ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირაკლი ცირეკიძე და ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბი ნაკრებს აღარ გაწვრთნიან.

"მივესალმები ქართული ძიუდოს გულშემატკივარს. პირველ რიგში, დიდი მადლობა იმ გვერდში დგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ ქართული ძიუდოს მიმართ. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, პირველ რიგში, თქვენთვის გვეთქვა შეფასება ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით და უახლოესი გეგმების შესახებ გვესაუბრა.

ევროპის ჩემპიონატზე არმიღწეულ დადებით შედეგს ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ დღეს ამის მოყოლას ბუნებრივია, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა.

თქვენთვის, ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია შედეგი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული, თუმცა ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის სპორტი და ყოველთვის შესაძლებელია მოხდეს მსგავსი რამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ ვიზიარეთ. აქედან გამომდინარე, მე ვესაუბრე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რომელიც სრულიად აცნობიერებს აღნიშნულ სიტუაციას.

ირაკლი ცირეკიძე და სამწვრთნელო შტაბი ეროვნულ ნაკრებთან აღარ გააგრძელებენ სამწვრთნელო პროცესს. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, რომ კარგად შევხვდეთ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატს", - თქვა ქევხიშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც ძიუდოს ფედერაციის "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 26-28 აპრილს, თელ-ავივში ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა და ერთი მედალიც ვერ მოიპოვა.

▶ ზურაბ ზვიადაური: ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!

▶ თუშიშვილი მსაჯებმა დაჩაგრეს და საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა

ჯ ი ჯ ი
ფედერაციის პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა იყოს ცნობილი მსოფლიოში თავისი პირადი შედეგებით, ადამიანს რომელსაც საქართველოს გარეთ არაფერი მოუგია, ვგულისხმომ ევროპას, მსოფლიოს, ოლიმპიადას არ უნდა იყოს მაღალ თანამდებობაზე, შეიძლება დანიშნოს მეორე, მესამე მწვრთნელად.ბექა ინტერვიუში ამბობს ყველაფერი ხდებაო, რატო მაინცდამაინც ჩვენ. ცუდი ისაა, რომ მეორე ნაკრები არ გვყავს ღირსეული ვინც ამათ ჩაანაცვლებს. იმედია გამოჩნდებიან ახლები მალე.
ამაშია საქმე
რომ მიადექით და სპორტის ყველა პრეზიდენტი შეცვალეთ რადგან მიშასა დროინდელები იყვნენ და პარტიული აქტივისტები დანიშნეთ რა გეგონათ უკვალოს ჩაივლიდა? ამიტომაც ყველგან ჩავარდნა გვაქვს.
emigranti
თავად პრეზიდენტი რატომ არ გადადგა ესაა საინტერესო, თუ მწვრთნელების ბრალია მხოლოდ?
reali
რათქმაუნდა აღარ, რადგან მათ გაწვრთვნის არაფერი ეტყობოდათ
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
U16 გოგონთა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია