაული მოახდინონ...

ფაქტები

"რომასა" და "კიევოს" შორის ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ინტერსა" და "იუვენტუსს" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"კროტონესა" და "სასუოლოს" ბოლო 5 მატჩიდან ოთხში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"მილანმა" ბოლო 4 მატჩი მოუგო "ბოლონიას".

"ვერონასა" და სპალ-ს შორის ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"მილანი", "ტორინო" და "ინტერი" სერია A-ს ის 3 გუნდია, რომელსაც მიმდინარე ჩამპიონატში არ წაუგია ისეთი მატჩი, რომელსაც თავიდან იგებდა.

სერია A. XXXV ტური

შაბათი, 28 აპრილი

რომა-კიევო 20:00

ინტერი-იუვენტუსი 22:45

კვირა, 29 აპრილი

კროტონე-სასუოლო 14:30

ატალანტა-ჯენოა 17:00

ბენევენტო-უდინეზე 17:00

ბოლონია-მილანი 17:00

სამპდორია-კალიარი 17:00

ვერონა-სპალ 17:00

ფიორენტინა-ნაპოლი 20:00

ტორინო-ლაციო 22:45

ბომბარდირები: 29 - ჩირო იმობილე (ლაციო); 26 - მაურო იკარდი (ინტერი); 21 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 18 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
[PHOTOS] ურთიერთობა დადასტურდა - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელ ჰაკიმის ულამაზესი ტოპ მოდელი ახალი მეგობარი გოგონა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს
ქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან
უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
ნოა ლანგი ნეაპოლში ჩავიდა და დღეს "პარტენოპეის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
მიქაუტაძე პრემიერლიგაში? - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი