როგორი კონტრასტებია ფეხბურთში - რამდენიმე დღის წინ 5 გოლი გაუტანო "რომას" და მერე ვერც ერთი - პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ "სტოკს", თითქოს აუხსნელი ამბავია...

...მაგრამ, თუ კარგად მოვქექავთ, რაღაც ახსნა აქაც შეიძლება მოიძებნოს. მაგალითად, "სტოკი" გადარჩენისთვის იბრძვის და არნახულად მოტივირებულია, განსხვავებით "ლივერპულისგან", რომელსაც თითქმის დაბევებული აქვს ადგილი სამომავლო ჩემპიონთა ლიგაში. თუმცა აქ ჯერ კიდევ არის მცირე კითხვის ნიშნები და სანამ ის არის, "წითლებს" სიფრთხილე არ აწყენდათ.

როგორც ჩანს, იმდენად მაღალია თამასა "რომასთან" საპასუხო მატჩის წინ, იურგენ კლოპის ბიჭებს გაუჭირდათ "სტოკზე" კონცენტრაცია.

ახლა ასი თვალი და ასი ყური "ოლიმპიკოს" დასტრიალებს, სადაც "რომამ" ერთი სასწაული უკვე მოახდინა და რაკი პრეცედენტი არსებობს, სიფრთხილე აქაც საჭიროა. რამდენი ხანია, "ლივერპული" ასე ახლოს არ ყოფილა ფინალთან და ეს განცდა ბევრ რამეს განაპირობებს...

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მისი სცენარი არ იყო განსაკუთრებული და უჩვეულო. უპირატესობა "ლივერპულის" ხელში იყო, ხოლო "სტოკი" თავს იცავდა. გოლის გატანისა და რეკორდის დამყარების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან მოჰამედ სალაჰმა, ხოლო მატჩის ბოლოს რაიან შოუკროსმა კინაღამ გამარჯვება მოუტანა სტუმარს. მანამდე კი ერიკ პიტერსის მიერ ხელით თამაშისთვის "ლივერპულის" სასარგებლოდ პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა.

და კიდევ ერთი ამბავი ლივერპულიდან - რობერტო ფირმინომ გუშინ "წითლებთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გააგრძელა.

"ჩელსიმ" სტუმრად მინიმალური ანგარიშით მოუგო "სუონსის" და პირველ ოთხეულში მოხვედრის შანსები გაეზარდა. ერთადერთი გოლი მატჩის დასაწყისშივე გაიტანა სესკ ფაბრეგასმა, ვისთვისაც ეს იყო 50-ე ზუსტი "გასროლა" პრემიერლიგის მატჩებში.

თავისთავად, მარცხმა "გედების" მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, მით უფრო, კონკურენტების - "საუთჰემპტონისა" და "ვესტ ბრომვიჩის" წარმატების ფონზე.

ამ უკანასკნელზე მართლაც ღირს ორიოდ სიტყვით შეჩერება. მას მერე, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს ალან პარდიუ, დროებითმა დამრიგებელმა დარენ მურმა გუნდს საკუთარი ძალების რწმენა დაუბრუნა. 4-მატჩიანმა წაუგებელმა სერიამ, რომელთა შორის იყო საგარეო გამარჯვება "მანჩესტერ იუნაიტედთან" და 0:2-დან შემოტრიალებული (2:2) თამაში "ლივერპულთან", "ვესტ ბრომვიჩს" გადარჩენის შანსი ერთიორად გაუზარდა.

თვალსაჩინოებისთვის სტატისტიკაზე უკეთესს ვერ მოვუხმობთ - მურის ხელმძღვანელობით "ვესტ ბრომვიჩმა" 4 მატჩში იმდენივე ქულა (8) აიღო, რამდენიც პარდიუს დროს... 18 შეხვედრაში (1 მოგება, 5 ფრე, 12 წაგება).

ახლა ქომაგებს იმაზე თუ სწყდებათ გული, სამწვრთნელო ცვლა ცოტა ადრე რომ არ მოხდა...

სასიცოცხლოდ აუცილებელი გამარჯვება იზეიმა "კრისტალ პალასმა". როი ჰოჯსონის გუნდმა ქვა ქვაზე არ დატოვა "ლესტერისგან" და 6 ქულით დაშორდა გასავარდნ ზონას.

ასევე უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აიღო "საუთჰემპტონმა", რომელმაც 3 თებერვლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. პლუს ამას, ეს იყო "წმინდანების" პირველი საშინაო წარმატება 26 დეკემბრის შემდეგ.

არსენ ვენგერის ბოლო მოგზაურობა მანჩესტერში მარცხით დასრულდა, მაგრამ ხანდახან მოედანზე ხდება ის, რაც ფეხბურთზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია - არსენის ჩახუტება სერ ალექს ფერგიუსონთან და თბილი სალამი ჟოზე მოურინიოსთან, ვისთანაც დაპირისპირების ცალკე ეპოქა შექმნა. ფერგიმ ხელცარიელი არ გაუშვა ვენგერი - მატჩის დაწყების წინ ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა, ვინც 22 წლის განმავლობაში მოძღვრავდა "არსენალს", ძველი მეტოქისგან სამახსოვრო საჩუქარი მიიღო...

თამაში კი ვერ იყო ისეთი საინტერესო, როგორიც ამ გუნდების შესრულებით ისტორიას ახსოვს. თუმცა ფინალი შედარებით დრამატული გამოვიდა. შეცვლაზე შესულმა მარუან ფელაინიმ ორი თავურიდან ერთი მიზანში მოარტყა (მეორე ძელს მოხვდა და დამატებულზე გატანილი არ ჩაითვალა) და "მანჩესტერმა" გაიმარჯვა.

კვირის მეორე მატჩში ჩემპიონმა "მანჩესტერ სიტიმ" არ დაინდო "ვესტ ჰემი" და კიდევ უფრო გაურთულა პრემიერლიგაში დარჩენის ამოცანა. საკუთარ კარში გაიტანა გოლი ვესტჰემელმა პაბლო საბალეტამ, ვისაც თავის დროზე "სიტის" მაისურით 9 წელი უთამაშია.

პეპ გვარდიოლას და მის ბიჭებს ახლა ერთადერთი მოტივაცია აქვთ - რეკორდების დამხობა. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, რომელ რეკორდებზეა ლაპარაკი:

1. ყველაზე მეტი ქულა (მოქმედი რეკორდი - ჩემპიონის 95 ქულა 2004/05 წლების სეზონში ეკუთვნის "ჩელსის"). "სიტის" ამ რეკორდის დასამხობად ბოლო სამ ტურში 1 გამარჯვებაღა სჭირდება.

2. ყველაზე მეტი მოგება (მოქმედი რეკორდი - 30 მოგება 2016/17 წლების სეზონში და ესეც "ჩელსის" ეკუთვნის). "სიტიმ" ეს რეკორდი უკვე გაიმეორა "ვესტ ჰემის" დამარცხებით. ახლა დარჩა კიდევ ერთი გამარჯვება და ერთბაშად ორი რეკორდი დაემხობა.

3. ყველაზე მეტი გოლი (მოქმედი რეკორდი - 103 გოლი 2009/10 წლების სეზონში და ესეც "ჩელსის" ეკუთვნის). ბოლო სამ ტურში 2 გოლის გატანა, "წესით", არ უნდა აღემატებოდეს "სიტის" ძალებს.

4. ყველაზე დიდი სხვაობა მეორეადგილოსანთან (მოქმედი რეკორდი - 18 ქულა 1999/2000 წლების სეზონში. ეკუთვნის "მანჩესტერ იუნაიტედს"). ამჟამად მეორეადგილოსან "მანჩესტერ იუნაიტედთან" სხვაობა 16 ქულაა. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაფერი მხოლოდ "სიტიზე" არ არის დამოკიდებული.

ასე რომ, ოთხი შესაძლებლიდან 3 რეკორდის დამხობას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, აი, მეოთხე - ვნახოთ...

ფაქტები

პრემიერლიგის ბოლო 9 მატჩში "ლივერპულმა" პირველად ვერ მოახერხა საკუთარ მოედანზე გოლის გატანა. უკანასკნელი ასეთი თამაში იყო დეკემბერში - 0:0 "ვესტ ბრომვიჩთან".

"სტოკს" უკვე 12 მატჩია, არ მოუგია პრემიერლიგაში. ეს არის ამ გუნდის უგრძესი სერია ინგლისის მთავარ ლიგაში 1984 წლის დეკემბრის (17 მატჩი გამარჯვების გარეშე) შემდეგ. ეს არის აგრეთვე უგრძესი მოუგებელი სერია ინგლისის 4 მოწინავე ლიგის მასშტაბით. და კიდევ - "სტოკს" არ გაუმარჯვია პრემიერლიგის ბოლო 13 საგარეო მატჩში (6 ფრე, 7 წაგება).

ვილფრიდ ზაჰამ პრემიერლიგის ბოლო 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა, იმაზე მეტი, ვიდრე წინა 24 შეხვედრაში.

მიმდინარე სეზონში "ლესტერის" ფეხბურთელებმა 5 წითელი ბარათი მიიღეს - უფრო მეტი, ვიდრე სხვა გუნდების მოთამაშეებმა.

"ლესტერმა" ანალოგიური ანგარიშით (0:5) უკანასკნელად 2004 წლის იანვარში წააგო.

პრემიერლიგის ბოლო 8 საშინაო მატჩში "ბარნლიმ" პირველად არ გაუშვა გოლი.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სტუმრად ყველაზე ცოტა (9) გოლი "ბრაიტონმა" გაიტანა.

"ევერტონმა" პრემიერლიგის ბოლო 3 საგარეო მატჩიდან 2 მოიგო (1 ფრე) - უფრო მეტი, ვიდრე წინა 23 მატჩში (1 მოგება, 9 ფრე, 13 წაგება).

"ევერტონმა" პირველად მოიგო პრემიერლიგის საგარეო მატჩი ორბურთიანი სხვაობით 2016 წლის დეკემბრის შემდეგ.

1977 წლის შემდეგ (15 მატჩი) პირველად მოხდა, რომ "ვესტ ბრომვიჩმა" "ნიუკასლთან" საგარეო მატჩში არ გაუშვა გოლი.

"ბორნმუთს" "საუთჰემპტონის" მოედანზე 14-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

დუშან ტადიჩმა ("საუთჰემპტონი") 2016 წლის აპრილის შემდეგ პირველი დუბლი შეასრულა. ამასთან, ის გახდა მესამე სერბი ფეხბურთელი სავო მილოშევიჩისა (29) და ბრანისლავ ივანოვიჩის შემდეგ, ვინც პრემიერლიგაში 20 და მეტი გოლი გაიტანა.

ანტონიო კონტემ "ჩელსის" მწვრთნელის პოსტზე 73 პრემიერლიგური მატჩიდან 50 მოიგო. ინგლისის მთავარი ლიგის მწვრთნელთაგან მხოლოდ პეპ გვარდიოლამ (69) და ჟოზე მოურინიომ (63) გადააბიჯეს 50-ის ზღვარს.

სექტემბრის შემდეგ "ჩელსიმ" პირველად შეძლო ზედიზედ 3 საგარეო მატჩის მოგება (მაშინდელმა სერიამ სულ 5 მატჩი შეადგინა).

სესკ ფაბრეგასი მეოთხე ფეხბურთელია პრემიერლიგაში იმათ შორის, ვინც 50 და მეტი გოლი გაიტანა და 100 და მეტი საგოლე პასი შეასრულა. ფაბრეგასზე წინ არიან რაიან გიგზი, უეინ რუნი და ფრენკ ლემპარდი.

ოლივიე ჟირუმ ("ჩელსი"), როგორც სასტარტო შემადგენლობის მოთამაშემ, ვერ გაიტანა გოლი პრემიერლიგის ბოლო 6 მატჩში, მაშინ, როცა ბოლო 6 გოლი გაიტანა შეცვლაზე შესულმა.

პრემიერლიგა. XXXVI ტური

ლივერპული-სტოკი 0:0

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - გომესი, ვან დაიკი, კლავანი, მორენო - ალექსანდერ-არნოლდი (65. მილნერი), ჰენდერსონი, ვეინალდუმი - სალაჰი, ინგსი (65. კლაინი), ფირმინო.

კრ. პალასი-ლესტერი 5:0

გოლები: 1:0 ზაჰა (17), 2:0 მაკარტური (38), 3:0 ლოფტუს-ჩიკი (81), 4:0 ვან აანჰოლტი (84), 5:0 ბენტეკე (90-პენ)

ჰადერსფილდი-ევერტონი 0:2

გოლები: 0:1 თოსუნი (39), 0:2 გუეიე (77)

ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 0:1

გოლი: 0:1 ფილიპსი (29)

საუთჰემპტონი-ბორნმუთი 2:1

გოლები: 1:0 ტადიჩი (25), 1:1 ჯ. კინგი (45+1), 2:1 ტადიჩი (54)

სუონსი-ჩელსი 0:1

გოლი: 0:1 ფაბრეგასი (4)

ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, რიუდიგერი - მოზესი, ფაბრეგასი (81. პედრო), კანტე, ბაკაიოკო, ემერსონი - აზარი (81. ვილიანი) - ჟირუ (85. მორატა).

ვესტ ჰემი-მანჩესტ. სიტი 1:4

გოლები: 0:1 სანე (13), 0:2 საბალეტა (27-საკ. კარში), 1:2 კრისუელი (42), 1:3 გაბრიელ ჟეზუში (53), 1:4 ფერნანდინიო (64)

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი (61. დანილო), ოტამენდი, ლაპორტი, დელფი - დე ბრუინი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (71. ტურე) - სანე, სტერლინგი, გაბრიელ ჟეზუში (80. ნმეჩა).

მანჩესტერ იუნ-არსენალი 2:1

გოლები: 1:0 პოგბა (16), 1:1 მხითარიანი (51), 2:1 ფელაინი (90+1)

მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ლინდელიოფი, იანგი - ერერა (64. მარსიალი), მატიჩი, პოგბა - ლინგარდი (64. ფელაინი), ალექსის სანჩესი, ლუკაკუ (50. რაშფორდი).

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, ჩემბერსი, მავროპანოსი, კოლაშინაცი (64. მონრეალი) - მეიტლანდ-ნაილსი, ჯაკა - მხითარიანი (76. უილკოკი), ივობი, ნელსონი (64. უელბეკი) - ობამეიანგი.

ბარნლი-ბრაიტონი 0:0

ორშაბათი, 30 აპრილი

ტოტენჰემი-უოტფორდი 23:00

ბომბარდირები: 31 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 26 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (სიტი); 18 - რაჰიმ სტერლინგი (სიტი).

მომდევნო ტური

4 მაისი: ბრაიტონი-მანჩესტერ იუნ

5 მაისი: სტოკი-კრ. პალასი, ბორნმუთი-სუონსი, ლესტერი-ვესტ ჰემი, უოტფორდი-ნიუკასლი, ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი, ევერტონი-საუთჰემპტონი

6 მაისი: მანჩესტერ სიტი-ჰადერსფილდი, არსენალი-ბარნლი, ჩელსი-ლივერპული

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
U16 გოგონთა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
პსჟ-ს სპორტული დირექტორი ტოვებს? - კამპოსმა ზღაპრული შეთავაზება მიიღო
პარტეის 5 გაუპატიურებისა და 1 სექსუალური შევიწროების საქმეზე ბრალი წარედგინა
"ლივერპულის" დიდებული ჟესტი ჟოტას ოჯახის მიმართ
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
პარიზი მორიგი დიდებისთვის ემზადება, ჩვენ - ხვიჩას გოლისთვის!
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის - შერკი "სიტიში" გადავიდა
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
გუნდში დარჩა კეინი და დაიმატეს უძლიერესი მცველი - თუ კვარაცხელია "ტოტენჰემში" გადავა, სუპერშემადგენლობა დახვდება
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
რონალდო ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებებს მართავს - რა გეგმები აქვს პორტუგალიელს?
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
უარი გიოკერესზე - "არსენალის" ნომერ პირველი სამიზნე ბენჟამინ შეშკოა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
"ეს უსამართლობაა, ახლახანს ეროვნულ ნაკრებში ერთად ვიყავით და ცოტა ხნის წინ დაქორწინდი" - რონალდუ ჟოტას გარდაცვალებას გამოეხმაურა